ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
- Advertisement -
Google search engine

ბათუმი ევროპის საუკეთესო მიმართულებების ოცეულშია

0
ბათუმი
xr:d:DAGCHA4b0I0:5,j:1233284932547812835,t:24041112

სამოგზაურო პლატფორმა European Best Destinations 2024 წლის ევროპის საუკეთესო მიმართულებებს ასახელებს. საუკეთესო ოცეულში ევროპის ყველაზე პოპულარულ ტურისტულ ადგილებთან ერთად ბათუმიც მოხვდა. საუკეთესო ევროპული ტურისტული მიმართულებები მსოფლიოს 172 ქვეყნიდან მილიონზე მეტმა ადამიანმა European Best Destinations-ის პლატფორმის საშუალებით შეარჩია.

„ბათუმი ყველაზე ტრენდულ მიმართულებებს შორისაა, დაივიწყეთ ბარსელონა და ბერლინი, ბათუმი უფრო მეტად საოცარი, ამაღელვებელი, ხელმისაწვდომი და ეგზოტიკურია. ბათუმში ისტორია თანამედროვეობას ერწყმის, აქ, აჭარის რეგიონში, აღმოაჩენთ ხელუხლებელ ბუნებას. აქ შეგიძლიათ სანაპიროზე დღეები გაატაროთ, აქაურობა საინტერესოა ღამის ცხოვრების მოყვარულთათვის. აჭარაში კარგად დაისვენებთ ოჯახთან, მეგობრებთან ერთად. აქ გელოდებათ რომანტიკული დღეები. აჭარაში დააგემოვნებთ რეგიონის გემრიელ კერძებს. ბათუმი მოგზაურობის სენსორია, ეს უნიკალური და დაუვიწყარია ადგილია მთელ მსოფლიოში“,-წერს European Best Destinations ბათუმის შესახებ.

პლატფორმაზე აღწერილია აჭარის კლიმატი, ბუნება, მაღალმთიანი აჭარა, ბათუმის ბოტანიკური ბაღი, საბაგირო არგო, ძველი ბათუმის არქიტექტურა და ქალაქის ცხოვრების სტილი.

„ბათუმი მრავალფეროვანი კულტურისა და რელიგიის სახლია, აქ მართლმადიდებლური, კათოლიკური და სომხური ეკლესიები, მეჩეთები და სინაგოგები საუკუნეებია ჰარმონიულად არსებობენ, კარგი იქნება თუ ამ ცხოვრების წესს მივბაძავთ. ბათუმში ზღვისა და მთების ულამაზესი პეიზაჟებია, აჭარაში აღმოაჩენთ უძველეს კულტურულ ძეგლებს, მონასტრებს, შუა საუკუნეების თაღოვან ხიდებს, ულამაზეს ტბებს და სოფლებს, სადაც შენარჩუნებულია ავთენტურობა, თქვენ აქ დროში იმოგზაურებთ“,-წერს European Best Destinations.

ანაკლია ერთ-ერთი მიმზიდველი ადგილია – ანაკლია-განმუხურში განსაკუთრებით სუფთა ზღვა და წმინდა სილის პლაჟია

0
საქართველოს შავიზღვისპირეთის მარგალიტად წოდებული ანაკლია დღეს განვითარებადი კურორტია. უწინ აქ მეთევზეთა სოფელი და ნავსადგური იყო.
სანაპიროს მიუყვება ბულვარი, რომელიც ორ სოფელს – ანაკლიას და განმუხურს აკავშირებს.
მდებარეობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, შავი ზღვის სანაპირო ზოლი, კოლხეთის დაბლობის დასავლეთი ნაწილი.

ანაკლია-განმუხურის სანაპირო ზოლში ყველაფერია, რაც ზღვაზე დამსვენებლებს სჭირდებათ – სუბტროპიკული მცენარეები, ველოსიპედის ბილიკები, კაფე-ბარები, ამფითეატრი, სპორტული მოედნები და მაღალი კლასის სასტუმროები.

ანაკლია-განმუხურში განსაკუთრებით სუფთა ზღვა და წმინდა სილის პლაჟია. პლაჟი კეთილმოწყობილია – საშხაპეებით, ბუნგალოებით, ქვიშისა და ფრენბურთის მოედნებით.

2012 წელს ანაკლიაში დიდ ფართობზე აკვაპარკიც გაშენდა, მოეწყო თანამედროვე სისტემებით აუზი, სასრიალო მილები და გასარუჯი ადგილები. აკვაპარკის ტერიტორიაზე მუშაობს კაფეც.

