#image_title

სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი – დაცულია უნიკალური არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული მასალა და ძველი ქართული ხელნაწერების მდიდარი კოლექცია

პროფ. გიორგი ფხაკაძე

სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი – დაცულია უნიკალური არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული მასალა და ძველი ქართული ხელნაწერების მდიდარი კოლექცია

მუზეუმი მესტიაში, დაარსდა 1936 წელს.

სვანეთის ისტორიის და ეთნოგრაფიის მუზეუმი მრავალფეროვან ექსპოზიციას მოიცავს, სადაც წარმოდგენილია სვანეთის ეთნოკულტურული მემკვიდრეობა ხელოსნობის თითქმის ყველა დარგი. მუზეუმში ვიზიტი სვანეთში აღმოჩენილი ძვ.წ. III ათასწლეულით დათარიღებული არქეოლოგიური მასალის გაცნობით იწყება. მას მოსდევს ნუმიზმატიკური კაბინეტი. IX-XVIII საუკუნეების ქრისტიანული ხელოვნების საგანძური, IX-XIX საუკუნეების ნაბეჭდი წიგნების, სასულიერო და საერო ხელნაწერების ექსპოზიცია. მუზეუმის დროებითი საგამოფენო სივრცე ეთმობა ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპოზიციებს.

მესტიის მუზეუმში დაცულია სვანეთის რეგიონის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული მასალები, ქართული ჭედური ხელოვნებისა და ხატწერის უნიკალური ნიმუშები (X საუკუნის მაცხოვრის ხატი, XI საუკუნის I ნახევრის ხატები აღსაყდრებული ქრისტეს გამოსახულებით და ასანის წმ. გიორგის ხატი, XII საუკუნის ორმოცი მოწამის ხატი და ჯვარცმის ხატი, ღვთისმშობლის IX—X საუკუნეების ფერწერული ხატები და სხვა, სარიტუალო ნივთები — IX—XIV საუკუნეების სამწერობლები და სხვა), უძველესი ხელნაწერები (XI—XIII საუკუნეების ჰადიშის, ლაბსყალდის, იენაშისა და მესტიის ხელნაწერი ოთხთავები მოჭედილი ყდებით), ადრეული და გვიანი შუასაუკუნეების საომარი აღჭურვილობის, რკინის, ვერცხლის, სპილენძის ნაკეთობების, სამკაულების, ჭურჭლის, ქსოვილების ნიმუშები, ძველი სვანეთის ყოფის ამსახველი ეთნოგრაფიული ნივთები და სხვა.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

აქ დაცულია უნიკალური არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული მასალა და ძველი ქართული ხელნაწერების მდიდარი კოლექცია, რომელთა შორის განსაკუთრებულია: “ადიშის ოთხთავი” (897), “იერუსალიმის განჩინება” (Xს), “მესტიის ოთხთავი” (1033), სახარების სხვა უძველესი რედაქციები, ქართული ჭედური და ფერწერული ხელოვნების არაერთი მნიშვნელოვანი ძეგლი.
ექსპონატების ქრონოლოგია III ათასწლეულიდან იწყება. ექსპოზიციაში განსაკუთრებული ადგილი VI ს-ის ბრინჯაოს სირიულ საცეცხლურებს (X_XI სს) რელიკვარიუმებსა და ეტრატზე შესრულებულ უძველეს ხელნაწერებს ეთმობა.
აქვე დაცული არის XII ს-ის ვერცხლის სასანური სურა, ბიზანტიური ნაქარგი ხატი, XIII ს-ის ვენეციური ე.წ. დეკორატიული ჯვარი და სხვა მნიშვნელოვანი ექსპონატები.
განსაკუთრებული მნიშვნელობისაა სილიხანის ხატი, რომელშიც გოლგოთის ჯვრის ნაწილია ჩატანებული.

- Advertisement -
Ad imageAd image
სკანირება
QR კოდი
shenidasveneba.ge

სტატიის ციტირება

შენი დასვენება. (2025). სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი – დაცულია უნიკალური არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული მასალა და ძველი ქართული ხელნაწერების მდიდარი კოლექცია. 3 სექტემბერი, 2025. https://shenidasveneba.ge/სვანეთის-ისტორიულ-ეთნოგრ/

სტატიის ციტირება
პროფ. გიორგი ფხაკაძე. სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი – დაცულია უნიკალური არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული მასალა და ძველი ქართული ხელნაწერების მდიდარი კოლექცია [Internet]. თბილისი: Shenidasveneba.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 26]. ხელმისაწვდომია: https://shenidasveneba.ge/%e1%83%a1%e1%83%95%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%94%e1%83%97%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%a2%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%a3%e1%83%9a-%e1%83%94%e1%83%97%e1%83%9c%e1%83%9d%e1%83%92%e1%83%a0/
shenidasveneba.ge
author avatar
პროფ. გიორგი ფხაკაძე
MD, MPH, PhD | საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესორი და ეპიდემიოლოგი | დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის ხელმძღვანელი | საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე | Georgian Medical Journal-ის მთავარი რედაქტორი | WHO-ს კონსულტანტი, ჯანდაცვა და მიგრაცია, ჟენევა | UEMS საზოგადოებრივი ჯანდაცვის სექციის მდივანი/ხაზინადარი | Accréditation Sans Frontières, პარიზი — დამფუძნებელი და პრეზიდენტი | COVID-19 პანდემიის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის მრჩეველი | 25+ ქვეყანაში გამოცდილება | ORCID: 0000-0001-7609-4515
გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:

© 2026 შენი დასვენება · PHIG · Sheni Network