xr:d:DAGCAK4jeKw:12,j:3316199638079425864,t:24041008

11-25 აპრილს გომბორი-თელავის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

ირინა დათაშვილი
ავტორი
ირინა დათაშვილი - მთავარი რედაქტორი

11 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ27-კმ33 მონაკვეთზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

„დროის აღნიშნულ პერიოდში, ავტოტრანსპორტი იმოძრავებს საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის გავლით. ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

აპრილს — დეტალები

სარეაბილიტაციო მონაკვეთი 8 მეწყრულ უბანს მოიცავს. პროექტის ფარგლებში, გომბორის საუღელტეხილო მონაკვეთზე, მეწყრულ უბნებზე განხორციელდება სადრენაჟე სისტემის მოწყობა და სუსტი გრუნტების გამოცვლა. სამუშაოების სპეციფიკიდან გამომდინარე, აუცილებელია საავტომობილო გზის დაჭრა 3-4 მეტრამდე, რაც ვერ უზრუნველყოფს ავტოტრანსპორტის განვლადობას.

პროექტის ფარგლებში, ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე, საერთო ჯამში, რეაბილიტაცია უტარდება 33.6 კმ-იან მონაკვეთს. სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან 66 700 000 ლარით ფინანსდება“, – აღნიშნულია განცხადებაში.

- Advertisement -
Ad imageAd image
READ  ვიდეო - ფრანგმა ბალერინამ ვიქტორია დობერვილმა ანტარქტიდაზე ყინულმჭრელის ცხვირზე იცეკვა
გაუზიარეთ ეს სტატია
მთავარი რედაქტორი
მიჰყევით:
მთავარი რედაქტორი — ტურიზმის სიახლეები და ინტერვიუები. აშუქებს ტურიზმის ინდუსტრიის ამბებს, სახელმწიფო პოლიტიკას, სტატისტიკასა და დარგის პროფესიონალებთან საუბრებს.
კომენტარები ჯერ არ არის