პარასკევი, იანვარი 17, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისამინისტრორუსთავში ახალი, მრავალფუნქციური სპორტული კოპლექსი გაიხსნა

რუსთავში ახალი, მრავალფუნქციური სპორტული კოპლექსი გაიხსნა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ქალაქ რუსთავში მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობა დაასრულა.

კომპლექსის გახსნას დაესწრნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, UFC-ის ჩემპიონი ილია თოფურია.

„დღეს რუსთავში დიდი დღეა, ქალაქს უკვე აქვს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, მულტიფუნქციური სპორტკომპლექსი. სპორტის 8 ოლიმპიური სახეობის წარმომადგენლები შეძლებენ აქ არა მხოლოდ ივარჯიშონ, არამედ ჩაატარონ მაღალი დონის ტურნირები. ყველა დისციპლინისთვის გათვალისწინებულია შესაბამისი სივრცეები, დარბაზები , რომელიც აღჭურვილია აუცილებელი ინფრასტრუქტურით. ეს ყველაფერი საუკეთესო შესაძლებლობებს შექმნის, როგორც ახალგაზრდა თაობისთვის, ასევე პროფესიული სპორტის განვითარებისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებისთვის“, – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

ორსართულიანი, დახურული ტიპის სპორტული კომპლექსის მთავარი დარბაზი მოემსახურება რვა ოლიმპიურ სპორტულ სახეობას. კერძოდ, დარბაზში შესაძლებელი იქნება ღონისძიებების გამართვა კალათბურთის, ფრენბურთის, ხელბურთის, მინი ფეხბურთის, კრივის, ჭიდაობის, ძიუდოს, ფარიკაობის სპორტულ სახეობებში. დარბაზის მოძრავი, ეგრეთ წოდებული ტელესკოპური ტრიბუნები გათვლილია 1 500 მაყურებელზე და სივრცის ეფექტური გამოყენების საშუალებას იძლევა. დარბაზი მოწყობილი და აღჭურვილია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. შეჯიბრებების ჩასატარებლად დარბაზში დამონტაჟებულია ლედ ეკრანები. შენობა აღჭურვილია გათბობის, გაგრილებისა და ვენტილაციის სისტემებით.

სპორტულ კომპლექსში უკვე აღჭურვილია ფიტნეს დარბაზი და გათვალისწინებულია სპორტსმენების ვარჯიშისთვის და ადგილობრივი თუ საერთაშორისო დონის შეჯიბრებებისთვის საჭირო ყველა სივრცე: გასახდელები, საშხაპეები, დასასვენებელი და ინვენტარის შესანახი ოთახები, საკონფერენციო დარბაზი, ღია კაფე. მინისტრმა მადლობა გადაუხადა მუნიციპალური განვითარების ფონდის გუნდს შესრულებული სამუშაოსთვის, კონტრაქტორ კომპანიას და ასევე, საერთაშორისო პარტნიორს აზიის განვითარების ბანკს, რომლის ფინანსური მხარდაჭერითაც აშენდა კომპლექსი.

„სიმბოლურია, რომ გახსნას დაესწრო UFC-ის ჩემპიონი ილია თოფურია, როდესაც საუკეთესო სპორტსმენი შენს გვერდითაა და გაქვს საუკეთესო ინფრასტრუქტურა ეს არის ერთგვარი წინაპირობა, რომ აუცილებლად გაიზრდებიან ახალი რუსთაველი ჩემპიონები“, – აღნიშნა მინისტრმა.

კომპლექსის მიმდებარედ მოეწყო რეკრეაციული ზონა, საფეხმავლო ბილიკები, 85 ავტომანქანაზე გათვლილი ღია ავტოსადგომი და დამონტაჟდა გარე განათების ლამპიონები.

მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. პროექტი აზიის განვითარების ბანკის 24 მილიონი ლარის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

#datashvil  #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniDasvemeba.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
ათენი: 5 ადგილი ტურისტული ხალხმრავლობის მიღმა

ათენი: 5 ადგილი ტურისტული ხალხმრავლობის მიღმა

16 January, 2025
სხვადასხვა სახის სამედიცინო მომსახურების დაფინანსება და ფულადი დახმარებების გაცემა 2025 წელსაც გაგრძელდება

სხვადასხვა სახის სამედიცინო მომსახურების დაფინანსება და ფულადი დახმარებების გაცემა 2025 წელსაც გაგრძელდება

იანვარი 16, 2025
ალცჰაიმერის რისკების დადგენა ლაპარაკის მანერით შეიძლება – ახალი კვლევა

ალცჰაიმერის რისკების დადგენა ლაპარაკის მანერით შეიძლება – ახალი კვლევა

16 იანვარი 2025
როგორ დაიბადა „ძველით ახალი წელი“?

როგორ დაიბადა „ძველით ახალი წელი“?

იანვარი 13, 2025
როგორ უნდა მოვხარშოთ სწორად

როგორ უნდა მოვხარშოთ სწორად

იანვარი 16, 2025
გერმანელ ახალგაზრდებს ყველაზე მეტად ომის ეშინიათ. ახალი კვლევა

გერმანელ ახალგაზრდებს ყველაზე მეტად ომის ეშინიათ. ახალი კვლევა

13 იანვარი 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
გამორჩეული წვნიანი სუფ ხარჩო

გამორჩეული წვნიანი სუფ ხარჩო

იანვარი 16, 2025
ჯეკ ნიკოლსონი 87 წლის ასაკში-რას საქმიანობს და როგორ გამოიყურება

ჯეკ ნიკოლსონი 87 წლის ასაკში-რას საქმიანობს და როგორ გამოიყურება

იანვარი 16, 2025
Derinkuyu: 3000-წლიანი მიწისქვეშა ქალაქი, რომელიც შემთხვევით აღმოაჩინეს

Derinkuyu: 3000-წლიანი მიწისქვეშა ქალაქი, რომელიც შემთხვევით აღმოაჩინეს

14 იანვარი 2025
რა შეიძლება ნახოთ თბილისში ერთ დღეში – საინტერესო მარშრუტი ქალაქის გასაცნობად

რა შეიძლება ნახოთ თბილისში ერთ დღეში – საინტერესო მარშრუტი ქალაქის გასაცნობად

იანვარი 16, 2025
როგორია თბილისში ბინების ფასი — ყიდვა-გაყიდვის პროცესის გამოწვევები და რეალობა

როგორია თბილისში ბინების ფასი — ყიდვა-გაყიდვის პროცესის გამოწვევები და რეალობა

იანვარი 16, 2025
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები