ოთხშაბათი, იანვარი 21, 2026
- Advertisement -spot_img

იტალიელმა ფოტოგრაფმა 10 წლის განმავლობაში 48 სხვადასხვა ფერის სავსემთვარეობა ასახა

0
იტალიელმა ფოტოგრაფმა 10 წლის განმავლობაში 48 სხვადასხვა ფერის სავსემთვარეობა ასახა
#image_title

იტალიელმა ასტროფოტოგრაფმა მარსელა პეისმა 10-წლიანი პროექტი შეაჯამა. მან ამ დროის განმავლობაში 48 სხვადასხვა ფერის სავსემთვარეობა დააფიქსირა. ნამუშევარი წლის ასტროფოტოგრაფიის დაჯილდოებაზეა ნომინირებული.

პეისი კარიერის ადრეულ წლებში დაწყებითი სკოლის მასწავლებელი იყო. მოგვიანებით ის ფოტოგრაფიით, უფრო ზუსტად კი – ასტრონომიითა და ასტროფოტოგრაფიით დაინტერესდა და გადაწყვიტა, მთვარის სურათების შეგროვება დაეწყო.

ფოტოები სხვადასხვა ქვეყანაში თუ კონტინენტზეა გადაღებული. როგორც თავად ამბობს, პროექტში ის დამოუკიდებლად იღებდა მონაწილეობას და ფოტოების შეგროვება “ერთი არაფრით გამორჩეული აპარატით შეძლო”. 10 წელი მან სხვადასხვა ფერის მთვარის ფოტოკოლაჟით შეაჯამა.

აჭარაში სალაშქრო ფესტივალი ჩირუხის მთიდან დაიწყო

0
სალაშქრო ფესტივალი

აჭარაში სალაშქრო ფესტივალი „ზღვიდან მთამდე“ დაიწყო.

მოლაშქრეების პირველი გაჩერება ჩირუხის ულამაზესი მთები იყო, სადაც ბანაკი გაიშალა და მოლაშქრეებისთვის პირველად დახმარების შესახებ მცირე ტრენინგი ჩატარდა. დღეს, 100-მდე მოლაშქრე შუახევის მუნიციპალიტეტიდან უკვე ხულოს მუნიციპალიტეტში ინაცვლებს, სადაც ულამაზესი იალაღების, ალპური მთებისა და ყარაგოლის ტბის გავლით სარიჩაირის იალაღებთან გადავლენ და იქვე დაბანაკდებიან. შემდეგი სამი დღის განმავლობაში მოლაშქრეები ხიხაძირის ხეობას, ხიხანის ციხეს, შუამთის ტბებსა და კურორტ გოდერძის დალაშქრავენ. ფესტივალის შემაჯამებელი ღონისძიება 27 ივლისს, ალპურ ბოტანიკურ ბაღში გაიმართება, სადაც მოლაშქრეები ფესტივალის ბოლო ღამეს გაათევენ, 28 ივლისს კი ბათუმში დაბრუნდებიან.

სალაშქრო ფესტივალზე წელს, 200 მსურველი დარეგისტრირდა, თუმცა გამოცდილების გათვალისწინებით მათგან მხოლოდ 100-მა შეძლო ფესტივალში მონაწილეობა. მოლაშქრეები 45 კილომეტრიან მარშრუტს მოლაშქრე გიდებისა და ინსტრუქტორების დახმარებით 4 დღეში დაფარავენ. ფესტივალს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო მთიანი აჭარის ტურისტული მარშრუტების პოპულარიზაციისა და აჭარაში ლაშქრობის სტიმულირების მიზნით ატარებს. ფესტივალის მონაწილეებმა წინასწარი რეგისტრაცია ფესტივალის გვერდზე https://infoajara.com/ka/hiking-festival გაიარეს. სალაშქრო ფესტივალი აჭარაში პირველად ტარდება და მასში მონაწილეობა უფასოა.

