კვირა, მაისი 3, 2026
- Advertisement -
Google search engine

„ქართული ღვინო ხარისხით, მსოფლიოს ნებისმიერ მაღალი ხარისხის ღვინოს არ ჩამოუვარდება“

0

„ქართული ღვინო ხარისხით, მსოფლიოს ნებისმიერ მაღალი ხარისხის ღვინოს არ ჩამოუვარდება“,-ამის შესახებ BM.GE-სთან ბიომეღვინეობა „გოცირიძის მეღვინეობა“ თანადამფუძნებელმა, ანდრო გოცირიძემ განაცხადა.

წაიკითხეთ სრულა

#datashvil  #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

გიორგი ფხაკაძემ საიდუმლო გაგვიმხილა

0
გიორგი ფხაკაძემ საიდუმლო გაგვიმხილა
#image_title

საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე საქართველოში იმყოფება.

28 ოქტომბერს ის თბილისში ქართული ხალიჩებისა და ფარდაგების მაღაზიას ეწვია. გიორგი ფხაკაძე ქართული ფარდაგების კოლექციას აგროვებს, რომლებიც პარიზისა და თბილისის რეზიდენციებში აქვს განთავსებული.

გიორგი ფხაკაძის ფავორიტი ორნამენტები ფარდაგებისა არის თუშური და მესხური…

იხილეთ ვიდეო:


გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

მეცნიერებმა სამყაროს მთავარი სტრუქტურის – კოსმოსური აბლაბუდის საუკეთესო გამოსახულება მიიღეს

0
მეცნიერებმა სამყაროს მთავარი სტრუქტურის - კოსმოსური აბლაბუდის საუკეთესო გამოსახულება მიიღეს
#image_title

ასტრონომებმა კოსმოსური აბლაბუდის საუკეთესო გამოსახულება მიიღეს, რომლის სიგრძეც სამ მილიონ სინათლის წელიწადს შეადგენს, – წერს Phys-ი.

კოსმოსური აბლაბუდა შედგება შეჯგუფებული გალაქტიკებისა და გაზების ურთიერთდაკავშირებული ფილამენტებისგან; ისინი მთელ სამყაროშია გადაჭიმული და ერთმანეთისგან გიგანტური ცარიელი სივრცეები ყოფს.

სპეციალისტებისთვის, რომლებიც კოსმოსური აბლაბუდის შესწავლით არიან დაკავებულები, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ გალაქტიკათშორისი აირის აღმოჩენა შესაძლებელია იმით, თუ როგორ შთანთქავს ის შორეული ობიექტების სინათლეს, მაგრამ ასეთი კვლევების შედეგები ვერ ეხმარება სპეციალისტებს აირის განაწილების დადგენაში კოსმოსურ აბლაბუდაში.

ახალი კვლევის ავტორებმა გამოიყენეს უახლოესი სპექტოგრაფი MUSE, რომელიც ტელესკოპ VLT-ზეა დამონტაჟებული. მისი წყალობით მათ მიიღეს კოსმოსური აბლაბუდის აქამდე არსებული საუკეთესო გამოსახულება.

მეცნიერების თქმით, კოსმოსური აბლაბუდის უახლეს გამოსახულებაზე ორი გალაქტიკაა აღბეჭდილი, რომლებიც ფორმირების სტადიაზე იმყოფებიან. მკვლევრებმა კოსმოსური აბლაბუდის ძაფების შესწავლის ახალი მეთოდის დემონსტრირება მოახდინეს და აღნიშნეს, რომ ის მათ დაეხმარება მოიპოვონ მეტი ინფორმაცია გალაქტიკების წარმოქმნისა და სამყაროს ევოლუციის შესახებ.

ხალხური რეწვის ოსტატი თინა ნაყეური-დათაშვილი – „ამ სახლზე სულ ვოცნებობდი. თითქოს ღვთისგან მისია მქონდა ეს გამეკეთებინა“

0

ხალხური რეწვის ოსტატი თინა ნაყეური-დათაშვილი

რუბრიკაში #სახლ_მუზეუმი

„ამ სახლზე სულ ვოცნებობდი. თითქოს ღვთისგან მისია მქონდა ეს გამეკეთებინა“ – ხალხური რეწვის ოსტატი თინა ნაყეური-დათაშვილი.

