რუსთავში ახალი, მრავალფუნქციური სპორტული კოპლექსი გაიხსნა

პროფ. გიორგი ფხაკაძე

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ქალაქ რუსთავში მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობა დაასრულა.

კომპლექსის გახსნას დაესწრნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, UFC-ის ჩემპიონი ილია თოფურია.

„დღეს რუსთავში დიდი დღეა, ქალაქს უკვე აქვს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, მულტიფუნქციური სპორტკომპლექსი. სპორტის 8 ოლიმპიური სახეობის წარმომადგენლები შეძლებენ აქ არა მხოლოდ ივარჯიშონ, არამედ ჩაატარონ მაღალი დონის ტურნირები. ყველა დისციპლინისთვის გათვალისწინებულია შესაბამისი სივრცეები, დარბაზები , რომელიც აღჭურვილია აუცილებელი ინფრასტრუქტურით. ეს ყველაფერი საუკეთესო შესაძლებლობებს შექმნის, როგორც ახალგაზრდა თაობისთვის, ასევე პროფესიული სპორტის განვითარებისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებისთვის“, – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

ორსართულიანი, დახურული ტიპის სპორტული კომპლექსის მთავარი დარბაზი მოემსახურება რვა ოლიმპიურ სპორტულ სახეობას. კერძოდ, დარბაზში შესაძლებელი იქნება ღონისძიებების გამართვა კალათბურთის, ფრენბურთის, ხელბურთის, მინი ფეხბურთის, კრივის, ჭიდაობის, ძიუდოს, ფარიკაობის სპორტულ სახეობებში. დარბაზის მოძრავი, ეგრეთ წოდებული ტელესკოპური ტრიბუნები გათვლილია 1 500 მაყურებელზე და სივრცის ეფექტური გამოყენების საშუალებას იძლევა. დარბაზი მოწყობილი და აღჭურვილია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. შეჯიბრებების ჩასატარებლად დარბაზში დამონტაჟებულია ლედ ეკრანები. შენობა აღჭურვილია გათბობის, გაგრილებისა და ვენტილაციის სისტემებით.

- Advertisement -
Ad imageAd image

სპორტულ კომპლექსში უკვე აღჭურვილია ფიტნეს დარბაზი და გათვალისწინებულია სპორტსმენების ვარჯიშისთვის და ადგილობრივი თუ საერთაშორისო დონის შეჯიბრებებისთვის საჭირო ყველა სივრცე: გასახდელები, საშხაპეები, დასასვენებელი და ინვენტარის შესანახი ოთახები, საკონფერენციო დარბაზი, ღია კაფე. მინისტრმა მადლობა გადაუხადა მუნიციპალური განვითარების ფონდის გუნდს შესრულებული სამუშაოსთვის, კონტრაქტორ კომპანიას და ასევე, საერთაშორისო პარტნიორს აზიის განვითარების ბანკს, რომლის ფინანსური მხარდაჭერითაც აშენდა კომპლექსი.

რუსთავში — დეტალები

„სიმბოლურია, რომ გახსნას დაესწრო UFC-ის ჩემპიონი ილია თოფურია, როდესაც საუკეთესო სპორტსმენი შენს გვერდითაა და გაქვს საუკეთესო ინფრასტრუქტურა ეს არის ერთგვარი წინაპირობა, რომ აუცილებლად გაიზრდებიან ახალი რუსთაველი ჩემპიონები“, – აღნიშნა მინისტრმა.

READ  ქართული სიმღერის კონკურს-ფესტივალი „სხვა საქართველო სად არის“ წარმატებით დასრულდა

კომპლექსის მიმდებარედ მოეწყო რეკრეაციული ზონა, საფეხმავლო ბილიკები, 85 ავტომანქანაზე გათვლილი ღია ავტოსადგომი და დამონტაჟდა გარე განათების ლამპიონები.

მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. პროექტი აზიის განვითარების ბანკის 24 მილიონი ლარის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

- Advertisement -
Ad imageAd image

#datashvil  #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

სკანირება
QR კოდი
shenidasveneba.ge

სტატიის ციტირება

შენი დასვენება. (2026). რუსთავში ახალი, მრავალფუნქციური სპორტული კოპლექსი გაიხსნა. 27 მარტი, 2026. https://shenidasveneba.ge/რუსთავში-ახალი-მრავალფუ/

სტატიის ციტირება
პროფ. გიორგი ფხაკაძე. რუსთავში ახალი, მრავალფუნქციური სპორტული კოპლექსი გაიხსნა [Internet]. თბილისი: Shenidasveneba.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 28]. ხელმისაწვდომია: https://shenidasveneba.ge/%e1%83%a0%e1%83%a3%e1%83%a1%e1%83%97%e1%83%90%e1%83%95%e1%83%a8%e1%83%98-%e1%83%90%e1%83%ae%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%9b%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%95%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%a4%e1%83%a3/
shenidasveneba.ge
author avatar
პროფ. გიორგი ფხაკაძე
MD, MPH, PhD | საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესორი და ეპიდემიოლოგი | დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის ხელმძღვანელი | საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე | Georgian Medical Journal-ის მთავარი რედაქტორი | WHO-ს კონსულტანტი, ჯანდაცვა და მიგრაცია, ჟენევა | UEMS საზოგადოებრივი ჯანდაცვის სექციის მდივანი/ხაზინადარი | Accréditation Sans Frontières, პარიზი — დამფუძნებელი და პრეზიდენტი | COVID-19 პანდემიის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის მრჩეველი | 25+ ქვეყანაში გამოცდილება | ORCID: 0000-0001-7609-4515
გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
MD, MPH, PhD | საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესორი და ეპიდემიოლოგი | დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის ხელმძღვანელი | საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე | Georgian Medical Journal-ის მთავარი რედაქტორი | WHO-ს კონსულტანტი, ჯანდაცვა და მიგრაცია, ჟენევა | UEMS საზოგადოებრივი ჯანდაცვის სექციის მდივანი/ხაზინადარი | Accréditation Sans Frontières, პარიზი — დამფუძნებელი და პრეზიდენტი | COVID-19 პანდემიის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის მრჩეველი | 25+ ქვეყანაში გამოცდილება | ORCID: 0000-0001-7609-4515
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი დასვენება · PHIG · Sheni Network