დაამზადდა ქვევრის ღვინო ტრადიციული კახური ტექნოლოგიით და დღემდე ამ ტრადიციას მისდევენ მისი შთამომავლები

0
სოფელ გურჯაანში – გურჯაანის ღვთისმშობლის სახელობის ორგუმბათოვანი ტაძრისაკენ მიმავალ გზაზე, მეღვინე გრიგოლ აბესაძემ, ააშენა მე-19 საუკუნეში.
1895 წელს, ამ მარანში, მან პირველად დაწურა ყურძენი და დაამზადდა ქვევრის ღვინო ტრადიციული კახური ტექნოლოგიით და დღემდე ამ ტრადიციას მისდევენ მისი შთამომავლები.
როგორი საინტერესო და უნიკალური არის თავად შენობა, ისტორიაც ასეთივე საინტერესო აქვს:
– გრიგოლ აბესაძე რამდენიმე ენას ფლობდა და მუშაობდა თარჯიმნად, იყო ძალიან განათლებული ადამიანი და 1920-იან წლებშივე მიხვდა თუ რა დაუნდობელიც იქნებოდა საბჭოთა რეჟიმი და გარდაუვალი გაკულაკებისგან თავის დახსნის მიზნით თავად გადასცა ვენახები და მარანი ახლად შექმნილ საბჭოთა რეჟიმს. სწორედ ასე შეინარჩუნა ოჯახთან ერთად შენობის მეორე სართულზე ცხოვრების უფლება, ხოლო მისი სახლის მარანში კი საბჭოთა მთავრობამ გურჯაანის ღვინის ბანკი გახსნა, რომელმაც დიდხანს იარსება ამ ფორმით. ამჟამად შენობა მთლიანად შთამომავლებს ეკუთვნით და ღირსეულად აგდძელებენ პაპის საქმიანობას,
„მარანი 1895“-ის გვერდით მდებარეობს ერეკლე II-ს დროს აგებული წმიდა გიორგის (ქაშუეთის) ტაძარი, და მის მიდებარე ველებზე მოყვანილი ღვინო – „ქაშუეთის ველი“ არის ამ მარნის განსაკუთრებული ღვინო.
წყარო: paata.ge photography

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

წაიკითხეთ ინფორმაცია – რატომ არის სასარგებლო ფეიხოა და რა ასაკიდან მივცეთ ბავშვს

0
წაიკითხეთ ინფორმაცია - რატომ არის სასარგებლო ფეიხოა და რა ასაკიდან მივცეთ ბავშვს
#image_title

ფეიხოა (Acca sellowiana), რომელიც ასევე ცნობილია როგორც “ანანას-გუავა”, სამხრეთ ამერიკიდან მომდინარე ხილია, რომელიც საოცარი არომატით და უამრავი ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისებებით გამოირჩევა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ხილი საქართველოში შედარებით ახალია, უკვე პოპულარობით სარგებლობს. საქართველოში ის 1900 წელს შემოუტანიათ და სოხუმსა და ბათუმში უცდიათ მისი მოყვანა. და მას შემდეგ დასავლეთ საქართველოს რეგიონების ბინადარიც გახდა. თუ გაინტერესებთ, რა უპირატესობები აქვს ფეიხოას და რა ასაკიდან შეიძლება მისცეთ ბავშვებს, წაიკითხეთ შემდეგი ინფორმაცია.

