#image_title

სჯობს თავად ნახოთ – წინანდალი – ადგილი, სადაც ქართული მეღვინეობის ისტორია იწერებოდა

პროფ. გიორგი ფხაკაძე

წინანდალი – ადგილი, სადაც ქართული მეღვინეობის ისტორია იწერებოდა!

აღმოაჩინეთ ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი და უნიკალური ინგლისური ბაღი, სადაც ყოველი ხე და ბილიკი საუკუნოვან ისტორიას ინახავს.

წინანდლის სამუზეუმო კომპლექსში შეგიძლიათ გაეცნოთ საქართველოში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ოჯახის ჭავჭავაძეების ისტორიას, დატკბეთ დეკორატიული ბაღის სილამაზით, დაათვალიეროთ მე-19 საუკუნის ღვინის მარანი, დააგემოვნოთ ჭავჭავაძისეული წინანდალი და სხვა ქართული ღვინოები. სასიამოვნოდ დატვირთული დღის დასასრულს კი დაისვენოთ ისტორიულ სასტუმროში.

წინანდალი XIX საუკუნეში კულტურულ-ინტელექტუალური ცენტრი იყო საქართველოში. ეს სტატუსი ქართული რომანტიზმის ფუძემდებელთან, ალექსანდრე ჭავჭავაძესთანაა დაკავშირებული. წინანდალს დღესაც უმნიშვნელოვანესი როლი ენიჭება საქართველოს კულტურულ ცხოვრებაში. ეს ადგილი მრავალი გამოფენის, კონცერტის, ლიტერატურული ღონისძიებისა თუ მასტერკლასის მასპინძელია.

წინანდლის დეკორატიული ბაღი საქართველოში პირველი ევროპული ტიპის სარეკრეაციო ზონაა. ალექსანდრე ჭავჭავაძემ მის გასაშენებლად ევროპელი ლანდშაფტის არქიტექტორები ჩამოიყვანა. ეგზოტიკური ჯიშებისა და დაგეგმარების მხრივ ის უნიკალურია. წინანდლის ბაღში ნახავთ სიყვარულის ხეივანს. ლეგენდის თანახმად, თუკი წყვილი ამ ხეივანში თვალდახუჭული შეძლებს გავლას, მათი სიყვარული ბედნიერი იქნება.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

წინანდლის ისტორიულ მარანში ბოთლში პირველად ჩამოისხა ქართული ღვინო. ამჟამად ენოთეკაში დაცულია 16 000 ზე მეტი ბოთლი, რომელთაგან უძველესი 1814 წლითაა დათარიღებული. ხანგრძლივი წყვეტის შემდეგ, 2014 წელს წინანდლის ღვინის კოლექციის გამდიდრება განახლდა.

2007 წლიდან წინანდლის კომპლექსის მართვის უფლება სილკ როუდ  ჯგუფმა აიღო. კომპანიამ ამ დრომდე 12 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა. სილკ როუდ ჯგუფის ძალისხმევით მუზეუმში დაცულ 100-ზე მეტ ექსპონატს რესტავრაცია ჩაუტარდა. სამუზეუმო ფონდი კი 500-ზე მეტი ექსპონატით გამდიდრდა.

ჭავჭავაძეების ადგილ-მამულზე კიდევ ბევრი რამ შეიძლება ითქვას, მაგრამ სჯობს თავად ნახოთ.

რატომ წინანდალი?
– აქ პირველად ჩამოისხა ევროპული წესით დაყენებული ქართული ღვინო
– შესანიშნავი 4-5 ვარსკვლავიანი სასტუმროები საუკეთესო სერვისით
– ღვინის დეგუსტაციები და მარნების ტურები
– მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა

იხილეთ ასევე

READ  ზღვის დონიდან 2600 მეტრზე ,,დიდღალიშ ტობა”
სკანირება
QR კოდი
shenidasveneba.ge

სტატიის ციტირება

შენი დასვენება. (2025). სჯობს თავად ნახოთ – წინანდალი – ადგილი, სადაც ქართული მეღვინეობის ისტორია იწერებოდა. 8 სექტემბერი, 2025. https://shenidasveneba.ge/სჯობს-თავად-ნახოთ-წინანდ/

სტატიის ციტირება
პროფ. გიორგი ფხაკაძე. სჯობს თავად ნახოთ – წინანდალი – ადგილი, სადაც ქართული მეღვინეობის ისტორია იწერებოდა [Internet]. თბილისი: Shenidasveneba.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 28]. ხელმისაწვდომია: https://shenidasveneba.ge/%e1%83%a1%e1%83%af%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%a1-%e1%83%97%e1%83%90%e1%83%95%e1%83%90%e1%83%93-%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%ae%e1%83%9d%e1%83%97-%e1%83%ac%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%93/
shenidasveneba.ge
author avatar
პროფ. გიორგი ფხაკაძე
MD, MPH, PhD | საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესორი და ეპიდემიოლოგი | დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის ხელმძღვანელი | საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე | Georgian Medical Journal-ის მთავარი რედაქტორი | WHO-ს კონსულტანტი, ჯანდაცვა და მიგრაცია, ჟენევა | UEMS საზოგადოებრივი ჯანდაცვის სექციის მდივანი/ხაზინადარი | Accréditation Sans Frontières, პარიზი — დამფუძნებელი და პრეზიდენტი | COVID-19 პანდემიის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის მრჩეველი | 25+ ქვეყანაში გამოცდილება | ORCID: 0000-0001-7609-4515
გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
MD, MPH, PhD | საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესორი და ეპიდემიოლოგი | დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის ხელმძღვანელი | საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე | Georgian Medical Journal-ის მთავარი რედაქტორი | WHO-ს კონსულტანტი, ჯანდაცვა და მიგრაცია, ჟენევა | UEMS საზოგადოებრივი ჯანდაცვის სექციის მდივანი/ხაზინადარი | Accréditation Sans Frontières, პარიზი — დამფუძნებელი და პრეზიდენტი | COVID-19 პანდემიის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის მრჩეველი | 25+ ქვეყანაში გამოცდილება | ORCID: 0000-0001-7609-4515
© 2026 შენი დასვენება · PHIG · Sheni Network