მზიანი სანაპიროების, ზღვის, რუჯის და მრავალფეროვნების მოყვარულთათვის ანაკლია ერთ-ერთი მიმზიდველი ადგილია. დიდი პოპულარობით სარგებლობს და ყოველწლიურად უამრავი ტურისტი თუ ადგილობრივი სტუმრობს. ანაკლიაში ფუნქციონირებს მაღალი კლასის სასტუმროები, აკვაპარკი, ბარები და სხვა საზოგადოებრივი დაწესებულებები.

#datashvil  #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

კურორტ ცაიშის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა ჰიპერთერმული და ჰიპოთერმული მინერალური წყლებია სამკურნალო თვისებებით.

0
კურორტ ცაიშის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა ჰიპერთერმული და ჰიპოთერმული მინერალური წყლებია სამკურნალო თვისებებით.
#image_title

კურორტ ცაიშის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა ჰიპერთერმული და ჰიპოთერმული მინერალური წყლებია სამკურნალო თვისებებით.

სოფელი ცაიში, სამეგრელოში ადრე თერმული წყლებით იყო ცნობილი.

ცაიშში ბევრი რამეა საამაყო და ღირსაცნობი. სოფელი მინერალური წყლებით იწონებს თავს. სანამ გეოლოგები 1951 წლის ზაფხულში ცხელ წყალს აღმოაჩენდნენ, იქ მენჯი მაცესტის ტიპის წყალს იყენებდნენ რევმატიზმის სამკურნალოდ. ახალმა ცხელმა წყალმა ცაიშს შორს გაუთქვა სახელი. აქ ფუნქციონირებდა საქვეყნოდ ცნობილი ცაიშის კურორტი.

ცაიში ცნობილია ჰიპერთერმული და ჰიპოთერმული მინერალური წყლებით, რომელთა სამკურნალო თვისებები ჯერ კიდევ ვახუშტი ბატონიშვილს აქვს აღწერილი. ქართველი გეოგრაფი ცაიშს უმშვენიერესი მდებარეობისა და უძველესი სამკურნალო წყაროს ადგილად იხსენიებს. მართლაც, ერთ-ერთი წყაროს ამოსვლის ადგილას 5-6 მეტრის სიღრმეზე აღმოჩენილია გათლილი ქვისგან ნაშენი აუზი, რომელსაც, სავარაუდოდ, ჩვენს წელთაღრიცხვამდე იყენებდნენ. დღეისთვის გამოკვლეულია ცაიშის 18 მინერალური წყარო და დადგენილია, რომ აქაურ ჰიპოთერმულ მინერალურ წყალს (24–260ჩ) უნიკალური შემადგენლობა
აქვს: დიდი რაოდენობით კაჟმჟავას შეიცავს. ასეთ წყალს ახასიათებს ანტიტოქსიკური, ანტისეპტიკური მოქმედება, აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლის პროცესს, აუმჯობესებს ძვალ-ხრტილოვანი ქსოვილისა და კანის მდგომარეობას, ამცირებს ათეროსკლეროზის განვითარების რისკს. წყლის ამოსვლის ადგილზე, 2-3 მ-ის სიღრმეზე მიწის ფენა კუპრისფრადაა შეღებილი – ეს ტალახი ე. წ. წყაროს ტალახებს მიეკუთვნება და მას სხვადასხვა სამკურნალო პროცედურისთვის იყენებენ. მინერალურ წყაროებთან 25 მ სიმაღლის ხუთასწლოვანი ძელქვის ხეები დგას. სავარაუდოდ, ჩვენს წინაპრებს ხეები შეგნებულად დაურგავთ, რათა წყაროები ადვილი მისაგნები ყოფილიყო. მიუხედავად ამისა, ცაიშის მინერალური წყლები XX ს-ის დასაწყისში ხელახლა აღმოაჩინეს. განსაკუთრებული პოპულარობა კურორტმა 1956 წელს, ჰიპერთერმული (820C) წყლის აღმოჩენის შემდეგ მოიპოვა. დღეს ცხელი მინერალური წყლის ნაწილი მხოლოდ სათბურებისა და ბინების გასათბობად გამოიყენება, უმეტესი ნაწილი კი იკარგება.

ერთ-ერთი წყაროს ამოსვლის ადგილას, 5-6 მეტრის სიღრმეზე აღმოჩენილია გათლილი ქვისგან ნაშენი აუზი, რომელსაც, სავარაუდოდ, ჩვენს წელთაღრიცხვამდე იყენებდნენ.

გამოკვლეულია ცაიშის 18 მინერალური წყარო. დადგენილია, რომ აქაურ ჰიპოთერმულ მინერალურ წყალს (24-260C) უნიკალური შემადგენლობა აქვს. ის დიდი რაოდენობით კაჟმჟავას შეიცავს და ახასიათებს ანტიტოქსიკური, ანტისეპტიკური მოქმედება, აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლის პროცესს, აუმჯობესებს ძვალხრტილოვანი ქსოვილისა და კანის მდგომარეობას. ამასთანავე, ამცირებს ათეროსკლეროზის განვითარების რისკს.

ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია დასავლეთ საქართველოში, ისტორიული ეგრისის სამეფოს ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს. იგი მოიცავს ქალაქებს: ზუგდიდს, წალენჯიხასა და მათ მიმდებარე ტერიტორიას. ზუგდიდისა და ცაიშის სამღვდელმთავროს აღმოსავლეთიდან ესაზღვრება ჭყონდიდის, დასავლეთიდან ცხუმ-აფხაზეთის, ჩრდილოეთიდან მესტიისა და ზემო სვანეთის, სამხრეთიდან ფოთისა და სენაკის ეპარიქიები, სამხრეთ დასავლეთის საზღვარი ზღვის სანაპირო ზოლს მიჰყვება.

მოქმედი ეკლესიები:

  1. ზუგდიდის ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარი
  2. ცაიშის ღმრთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარი. წინამძღვარი – დეკანოზი ზაბულონ ქობალია
  3. წალენჯიხის ფერისცვალების სახელობის ეკლესია. წინამძღვარი – დეკანოზი ანდრია კემულარია
  4. ზუგდიდის კვირაცხოვლის ეკლესია. წინამძღვარი – დეკანოზი გიორგი ჯგუშია
  5. კორცხელის მიძინების ეკლესია. წინამძღვარი – მღვდელი ილარიონ შენგელია
  6. კოკის წმიდა გიორგის ეკლესია. წინამძღვარი – დეკანოზი გაბრიელ გულორდავა
  7. ლეშამუგეს მაცხოვრის შობის ეკლესია. წინამძღვარი – დეკანოზი ანდრია მარღანია
  8. ჭითაწყარის წმიდა გიორგის ეკლესია. წინამძღვარი – მღვდელი ანდრია ლიპარტია
  9. ტყაიის წმ. გიორგის ეკლესია. წინამძღვარი – მღვდელი გალაქტიონ ფიფია
  10. ჩხორიის წმ. გიორგის ეკლესია. წინამძღვარი – მღვდელი გალაქტიონ ფიფია
  11. დიდინეძის წმ. გიორგის ეკლესია. წინამძღვარი – დეკანოზი ზაბულონ ქობალია
  12. ჭითაწყარის ხარების ეკლესია. წინამძღვარი – მღვდელი ამბროსი თორდია
  13. კახათის წმ. გიორგის ეკლესია. წინამძღვარი – დეკანოზი გაბრიელ გულორდავა
  14. ჯვარზენის ყოველთა წმიდათა ეკლესია. წინამძღვარი – დეკანოზი ანდრია მარღანია
  15. მუჟავას წმ. გიორგის ეკლესია. წინამძღვარი – დეკანოზი ანდრია მარღანია

მოქმედი მონასტერი:

  1. კორცხელის ივერიის ღვთისმშობლის დედათა მონასტერი. წინამძღვარი – მონაზონი დინარა ქვარაია

ფესტივალი „განდაგანა“ ბათუმში 22-23 სექტემბერს ჩატარდება – ულამაზესი საშემოდგომო დეკორაციებით გაფორმებულ ევროპის მოედანზე მთიანი აჭარა თავისი კულტურით, კულინარიით, ტრადიციებითა და რეწვის დარგებით იქნება წარმოდგენილი

0
ფესტივალი „განდაგანა“ ბათუმში 22-23 სექტემბერს ჩატარდება - ულამაზესი საშემოდგომო დეკორაციებით გაფორმებულ ევროპის მოედანზე მთიანი აჭარა თავისი კულტურით, კულინარიით, ტრადიციებითა და რეწვის დარგებით იქნება წარმოდგენილი
#image_title

სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდაგანა“ უამინდობის გამო 22-23 სექტემბერს გაიმართება, – აღნიშნულია აჭარის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე განცხადებით, ულამაზესი საშემოდგომო დეკორაციებით გაფორმებულ ევროპის მოედანზე მთიანი აჭარა თავისი კულტურით, კულინარიით, ტრადიციებითა და რეწვის დარგებით იქნება წარმოდგენილი. წელს ფესტივალ „განდაგანას“ ფარგლებში, მთავარი აქცენტი აჭარული სამზარეულოსა და ხალხური რეწვის დარგების წარმოჩენაზე გაკეთდება. მოეწყობა სპეციალური კვების კუთხე, სადაც აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტისთვის დამახასიათებელ კერძებს მოამზადებენ, ჩატარდება მასტერკლასები და კულინარიული შეჯიბრებები. წელს, პირველად ფესტივალზე სტუმრის სტატუსით წარმოდგენილი იქნება სვანური და მეგრული სამზარეულოც. გარდა კულინარიული მასტერკლასებისა, ასევე დაგეგმილია ქარგვის მასტერკლასები, სადაც მონაწილეები აჭარული ნაქარგობის შესრულებას შეეცდებიან.

ულამაზესი დეკორაციებით გაფორმდება აჭარული რეწვის სივრცეც, რომელსაც გასული წლის მსგავსად „გარდენია შევარდნაძის“ დამფუძნებელი ზურაბ შევარდნაძე მოაწყობს. აღნიშნულ სივრცეში შთამბეჭდავი დეკორაციებით წარმოჩენილი იქნება აჭარული ყოფა, რაც მთიანი მუნიციპალიტეტების კულტურის, ტრადიციების, სოფლებში არსებული ავთენტური გარემოს გაცოცხლებასა და მთებში მოგზაურობის წახალისებას შეუწყობს ხელს. ფესტივალის ფარგლებში ასევე მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, სადაც 200-მდე ადგილობრივი და სხვა რეგიონებიდან ჩამოსული მეწარმის ხელნაკეთი ნამუშევრები, სოფლის ნობათი და კერძები იქნება წარმოდგენილი. ფესტივალის სტუმრების განწყობაზე მოწვეული და ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლები და ბენდები იზრუნებენ. მათ შორის იქნება ზვიად ბოლქვაძე ორკესტრთან და ბენდთან ერთად, „ურსა“, „ბანი“ და „გორდელა“. სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდაგანა“ 2015 წლიდან, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით იმართება. მისი მიზანი აჭარული სოფლების პოპულარიზაცია, წარმოჩენა და სოფლად ტურისტების მოგზაურობის სტიმულირებაა.

ბარბექიუ ზონა, ეზო და მწვადის არომატი: სად ვიქირაოთ სახლი ქართული ნადიმებისთვის

0
ქართული სახლის ეზო ბარბექიუ ზონით და მწვადის სუფრით
ქართული ნადიმებისთვის სახლის ქირაობისას მნიშვნელოვანია ფართო ეზო, ბარბექიუ ზონა და ტერასა. საუკეთესო ადგილებია ვაკე, საბურთალო, კახეთის მამულები და ზღვისპირა ზონები კომფორტული შეკრებებისთვის.

ბარბექიუ ზონაეზო და მწვადის არომატისად ვიქირაოთ სახლი ქართული ნადიმებისთვის

თბილი საღამოები ეზოში, ახლად მომზადებული მწვადის არომატი და მშვიდი საუბრები გრძელ მაგიდასთან – ეს ყველაფერი ნამდვილი ქართული სუფრის განუყოფელი ნაწილია. საქართველოში, მთელი ოჯახით ან მეგობრებთან ერთად ვახშამზე შეკრების შესაძლებლობა დიდი ხანია არა მხოლოდ ტრადიცია, არამედ ცხოვრების წესია. სწორედ ამიტომ, გასაქირავებელი სახლის ან აგარაკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის არა მხოლოდ კომფორტული იყოს, არამედ შესაფერისი იყოს სტუმრების მისაღებად, გარეთ საჭმლის მოსამზადებლად და მშვიდი დასვენებისთვის.

გაზაფხულისა და ზაფხულის დადგომასთან ერთად, ასეთ სახლებზე მოთხოვნა მკვეთრად იზრდება – და არა მხოლოდ ტურისტებს შორის. ადგილობრივი მაცხოვრებლები სულ უფრო ხშირად ირჩევენ მოკლევადიანი გაქირავების ფორმატს, რათა შაბათ-კვირა ან არდადეგები კომფორტისა და კონფიდენციალურობის ატმოსფეროში გაატარონ, მაგრამ ხმაურიანი სუფრების შესაძლებლობით. განსაკუთრებით პოპულარულია ვარიანტები ფართო ეზოთი, დახურული ტერასით, მწვანე ბაღით და, რა თქმა უნდა, აღჭურვილი სამწვადე ზონით. სად უნდა ვეძებოთ ასეთი სახლები, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება გაქირავებისას და რომელი ადგილებია განსაკუთრებით შესაფერისი  შეკრებებისთვის საუკეთესო ქართული ტრადიციებით.

სად უნდა ვეძებოთ სახლები ტერასებით ვახშმებისთვის თბილისში?

თბილისში, გარე სადილებისთვის შესაფერისი ტერასიანი სახლის პოვნა შესაძლებელია – განსაკუთრებით დაბალსართულიანი შენობებისა და კერძო ეზოების მქონე სახლებში. ამისთვის ერთ-ერთი ყველაზე მოსახერხებელი ადგილია ვაკე. აქ ბევრი კერძო სახლია ფართო ტერასებით, ეზოში გამწვანებით და ქალაქის ხმაურისგან კარგი ხმის იზოლაციით. ასეთი სახლები ხშირად აღჭურვილია სამწვადე ზონით და საზაფხულო სამზარეულოებით. კითხვის გაგრძელება…

ღების ხევი ორმოცდაათი საუკუნის ისტორიას ითვლის

0
სოფელი ღები – ზღვის დონიდან 1350 მეტრზე, რაჭისა და სვანეთის გასაყარზე, ონიდან 35 კმ-ში მდებარეობს.
აქაურობა წელიწადის ყველა დროს ლამაზია – მკაცრი მთების ბუნებრივი გალავანი ყოველ ჯერზე სხვადასხვა ფერში იმოსება.
ღების ხევი ორმოცდაათი საუკუნის ისტორიას ითვლის.

ღების საისტორიო წყაროებში მოიხსენიება 1503 წლიდან.

ფოტო: Badri Vadachkoria

#datashvil  #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

განსაკუთრებული მნიშვნელობისაა თრიალეთის ოქროს თასი, რომელიც აღმოჩენილია XX საუკუნის 30-40-იან წლებში თრიალეთში

0
„საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის“ აგრძელებს ახალ შემეცნებით პროექტს „მსოფლიო მნიშვნელობის ქართული აღმოჩენები.“
საქართველოში გაკეთებულ უნიკალურ არქეოლოგიურ აღმოჩენებს შორის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა თრიალეთის ოქროს თასი, რომელიც აღმოჩენილია XX საუკუნის 30-40-იან წლებში თრიალეთში (საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე ქვემო ქართლში) წალკის წყალსაცავის მშენებლობასთან დაკავშირებული არქეოლოგიური გათხრებისას.
ოქროს თასი შუა ბრინჯაოს ხანის საიუველირო საქმის თვალსაჩინო მაგალითს წარმოადგენს. თასი ორმაგი ოქროს ფურცლისგან არის დამზადებული, რომელსაც ზედაპირზე მირჩილული აქვს ფერადი ქვები. დეკორისათვის გამოყენებულია სარდიონი და ფირუზი, მის ძირზე კი ფირუზის თვლებიანი ჯვრისებური გამოსახულებაა დატანილი.
თრიალეთის თასი, როგორც მას მეცნიერები უწოდებენ, სრულად ასახავს საქართველოს ტერიტორიაზე ძვ. წ. II ათასწლეულში ოქრომჭედლობის განვითარების უმაღლეს დონეს.
სავარაუდოდ, თასს სარიტუალო დანიშნულება ჰქონდა. რიტუალის დროს აქ ასხამდნენ სისხლს ან ღვინოს და შემდგომ მიმდინარეობდა რიტუალი.
თრიალეთის ოქროს თასი ბრინჯაოს ხანის ეპოქაში საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელებული თრიალეთური კულტურის განსაკუთრებულ ნიმუშს წარმოადგენს.
თრიალეთის კულტურა — ესაა ბრინჯაოს ხანის კულტურა, რომელიც გამოვლენილი და შესწავლილია ძირითადად თრიალეთის ტერიტორიაზე და მეზობელ რაიონებში. არქეოლოგიური გათხრები ჩატარდა 1936-1940 წლებში.
თრიალეთის კულტურა განეკუთვნება ეკონომიკურად დაწინაურებულ მესაქონლე-მიწათმოქმედ ტომებს, რომელთა განვითარებას ხელს უწყობდა სამხრეთ საქართველოს ბუნებრივი პირობები. თრიალეთის კულტურა მტკვარ-არაქსის კულტურის მემკვიდრეა. თრიალელთა ეთნოგრაფიული ჯგუფი დღეს აღარ არსებობს.
თრიალეთის კულტურის ძეგლებად ითვლება უმთავრესად ყორღანული სამარხების კულტურა. მათი ნაწილი ადრებრინჯაოს ხანის დასასრულით – ძვ. წ. III ათასწლეულის ბოლო საუკუნეებით თარიღდება, ნაწილი კი შუა ბრინჯაოს ხანით – ძვ. წ. II ათასწლეულის პირველი ნახევრით. მდიდრული და კარგად ნაგები ყორღანები ტომთა ბელადებს და გვაროვნულ არისტოკრატიას ეკუთვნოდა, მომცრო და ღარიბი ყორღანები რიგითი მოსახლეობისა იყო.
შეიძლება იყოს brass გამოსახულებაშეიძლება იყოს ring გამოსახულება

#datashvil  #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

იანვრიდან, სესხის აღების პირობები იცვლება – ნახეთ, დეტალები

0
იანვრიდან, სესხის აღების პირობები იცვლება - ნახეთ, დეტალები
#image_title

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მათ ვისაც ეროვნულ ვალუტაში აქვს შემოსავალი 500,000 ლარამდე სავალუტო სესხის აღება შეუზღუდა – შესაბამისი გადაწყვეტილება ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა დღეს მიიღო.

სებ-ის განცხადებით ეს ცვლილება მიმართულია საბანკო კრედიტების დოლარიზაციის შემცირებისკენ.

„ფინანსური დოლარიზაციის მაღალი დონით გამოწვეული სტრუქტურული რისკების შესამცირებლად ეროვნული ბანკი კვლავ აქტიურად განაგრძობს მუშაობას. სებ-ის მიერ გატარებული ღონისძიებების ფონზე დოლარიზაცია მნიშვნელოვნად შემცირდა. თუმცა ეს უკანასკნელი და მასთან დაკავშირებული სტრუქტურული რისკები ფინანსური სექტორისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება. გაცხადებული პოლიტიკის შესაბამისად, ეროვნული ბანკი ინდუსტრიასთან კოორდინაციით, მაკროეკონომიკური გარემოსა და რისკების გათვალისწინებით, დედოლარიზაციის გრძელვადიანი გეგმის განხორციელებას განაგრძობს. ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებით არაჰეჯირებული უცხოური ვალუტის სესხების ზღვარი 400 000-დან 500 000 ლარამდე გაიზარდა. ცვლილება ძალაში 2025 წლის 1 იანვრიდან შევა. აღსანიშნავია, რომ სებ-ი ასევე აქტიურად ადევნებს თვალყურს დეპოზიტების დოლარიზაციის დინამიკას, რომლის დონეც ოქტომბერში არსებული გაურკვევლობის ფონზე გაიზარდა და ფინანსურ სისტემაში ჭარბი უცხოური ვალუტის ლიკვიდობის დაგროვებას შეუწყო ხელი. იმისათვის, რომ ჭარბი ლიკვიდობა სესხების დოლარიზაციაში არ გადაიზარდოს მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა უცხოური ვალუტის ვალდებულებებზე სარეზერვო ნორმის ზედა ზღვარი 5 პროცენტული პუნქტით გაზარდა,”- ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

დედაქალაქი სახალხო დღესასწაულ „თბილისობას“ მრავალფეროვანი პროგრამით ხვდება, სადაც ყველა ასაკის მოქალაქის გემოვნება იქნება გათვალისწინებული

0
დედაქალაქი სახალხო დღესასწაულ „თბილისობას“ მრავალფეროვანი პროგრამით ხვდება, სადაც ყველა ასაკის მოქალაქის გემოვნება იქნება გათვალისწინებული
#image_title

დედაქალაქი სახალხო დღესასწაულ „თბილისობას მრავალფეროვანი პროგრამით ხვდება, სადაც ყველა ასაკის მოქალაქის გემოვნება იქნება გათვალისწინებული.

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, წელს „თბილისობა“ 20-21 სექტებერს გაიმართება, ღონისძიების მთავარი ლოკაციები კი რიყის პარკი და ორბელიანის მოედანი იქნება.

„რიყის პარკში და ორბელიანის მოედანზე მოსულ სტუმრებს ტრადიციულად დახვდება თემატური დეკორაციები, მოცულობითი ინსტალაციები და ფოტოზონები. ორივე ლოკაციაზე მოეწყობა ღია კინოთეატრი, სამეწარმეო მარკეტი, გასტრონომიული და ღვინის ფესტივალები. დღის განმავლობაში, ასევე, გაიმართება საბავშვო კონცერტები, გასართობი და სპორტული აქტივობები, მუსიკალური საღამოები და თეატრალიზებული წარმოდგენები. გარდა ამისა, რიყის პარკში საესტრადო შემსრულებლების მრავალფეროვანი მუსიკალური პროგრამა დაგხვდებათ, ხოლო აბანოთუბანში წარმოდგენილი იქნება გამოფენა-გაყიდვა – „თბილისური მრავალფეროვნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, მისივე თქმით, 20 სექტემბერს, 20:00 საათზე, „თბილისობის“ ერთ-ერთი გამორჩეული საღამო – თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართება, რომელიც პირდაპირი ეთერით გადაიცემა, ხოლო 21 სექტემბერს, 20:00 საათზე, ევროპის მოედანზე 2025 წლის „თბილისობა“ გრანდიოზული საზეიმო კონცერტით დასრულდება.

„მინდა, დაგპატიჟოთ ყველა – დიდი თუ პატარა ამ ლამაზი დღეების აღსანიშნავად. ეს არის ჩვენი ქალაქის დღე. გელოდებით, ერთად ჩავერთოთ სახალხო ზეიმის ფერხულში და ერთად ვეზიაროთ თბილისურ მრავალფეროვნებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისობის პროგრამა ასე გამოიყურება:

ორბელიანის მოედანი

20-21 სექტემბერი

 

12:00-22:00

 ღია კინოთეატრი

 შემოდგომის ნუგბარი

 ყველის და ღვინის კუთხე

 ქალ მეწარმეთა ასოციაცია

 კაფე „ლაღიძის წყლები”

 სამეწარმეო მარკეტი

 თემატური ფოტოზონები

 ტკბილეულის სივრცე

 კვების ზონა

 საბავშვო კონცერტები

 საბავშვო/გასართობი აქტივობები

 თეატრალიზებული წარმოდგენა/პერფორმანსები

 საღამოს კონცერტები

 ელექტრონული მუსიკა

 

ორბელიანის მოედნის მუსიკალური პროგრამა

20 სექტემბერი – იტალიის ქუჩა (საბავშვო კონცერტების სცენა)

 12:00 – ჟირაფი ჟოზეს წარმოდგენა

 13:00 – ნუკრი კაპანაძის სტუდია

 14:00 – „მეკო სტუდიის“ კონცერტი

 15:00 – „ბასტი-ბუბუს სტუდიის“ კონცერტი

 

20 სექტემბერი – გიორგი ათონელის ქუჩა (საღამოს კონცერტების სცენა)

 

 14:00 – თბილისის ბიგ-ბენდის კონცერტი

 20:00 – თეატრალიზებული წარმოდგენა “თეატრალური თბილისი“

 

20 სექტემბერი – ანტონ ფურცელაძის ქუჩა, ელექტრონული მუსიკის სთეიჯი

 

 16:00 – ელექტრონული მუსიკა (DJ) – KERESELIDZE

 19:00 – ელექტრონული მუსიკა (DJ) – MACHAIDZE

21 სექტემბერი – იტალიის ქუჩა (საბავშვო კონცერტების სცენა)

 

 12:00 – „Sunny Studio”- ს კონცერტი

 13:00 – „ბზიკების სტუდიის“ კონცერტი

 14:00 – ანსამბლ „ენკი-ბენკის“ კონცერტი

 15:00 – სტუდია „ნუცას სკოლის“ კონცერტი

  • 16:00 – ინგას და გიგის საბავშვო მუსიკალური სტუდია

 

 

21 სექტემბერი – გიორგი ათონელის ქუჩა (საღამოს კონცერტების სცენა)

 

 20:00 – საათი – ანსამბლ „ქართული ხმების“ კონცერტი

 

21 სექტემბერი – ნტონ ფურცელაძის ქუჩა, ელექტრონული მუსიკის სთეიჯი

 

 16:00 – ელექტრონული მუსიკა (DJ) – MACHAIDZE

 19:00 – ელექტრონული მუსიკა (DJ) – KERESELIDZE

 

 

აბანოთუბანი

20 და 21 სექტემბერი

 

 12:00 – გამოფენა-გაყიდვა „თბილისური მრავალფეროვნება

რიყის პარკი

20 და 21 სექტემბერი

 

12:00 – 22:00

 გასტრონომიული ფესტივალი

 სამეწარმეო მარკეტი

 ტკბილეულის ფესტივალი

 ღვინის და ყველის სივრცე

 ლუდის ზონა

 დეკორატიული თაღი და ხეივანი

 ატრაქციონები

 ღია კინოთეატრი

 თემატური დეკორაციები, ინსტალაციები და ფოტოზონები

 თეატრალიზებული წარმოდგენა/პერფორმანსები

 ზღაპრის გმირების მსვლელობა

 სხვადასხვა საბავშვო – გასართობი აქტივობები

 სპორტული აქტივობებიქართული ჭიდაობა, კრიობა, ნარდი, ჭადრაკი, მაგიდის ჩოგბურთი, მინი გოლფი.

 საბავშვო კონცერტები

 საღამოს კონცერტები

 

რიყის პარკის მუსიკალური პროგრამა

20 სექტემბერი – საბავშვო კონცერტები

 

 12:00 – „ბზიკების სტუდიის“ კონცერტი

 13:00 – სტუდია „ნუცას სკოლას“ კონცერტი

 14:00 – ანსამბლ „ენკი-ბენკის“ კონცერტი

 15:00 – „ანა-ბანას“ სტუდიის კონცერტი

 

20 სექტემბერი

 

 18:00 – ართული ესტრადის შემსრულებლების კონცერტი

 

21 სექტემბერი – საბავშვო კონცერტები

 

 12:00 – ჟირაფი ჟოზეს წარმოდგენა

 13:00 – ანსამბლ „სი მი“-ს კონცერტი

 14:00 – „ქენდი სტუდიოს“ კონცერტი

 15:00 – „ბასტი-ბუბუს სტუდიის“ კონცერტი

 

21 სექტემბერი

 

 18:00 – ართული ესტრადის შემსრულებლების კონცერტი

 

21 სექტემბერი – ევროპის მოედანი

 

 20:00 – საზეიმო გალა-კონცერტი „ყველა უმღერის თბილისს“

ქუთაისის მულტიფუნქციური ცენტრი გაიხსნა

0
ქუთაისის მულტიფუნქციური ცენტრი გაიხსნა
#image_title

ქუთაისის მდიდარ საგანმანათლებლო წარსულს ახალ სიცოცხლეს ქუთაისის მულტიფუნქციური ცენტრი შესძენს, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიებზე მორგებული საგანმანათლებლო ჰაბი იქნება.

ქუთაისის მულტიფუნქციური ცენტრი ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობებისა და განათლების პლატფორმა, რომელიც რიგით მეორეა ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრის შემდეგ, რომელიც კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ მხარდაჭერით კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში დაარსდა.

ცენტრი ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის შეიქმნა და მიზნად ისახავს მათ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვას და შრომით ბაზარზე აქტიურ ინტეგრაციას.

ქუთაისის მულტიფუნქციური ცენტრი ოთხი მიმართულებით იმუშავებს, ესენია: უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, სამოქალაქო განათლების სწავლების გაძლიერება, სამეწარმეო ცოდნისა და უნარების განვითარება და პროფესიული მომზადება-გადამზადების კურსების შეთავაზება.

„ცენტრის მთავარი საგანმანათლებლო დარგები იქნება ტექნოლოგიები, ინფორმაციული ტექნოლოგიები, ხელოვნური ინტელექტი, ავიაცია და ტურიზმი. ჩვენთან მოსულ ახალგაზრდებს ექნებათ შესაძლებლობა განათლება და ცოდნა მიიღონ ისეთი პედაგოგ-მასწავლებლებიდან, რომლებსაც აქვთ ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში აკადემიური საქმიანობის გამოცდილება, ასევე,  მუშაობენ საერთაშორისო კომპანიებში. ქუთაისის მულტიფუნქციური ცენტრი იქნება სივრცე, სადაც ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდა ადგილობრივი მოსახლეობის ცოდნას, უნარებსა და შესაძლებლობებს გააძლიერებს, რაც ხელს შეუწყობს დასაქმების ზრდას და ინოვაციებს,“ განაცხადა ქუთაისის მულტიფუნქციური ცენტრის დირექტორმა ნატალია პატარიძემ.

ქუთაისის მულტიფუნქციური ცენტრი დროებით აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაშია განთავსებული.

მიმდინარე წლის შემოდგომიდან პროექტებზე რეგისტრაცია სრულიად  უფასოდ შეუძლიათ ქუთაისში მცხოვრებ ახალგაზრდებს. მეტი ინფორმაციისთვის კურსების შესახებ  გამოგვყევით Facebook-ზე: https://shorturl.at/kWcvo

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.