ფეიხოას სასარგებლო თვისებები

  1. დიდი რაოდენობით C ვიტამინი
    ფეიხოა არის ძლიერი C ვიტამინის წყარო. თუ 200 გრამი ფეიხოას მიიღებთ, თქვენი ორგანიზმი მიიღებს C ვიტამინის დღიურ ნორმის 80%-ს. C ვიტამინი, თავის მხრივ, მნიშვნელოვანია იმუნური სისტემის გაძლიერებისთვის და ანტიოქსიდანტური თვისებების გამო ხელს უწყობს ორგანიზმში მავნე რადიკალების შემოჭრას.
  2. B6 ვიტამინი და მისი სარგებელი
    ფეიხოაში ბევრი C ვიტამინია, რომელიც ხელს უწყობს ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების მეტაბოლიზმს, ასევე, B6 ვიტამინი კარგად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე, ეხმარება მეხსიერების გაუმჯობესებასა და დეპრესიის პროფილაქტიკაში.
  3. კალიუმი და გულის ჯანმრთელობა
    ფეიხოაში არსებული კალიუმი, რაც კარგია გულ-სისხლძარღვთა სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისათვუს, ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებს მაღალი არტერიული წნევის პროფილაქტიკაში.
  4. ანტიოქსიდანტური თვისებები
    ფეიხოა შეიცავს ანტიოქსიდანტებს, რომლებიც იცავს უჯრედების მემბრანებს მავნე რადიკალებისგან, ხელს უწყობს დაბერების პროცესის შეჩერებასა და ჯანმრთელობის საერთო გაუმჯობესებას.
  5. იოდის მაღალი შემცველობა
    ფეიხოა ძალიან მდიდარია იოდით, რაც მნიშვნელოვანია ფარისებრი ჯირკვლის ჯანმრთელობისთვის. იოდი მონაწილეობს მეტაბოლიზმში და ხელს უწყობს ჰორმონების გამომუშავებას, რომლებიც სხეულის სხვადასხვა ფუნქციებს არეგულირებს.
  6. კუჭ-ნაწლავის სისტემა
    ფეიხოა საკვები ბოჭკოების შესანიშნავი წყაროა. ეს ნივთიერება ხელს უწყობს ნაწლავების მოძრაობას, რაც კარგია ყაბზობის შემთხვევაში, და ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას.

რა ასაკიდან შეიძლება ფეიხოას მიცემა ბავშვებს?

ფეიხოა უგემრიელესი და სასარგებლო ხილია, მაგრამ მშობლებმა უნდა იცოდნენ, რომ ის ალერგიული ხილია. ამიტომ, მის მიღებას არ გირჩევენ 1 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის. იმისათვის, რომ თავიდან აიცილოთ ალერგიული რეაქციები, უმჯობესია ფეიხოა ბავშვს 1 წლიდან ან უფრო გვიან მიაწოდოთ, თუმცა, თავიდან უნდა მისცეთ ზომიერად და გააგრძელოთ ყურადღებით თვალყურის დევნება.

როგორ შევიტანოთ ფეიხოა ბავშვის რაციონში?

  1. დამუშავება და მომზადება
    ბავშვებისთვის ფეიხოას მომზადება ძალიან მარტივია. გარეცხეთ და პატარა ნაჭრებად დაჭერით. შეგიძლიათ ბავშვს მისცეთ სხვა ხილთან ერთად, როგორიცაა ვაშლი ან ანანასი.
  2. ჯანმრთელობის ბენეფიტები
    თუ თქვენი ბავშვი ებრძვის ყაბზობას, ფეიხოას დამატება რაციონში მისი ნაწლავების ფუნქციის ნორმალიზებისთვის ძალიან სასარგებლო იქნება.
  3. მოხმარების შუალედი
    დაეხმარეთ ბავშვს თანდათანობით შეიყვაროს ეს ახალი ხილი. თქვენ შეგიძლიათ ფეიხოა თავიდან მხოლოდ პატარა ნაჭრებით მიაწოდოთ, შემდეგ კი ნელ-ნელა მისი მიღების მოცულობა გაზარდოთ.

დასკვნა

ფეიხოა არის გემრიელი, სასარგებლო და ნატურალური, რომლებიც ბავშვისა და მოზრდილების ჯანმრთელობას ხელს უწყობს. მისი რეგულარული მიღება ხელს უწყობს ორგანიზმის გაძლიერებას, იმუნური სისტემის განმტკიცებას, გული და ნაწლავური სისტემა კი უფრო ჯანსაღად მუშაობს. თუმცა, ფეიხოას მიღება 1 წლამდე ბავშვებისთვის არ არის რეკომენდებული, რადგან ეს ხილი ალერგიულია.

აჭარაში ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა

0
აჭარაში ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა
#image_title

აჭარაში, ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა. ღონისძიების ფარგლებში, რეგიონს ფრინველებზე დამკვირვებლები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან სტუმრობენ. ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

„დღეს, ფესტივალის ფარგლებში ვიზიტორებსა და ფრინველებზე დაკვირვებით დაინტერესებული პირებისთვის გასვლითი ტური მოეწყო სახალვაშოს სადამკვირვებლო პლატფორმაზე. ფესტივალის სტუმრები ადგილზე გაეცნენ ფრინველებზე დაკვირვებისა და დარგოლვის პროცესს. გასართობ-შემეცნებითი ექსკურსიები ასევე, იგეგმება შუამთის სადამკვირვებლო პლატფორმასა და კოლხეთის ეროვნულ პარკში.

ვიზიტორები უზრუნველყოფილები იქნებიან ტრანსპორტით, ბინოკლითა და გიდით. გასვლით ტურებში მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაცია ფესტივალის ვებ-გვერდზე უნდა გაიარონ. გარდა გასვლითი ტურებისა, ასევე იგეგმება კონფერენცია უცხოელი და ქართველი ექსპერტების ჩართულობით.

ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი რეგიონში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით გაიმართება. ფრინველებზე დაკვირვების ტურიზმი, რომელიც ეკოტურიზმის ერთ-ერთ პოპულარულ მიმართულებად იქცა, აჭარაში უდიდეს პოტენციალს ფლობს.

შავი ზღვის სანაპირო, კერძოდ, ბათუმის შემოგარენი, „აღმოსავლეთ შავი ზღვის სამიგრაციო დერეფნის“ სახელითაა ცნობილი, სადაც ყოველწლიურად 1 000 000-ზე მეტი გადამფრენი მტაცებელი ფრინველი აღირიცხება. შედეგად, აჭარა მსოფლიოში მტაცებელ ფრინველთა მიგრაციის ერთ-ერთ უდიდეს კორიდორად ითვლება და ის, მსოფლიოში მესამე ადგილზეა, რის გამოც რეგიონი ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტ ტურისტსა და ამ დარგით დაინტერესებულ მეცნიერს იზიდავს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან“, -აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

თბილისში „დისნეილენდის“ მსგავსი ატრაქციონების გრანდიოზული პარკი მოეწყობა

0
თბილისში „დისნეილენდის“ მსგავსი ატრაქციონების გრანდიოზული პარკი მოეწყობა
#image_title

თბილისის დენდროლოგიურ პარკში ატრაქციონების გრანდიოზული პარკი მოეწყობა, რომლის მშენებლობაში განსაკუთრებულ წვლილს შეიტანს ბიძინა ივანიშვილის ოჯახი და საკუთარ თავზე აიღებს მნიშვნელოვან ხარჯებს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ვიდეოჩართვისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, 2017 წელს, როდესაც დენდროლოგიური პარკის რეაბილიტაციის პროექტი დაანონსდა, პირველი, რითაც ტერიტორიის მოწესრიგება დაიწყო, თბილისის ზღვის მიმდებარედ ზოოპარკის გადატანა იყო.

თბილისის მერის განცხადებით, ატრაქციონების პარკს ანალოგი არათუ საქართველოში, არამედ რეგიონშიც არ აქვს და იგი ყველაზე მასშტაბური პარკი იქნება.

„თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე გვაქვს დენდროლოგიური პარკი, რომელიც, დაახლოებით, 160 ჰექტარზეა გადაჭიმული. ტერიტორიის უნიკალური სარეკრეაციო პოტენციალი და ბიომრავალფეროვნება მიმზიდველია არა მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობისთვის, არამედ დედაქალაქის სხვა ზონებში მცხოვრები მოქალაქეებისა და ქალაქის ვიზიტორებისთვის. პარკი ასევე ესაზღვრება თბილისის ახალ ზოოპარკს. ჩვენ 2017 წელს საზოგადოებას დავპირდით, რომ განვახორციელებდით ახალ პროექტს – ჩავატარებდით შესაბამის სამუშაოებს ისე, რომ დენდროლოგიური პარკი შენარჩუნებული იქნებოდა, თუმცა პირველი, რაც გავაკეთეთ, ამ ტერიტორიაზე ზოოპარკის გადმოტანა იყო.

