ორშაბათი, მარტი 24, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისამინისტრო2024 წელს ქართული ღვინო მსოფლიოს 20 ქვეყანაში იყო წარდგენილი -ღვინის ეროვნული სააგენტ

2024 წელს ქართული ღვინო მსოფლიოს 20 ქვეყანაში იყო წარდგენილი -ღვინის ეროვნული სააგენტ

2024 წელს ქართული ღვინო წარმოდგენილი იყო 24 საერთაშორისო გამოფენაზე, 13 ფესტივალზე და 100-მდე დეგუსტაცია-პრეზენტაციაზე, სადაც ჯამურად ქართული ღვინის 200-მდე კომპანია მონაწილეობდა, – ამის შესახებ აღნიშნულია ღვინის ეროვნული სააგენტოს ინორმაციაში.

სააგენტოს ცნობით, ქართული ღვინის წარდგენები გაიმართა მსოფლიოს 20 ქვეყანაში: აშშ, პორტუგალია, ფინეთი, დანია, ავსტრია, ნორვეგია, იტალია, ნიდერლანდები, იაპონია, პოლონეთი, გერმანია, ჩინეთი, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, ბელგია, უნგრეთი, კორეის რესპუბლიკა, შვეიცარია, თურქეთი და ლატვია.

„ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებად რჩება აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, პოლონეთი, ბალტიისპირეთის ქვეყნები, ჩინეთი, სამხრეთ კორეა და იაპონია, სადაც ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობისა და საექსპორტო პოტენციალის გაზრდის მიზნით, სხვადასხვა ღონისძიებას ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიები ახორციელებენ.

2024 წელს, ღვინის გამოფენები, კონკურსები, ტურები და ფესტივალები გაიმართა საქართველოს მასშტაბითაც, რაც მნიშვნელოვანია ღვინის ტურიზმის პოტენციალისა და ადგილობრივ მოსახლეობაში ღვინის მოხმარების კულტურის ზრდისთვის. ქართული ღვინო საქართველოში, წარმოდგენილი იყო 54 ღონისძიებაზე, მათ შორის, 17 გამოფენა/ფესტივალზე და 15 დეგუსტაცია-პრეზენტაციაზე, უცხოელი ღვინის პროფესიონალების მონაწილეობით გაიმართა 16 ღვინის ტური, ასევე გაიმართა კონკურსები და სიმპოზიუმი.

ქართული ღვინის პოპულარიზაციის სახელმწიფო პროგრამა, რომლის მიზანია ღვინის ბაზრების დივერსიფიკაცია და საექსპორტო პოტენციალის ზრდის ხელშეწყობაა, 2024 წელს 16 მილიონ ლარს შეადგენდა. აღსანიშნავია, რომ ოპერატიული მონაცემებით, გასულ წელს,ქართული ღვინის ექსპორტი, 2023 წელთან შედარებით, 6%-ით გაიზარდა და 95 მლნ ლიტრს მიაღწია“,- აღნიშნულია ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniDasvemeba.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
იერუსალიმის ღირსშესანიშნაობები

იერუსალიმის ღირსშესანიშნაობები

24 March, 2025
ოზონის შრე პატარავდება – როგორია მეცნიერების პროგნოზი

ოზონის შრე პატარავდება – როგორია მეცნიერების პროგნოზი

მარტი 24, 2025
რა დეტალები ხდება ცნობილი თაღლითური სქემის შესახებ

რა დეტალები ხდება ცნობილი თაღლითური სქემის შესახებ

24 მარტი 2025
მსოფლიოში ცნობილი დიზაინის გურუს რამდენიმე პრინციპი კარგი ინტერიერის შესახებ

მსოფლიოში ცნობილი დიზაინის გურუს რამდენიმე პრინციპი კარგი ინტერიერის შესახებ

მარტი 24, 2025
კომბოსტოსნაირი ბოსტნეული კულტურების წარმოების ძირითადი აგროვადები

კომბოსტოსნაირი ბოსტნეული კულტურების წარმოების ძირითადი აგროვადები

მარტი 24, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ფორთოხალი თუ გრეიფრუტი, რომელი ავირჩიოთ და რატომ?

ფორთოხალი თუ გრეიფრუტი, რომელი ავირჩიოთ და რატომ?

მარტი 23, 2025
ჭარბთმიანობა და მისი გამომწვევი მიზეზები

ჭარბთმიანობა და მისი გამომწვევი მიზეზები

მარტი 23, 2025
ადგილები, რომლებსაც ესპანეთში აუცილებლად უნდა ესტუმროთ

ადგილები, რომლებსაც ესპანეთში აუცილებლად უნდა ესტუმროთ

24 მარტი 2025
24-25 მარტს თბილისი პარაძიუდოს მსოფლიო თასს უმასპინძლებს

24-25 მარტს თბილისი პარაძიუდოს მსოფლიო თასს უმასპინძლებს

მარტი 23, 2025
საფრანგეთში, ნორმანდიის სანაპიროზე, ყველაზე მძლავრი ტურბინების წყალქვეშა ფერმა გაშენდება

საფრანგეთში, ნორმანდიის სანაპიროზე, ყველაზე მძლავრი ტურბინების წყალქვეშა ფერმა გაშენდება

მარტი 23, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები