„აშშ უკვე წალეკა, იტალიაში უმძიმესი მდგომარეობაა…“ – გიორგი ფხაკაძე JN.1-ის მსოფლიოში საგანგაშოდ სწრაფ გავრცელებაზე საუბრობს

პროფ. გიორგი ფხაკაძე
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თქმით, ამჟამინდელი ვაქცინები აგრძელებენ დაცვას მძიმე დაავადებისა და სიკვდილისგან.

საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანიზაციას „აკრედიტაცია კანადას“ საქართველოში  საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე JN.1-ის მსოფლიოში საგანგაშოდ სწრაფ გავრცელებაზე საუბრობს.

გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ აღნიშნულმა ვარიანტმა „უკვე იფეთქა და აშშ წალეკა“.

„ვამბობდი, გაფრთხილებდით, მაგრამ ვინ გისმენს? ლანძღვა-გინების გარდა არაფერი ვიცით, იფეთქა, ჩემო ბატონებო, დიახ იფეთქა, კოვიდის ერთ-ერთმა ახალმა ვარიანტმა – JN.1-მა. ეს არის კოვიდის გაუმჯობესებული ვერსია.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

გეუბნებოდით, ფრთხილად იყავით, რაღაც ვერ არის ეს ტიპი მაგრად-მეთქი. ძირითადად, ბავშვებს და 70 წელს გადაცილებულ ადამიანებს ებრძვის და ძალიან, ძალიან გადამდებია. მთელი აშშ უკვე წალეკა, ამერიკის 6 შტატში უკვე სავალდებულოა პირბადეები. იტალიაში უმძიმესი მდგომარეობაა.

- Advertisement -
Ad imageAd image

რა შეიძლება გაკეთდეს? საქართველოში ვაქცინები არ გვაქვს.

უკვე — დეტალები

ფხაკაძის გარდა ამის მთქმელი კაციშვილი არ არის, ყველა არის სოროში ჩათრეული. „რეიტინგებიო“ და რაღაც, რეიტინგებსაც დავაყარე მიწა და ყველაფერს, ადამიანებს უნდა უთხრა, რაც არის პრობლემა და პრობლემა არის ძალიან დიდი, იფეთქა და ისე იფეთქა, რომ ძალიან მკაცრად გვექნება საქმე.

იფეთქა ისე, რომ მწარე იქნება, ამ სიმწარეს საქართველოს მოსახლეობა თებერვლის თვეში იგრძნობს, იანვრის ბოლოს თებერვლის დასაწყისში უმძიმესი მდგომარეობა იქნება, ნახეთ, საავადმყოფოში ადგილები არ იქნება“, – ამბობს გიორგი ფხაკაძე.

JN.1 კოვიდ-19-ის ახალი ვარიანტია, რომლის გავრცელებაზეც აქტიურად წერს ამერიკული მედია.

როგორც The Washington Post წერს, JN.1 ახალი დომინანტური ვარიანტია, რომელიც, როგორც ჩანს, ასევე სწრაფად ვრცელდება და აინფიცირებს მათაც, ვინც იყო ვაქცინირებული და სხვა შტამებითაც ინფიცირებული.

- Advertisement -
Ad imageAd image

კორონავირუსის JN.1 არის რიგი ინფექციების მიზეზი.

დამატებითი ინფორმაცია

ჯანდაცვის ორგანიზაციამ დასძინა, რომ ის მუდმივად აკონტროლებს მტკიცებულებებს და საჭიროების შემთხვევაში განაახლებს JN.1 რისკის შეფასებას.

სკანირება
QR კოდი
shenidasveneba.ge

სტატიის ციტირება

READ  გიორგი ფხაკაძის ოცნება ახდა - აფთიაქში შემთხვევით აღმოჩენილმა სიურპრიზმა აღაფრთოვანა

შენი დასვენება. (2025). „აშშ უკვე წალეკა, იტალიაში უმძიმესი მდგომარეობაა…“ – გიორგი ფხაკაძე JN.1-ის მსოფლიოში საგანგაშოდ სწრაფ გავრცელებაზე საუბრობს. 5 სექტემბერი, 2025. https://shenidasveneba.ge/აშშ-უკვე-წალეკა-იტალიაშ/

სტატიის ციტირება
პროფ. გიორგი ფხაკაძე. „აშშ უკვე წალეკა, იტალიაში უმძიმესი მდგომარეობაა…“ – გიორგი ფხაკაძე JN.1-ის მსოფლიოში საგანგაშოდ სწრაფ გავრცელებაზე საუბრობს [Internet]. თბილისი: Shenidasveneba.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 26]. ხელმისაწვდომია: https://shenidasveneba.ge/%e1%83%90%e1%83%a8%e1%83%a8-%e1%83%a3%e1%83%99%e1%83%95%e1%83%94-%e1%83%ac%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%99%e1%83%90-%e1%83%98%e1%83%a2%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%90%e1%83%a8/
shenidasveneba.ge
author avatar
პროფ. გიორგი ფხაკაძე
MD, MPH, PhD | საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესორი და ეპიდემიოლოგი | დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის ხელმძღვანელი | საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე | Georgian Medical Journal-ის მთავარი რედაქტორი | WHO-ს კონსულტანტი, ჯანდაცვა და მიგრაცია, ჟენევა | UEMS საზოგადოებრივი ჯანდაცვის სექციის მდივანი/ხაზინადარი | Accréditation Sans Frontières, პარიზი — დამფუძნებელი და პრეზიდენტი | COVID-19 პანდემიის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის მრჩეველი | 25+ ქვეყანაში გამოცდილება | ORCID: 0000-0001-7609-4515
გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
MD, MPH, PhD | საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესორი და ეპიდემიოლოგი | დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის ხელმძღვანელი | საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე | Georgian Medical Journal-ის მთავარი რედაქტორი | WHO-ს კონსულტანტი, ჯანდაცვა და მიგრაცია, ჟენევა | UEMS საზოგადოებრივი ჯანდაცვის სექციის მდივანი/ხაზინადარი | Accréditation Sans Frontières, პარიზი — დამფუძნებელი და პრეზიდენტი | COVID-19 პანდემიის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის მრჩეველი | 25+ ქვეყანაში გამოცდილება | ORCID: 0000-0001-7609-4515
© 2026 შენი დასვენება · PHIG · Sheni Network