ქალაქის ცენტრში გვაქვს ძველი ზოოპარკი, რომლის გადატანაც რამდენიმე წლის წინ დავიწყეთ თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, რადგან მისი მდგომარეობა ვერ პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს ვერც ცხოველებთან და ვერც ვიზიტორებთან მიმართებით. შესაბამისად, დავგეგმეთ ზოოპარკის გადატანა ტერიტორიაზე, რომელიც, დაახლოებით, 50 ჰექტარს შეადგენს და პირდაპირ ესაზღვრება დენდროლოგიურ პარკს. გვინდა, რომ პირველ რიგში, ეს პროექტი – ზოოპარკის გადმოტანა დავასრულოთ და შემდეგ უკვე პარკის განახლება-რეაბილიტაცია მოვახდინოთ.

გამომდინარე იქედან, რომ თბილისის ზღვა ერთგვარ დანიშნულების წერტილად იქცა, როგორც ზოოპარკის, ისე დენდროლოგიური პარკის ვიზიტორებისთვის, მივიღეთ გადაწყვეტილება, დენტროლოგიური პარკის  ტერიტორიაზე მოვაწყოთ ატრაქციონების გრანდიოზული პარკი, რომლის ანალოგი არათუ საქართველოში, რეგიონშიც არ გვაქვს. იგი რეგიონში ყველაზე მასშტაბური გასართობი პარკი იქნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე ინფორმაციით, გასართობი პარკის დაგეგმარებაში ჩაერთვებიან ამ სფეროში გამოცდილი სპეციალისტები და გამოიყენებენ ისეთ ანალოგებს, როგორებიცაა: „დისნეილენდი“, „ლეგოლენდი“, „უნივერსალ სტუდიო“ და სხვა.

„პარკის მშენებლობაში განსაკუთრებულ წვლილს შეიტანს ბიძინა ივანიშვილის ოჯახი და საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“, რომელიც სხვა არაერთი პროექტის მსგავსად, ამჯერადაც საკუთარ თავზე აიღებს მნიშვნელოვან ხარჯებს. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ქალაქისთვის გაკეთებული არაერთი სასიკეთო საქმისთვის მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს. გასართობი პარკის დაგეგმარება მოხდება ამ სფეროში გამოცდილი სპეციალისტების მიერ და გამოყენებული იქნება ისეთი ანალოგები, როგორებიცაა: „დისნეილენდი“, „ლეგოლენდი“, „უნივერსალ სტუდიო“ და სხვა. ტერიტორია დაიყოფა რამდენიმე ზონად – განთავსდება სხვადასხვა ტიპის ატრაქციონები, საბავშვო, ექსტრემალური და ოჯახური ზონები, კვების ობიექტები, მაღაზიები, სარელაქსაციო ზონები, სადღესასწაულო ცენტრი და ა.შ. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება გამწვანებასა და უსაფრთხოებაზე“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

მისი განცხადებით, ტერიტორიაზე შენარჩუნდება არსებული მწვანე საფარი, დამატებით ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, მოეწყობა მიწისქვეშა კომუნიკაციები და განთავსდება პარკისთვის საჭირო ყველა სხვა ინფრასტრუქტურა.

„რაც მთავარია, შენარჩუნებული იქნება არსებული მცენარეული საფარი და ხე-მცენარეები. დამატებით მოხდება ტერიტორიის გამწვანება, დაირგვება სხვადასხვა სახის ხე-მცენარე. ტერიტორიაზე არ არსებობს მიწისქვეშა კომუნიკაციები, განათება და სხვა სახის ინფრასტრუქტურა, რაც პროექტის ფარგლებში მოეწყობა. პარკში გართობა და დასვენება ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეეძლება. ატრაქციონების გარდა, შესაძლებელი იქნება სხვადასხვა გასართობი ღონისძიებისა თუ საღამოების მოწყობა. დარწმუნებული ვარ, თავისი მრავალფეროვნებითა და მასშტაბით, პარკი გახდება მიმზიდველი ლოკაცია არა მხოლოდ ქართველი მომხმარებლებისთვის, არამედ მას აქტიურად ეწვევიან მეზობელი ქვეყნების წარმომადგენლები და ტურისტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, რაც ძალიან კარგია“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძემ ბიძინა ივანიშვილის ოჯახს მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა და აღნიშნა, რომ მომდევნო წლების განმავლობაში, საფინანსო ორგანიზაციებისა თუ ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით, კიდევ არაერთი საინტერესო პროექტი განხორციელდება.

