კურორტი ნუნისი მდებარეობს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტეროტორიაზე (ზღვის დონიდან 750მ. სიმაღლეზე). ნუნისი არის ბალნეო-კლიმატური კურორტი რომლის უნიკალურობასაც განსაზღვრავს ორი ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორის-სამკურნალო წყლისა და ჰავის შერწყმა.
ნუნისის კურორტი არსებობს 1856 წლიდან. ის ოდითგანვე ცნობილია სამკურნალო თვისებების მქონე მინერალური (ბალნეოლოგიური) წყლებით. აქ დამსვენებლებს შეუძლიათ ზვარეს მინერალური წყლის დალევაც.
კურორტი — დეტალები
ნუნისის უნიკალურ მიკროკლიმატს ქმნის შერეული, ფოთლოვანი და წიწვოვანი ტყე. ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები – ჰავა და მაღალი ტუტიანობით გამორჩეული წყალი, რომელიც განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვისაც კანისა და ნერვულ ნიადაგზე გამოწვეული დაავადებები აწუხებს
ნუნისი განთქმულია დღემდე ამოუცნობი მისტიური ღირშესანიშნაობებითა და ისტორიული ნაგებობებით.
იმოგზაურეთ საქართველოში GTour-თან ერთად
ყველა ტური gtour.ge-ზე · დაჯავშნა WhatsApp-ით +995 577 416 314