„ჩვენ მიღწეულით არ ვკმაყოფილდებით და ვცდილობთ, რაც შეიძლება მეტი საინტერესო პროექტი განვახორციელოთ. ჩვენი თბილისი, გარდა იმისა, რომ უნდა იყოს ყველაზე მწვანე და მოწესრიგებული ქალაქი, უნდა აკმაყოფილებდეს ყველა ასაკის ადამიანის საჭიროებას, იქნება ეს დასვენება, გართობა, კულტურა თუ სხვა არაერთი მიმართულება. სწორედ ამის მიღწევას ვცდილობთ ჩვენ, მუნიციპალიტეტი სხვადასხვა საფინანსო ორგანიზაციისა თუ ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით. როგორც უკვე გითხარით, ზემოთხსენებული გრანდიოზული პროექტის განხორციელებაში თავის წვლილს შეიტანს ბიძინა ივანიშვილის ოჯახი. მინდა, წარმატებები ვუსურვო, პირველ რიგში, ჩვენს ქალაქს ასეთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში. ვფიქრობ, სულ მალე არაერთი პატარის გაბრწყინებულ თვალებს ვიხილავთ, რომლებიც ამ ადგილის მთავარი გმირები გახდებიან და დაუვიწყარ მოგონებებს შეიქმნიან“, – განაცხადა კახა კალაძემ.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

ბოტანიკური ბაღის მთავარ მარშრუტზე დამონტაჟდა 10 ტურისტული საინფორმაციო რუკა და განთავსდა ელექტრომობილის 10 გაჩერება

0
ბოტანიკური ბაღის მთავარ მარშრუტზე დამონტაჟდა 10 ტურისტული საინფორმაციო რუკა და განთავსდა ელექტრომობილის 10 გაჩერება
#image_title

საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში ელექტრომობილებით სარგებლობის სერვისი განახლდა.

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, აღნიშნული მიზნად ისახავს ვიზიტორთათვის გადაადგილების კომფორტისა და ხელმისაწვდომობის გაზრდას, ასევე, ეკოლოგიურად სუფთა და მდგრადი გადაადგილების პრაქტიკის დანერგვას.

მისივე თქმით, ბოტანიკური ბაღის მთავარ მარშრუტზე დამონტაჟდა 10 ტურისტული საინფორმაციო რუკა და განთავსდა ელექტრომობილის 10 გაჩერება.

„ახალი თანამედროვე სტანდარტებისა და სპეციალური საჭიროების მქონე პირთათვის გათვლილი ელექტრომობილი უზრუნველყოფს კომფორტულ გადაადგილებას, რაც ბაღის უნიკალურ საკოლექციო ნაკვეთებსა და ისტორიული ღირსშესანიშნაობების დათვალიერებას ხელმისაწვდომს ხდის ყველა სეზონზე. ინიციატივა ემსახურება ვიზიტორთა გამოცდილების გაუმჯობესებას, ბაღის სივრცის ინკლუზიურ და მდგრად განვითარებას, ასევე, ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის პოპულარიზაციას“, – განაცხადა მერმა.

მისივე თქმით, ეროვნული ბოტანიკური ბაღის ერთ-ერთ მთავარ სტრატეგიულ პრიორიტეტს მისი ტურისტული პოტენციალის განვითარება წარმოადგენს, შესაბამისად, ბაღი აქტიურად ახორციელებს სხვადასხვა ღონისძიებას აღნიშნული მიმართულებით და სამომავლო პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებაზე მუშაობს.

ამასთან, მერმა მადლობა გადაუხადა ეროვნული ბოტანიკური ბაღის ხელმძღვანელობას გაწეული შრომისა და ყოველდღიური საქმიანობისთვის.

19 მსახიობი და მომღერალი დააკავეს – ცნობილია დაკავებულების ვინაობა

0
19 მსახიობი და მომღერალი დააკავეს – ცნობილია დაკავებულების ვინაობა
#image_title

სტამბოლში პოლიციამ ნარკოტიკების გამოყენების ბრალდებით 19 პირი დააკავა, დაკავებულებს შორის ცნობილი მსახიობები და მომღერლები არიან.

მომხდარის შესახებ თურქული მედია წერს.

დაკავებულები არიანბირჯე აკალაი, ბირჸსენ ბერრაკ ტიუზუნატაჩ, ცერენ მორე ორჯან, დემეტ ევგარ ბაბატაშ დერენ ტალუ, დერინ ტალუ, დილან პოლათ, დიუღუ ოზასლან მუტაფ, ენგინ პოლათ, ფეიზა ალთუნ, ჰადისი აჩიქგოზ ირემ დერიჩი, კაან ილდირიმ, კუბილაი აკა, მერტ იაზიჯოღლუ, მეტინ აკდულგერ, ოზგე ოზპირინჯცი (იამანტურქ), ზეინეპ მერიჩ არალ კესკინ, ზიინეთ სალი (საფტერ).

სპეცოპერაცია სტამბოლის მთავარი პროკურატურის მიერ, „ნარკოტიკული ან მასტიმულირებელი ნივთიერებების გამოყენების“ შესახებ დაწყებული გამოძიების ნაწილია.

ხელისუფლებამ დაკავებულებისგან სისხლის ნიმუშების აღების ბრძანება გასცა.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

მდინარე მაჭახელას “რკინის ხიდსა” და სოფელ რიყეთის ,,საგზაო სახლს” კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა!

0

მდინარე მაჭახელას “რკინის ხიდსა” და სოფელ რიყეთის ,,საგზაო სახლს” კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა!

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინიციატივით, სსიპ ,,საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს” წარედგინა შესაბამისი დოკუმენტაცია აჭარაში არსებული კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტების შესახებ (მდინარე მაჭახელას რკინის ხიდი; სოფელ რიყეთის საგზაოს სახლი).

სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანებით აღნიშნულ ობიექტებს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა!

#datashvil  #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

„WTM London-ის გამოფენაზე საქართველოს როგორც უნიკალური, უძველესი კულტურის მქონე ქვეყანას ყველას გავაცნოთ“ – სასტუმრო heritage hotel and suites

0
„WTM London-ის გამოფენაზე საქართველოს როგორც უნიკალური, უძველესი კულტურის მქონე ქვეყანას ყველას გავაცნოთ“ - სასტუმრო heritage hotel and suites
#image_title

დიდ ბრიტანეთში, WTM London 2024-ის გამოფენაზე საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ეცნობიან. საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად გამოფენაზე ტურიზმის სექტორიდან 21 კომპანიაა წარმოდგენილი.  ლონდონის ტურისტულ გამოფენაზე საქართველოს წარდგენის მნიშვნელობაზე საუბრობს სასტუმრო heritage hotel and suites-ის წარმომადგენელი თამარ მოსიძე.

დღეს ვიმყოფებით ლონდონში WTM-ის გამოფენაზე. ძალიან მასშტაბური ღონისძიება ტარდება. გაერთიანებული ვართ საქართველოს ტურისტული და სასტუმროების წარმომადგენლები.  გამოფენები ჩვენ გვეხმარება ახალი ინვესტორების, ახალი პარტნიორების მოძიებაში და რა თქმა უნდა, ეს არის პასუხი, რომ საქართველო უფრო პოპულარული გახდეს და ყველამ გაგვიცნოს, ჩვენი მისიაც სწორედ ეს არის.  გამოფენაში ვმონაწილეობთ, რომ საქართველო როგორც უნიკალური, უძველესი კულტურის მქონე ქვეყანა ყველას გავაცნოთ“,-განაცხადა თამარ მოსიძემ.

WTM London 2024-ზე,  საქართველოს სტენდთან, დამთვალიერებლებს საშუალება აქვთ გაეცნონ ქვეყნის ტურისტულ მიმართულებასა და ტურისტულ პროდუქტებს. WTM London 2024-ზე, 180-ზე მეტი ქვეყნიდან დაახლოებით 4 ათასი ტურისტული კომპანია და ორგანიზაციაა წარდგენილი, გამოფენის ვიზიტორთა რაოდენობა 40 ათასია.