თინა ნაყეური-დათაშვილი უკვე 30 წელია, უანგაროდ ემსახურება ხალხური რეწვის მივიწყებული დარგების აღდგენის საქმეს. ტრადიციული რეწვითაა დაინტერესებული, ულამაზეს ფშაურ ქსოვილებს ამზადებს. როგორც თავად ამბობს, ხელსაქმე მის ოჯახს თაობებია მოსდევს. 23 წელია, რაც თავის გამოცდილებას სხვებსაც უზიარებს, რითაც ტრადიციებსაც ინარჩუნებს და ფშაური რეწვის მეთოდებსაც აღადგენს. 2007 წელს საკუთარი საწარმო დააარსა და რამდენიმე ქალი დაასაქმა. მათ ტრადიციული ორნამენტების ქსოვას და ფერებთან მუშაობას ასწავლის. ძაფებს ბუნებრივი საღებავებით ღებავს და მართლაც საოცარ ფერებს იღებს. ამის შესახებ წაიკითხავთ წიგნში “მცენარეული საღებავები ფშაურ ტრადიციულ რეწვაში”, რომელიც პირველად 16 სექტემბერს წარუდგინა დაინტერესებულ ადამიანებს.

ამ დღეს არაგვის ფშავში, სოფელ მაღაროსკარში ეთნო-ფოლკლორული ცენტრი “ფშაური სახლი” გახსნა, რომლის სულისჩამდგმელიც სწორედ ქალბატონი თინა გახლავთ.

მცენარეული საღებავები ფშაურ ტრადიციულ რეწვაში- სასწავლო-შემეცნებითი სახელმძღვანელო

წიგნში მოცემულია საქართველოს ტყეებში გავრცელებული სამღებრო მცენარეების მოკლე დახასიათება და სპეციალური ლიტერატურიდან ამოკრეფილი წესები ღებვის შესახებ, რომლებიც გამოცდილი და დამუშავებულია ავტორის, თინა ნაყეური-დათაშვილის მიერ.

წიგნი CENN-ის პროექტის „ტყის მდგრადი მართვა სოფლის განვითარებისთვის“ ფარგლებში, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) მხარდაჭერით შეიქმნა.

#datashvil  #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

კლდეში ნაკვეთი სარკინეთის მამათა მონასტერი – ულამაზესი და სტრატეგიული მნიშვნელობის ადგილი

0
კლდეში ნაკვეთი სარკინეთის მამათა მონასტერი - ულამაზესი და სტრატეგიული მნიშვნელობის ადგილი
#image_title

სარკინეთის მამათა მონასტერი ძამის ხეობა შიდა ქართლში, ქარელის რაიონში, ერთ-ერთი ულამაზესი და სტრატეგიული მნიშვნელობის ადგილია.

ძამას ხეობა ერთ–ერთი ყველაზე მრავალფეროვანი ადგილია საქართველოში, რომელიც სხვადასხვა ისტორიულ და ბუნების ძეგლს აერთიანებს. ეს არის გასაოცარი ადგილი.

სარკინეთის მამათა მონასტერი შიდა ქართლში, ძამას ხეობაში, ქარელის მუნიციპალიტეტში  მდებარეობს, სოფელ სარკინეთში.

X საუკუნეში აქ ყოფილა რეზიდენცია ძამის მთავრის ადარნასესი, რომელსაც მონაწილეობა მიუღია საქართველოს სამთავროების გაერთიანებისთვის ბრძოლაში. თამარ მეფის დროს ძამის ხეობა მნიშვნელოვან როლს თამაშობდა სახელმწიფოს პოლიტიკურ-კულტურულ ცხოვრებაში. XIII-XIV საუკუნეებში ეს ხეობა მონღოლებმა ააოხრეს. XV საუკუნეში იწყება მისი აღდგენა და განახლება ზაზა ფანასკერტელის მიერ. რამდენიმე საუკუნე ეს ადგილი წირვა-ლოცვის ღვთაებრივ მადლს მოწყვეტილი იყო. 1996 წლის 21 ოქტომბრიდან წმინდა სინოდის განჩინებით ურბნისისა და რუისის ეპარქიის მმართველად დაინიშნა მეუფე იობი (აქიაშვილი). მეუფე იობის დამსახურებაა ურბნისის და რუისის ეპარქიაში საეკლესიო ცხოვრების აღორძინება. ეპარქიაში შემავალ თითქმის ყველა სოფელში აღადგინეს ძველი და ააშენეს ახალი ეკლესიები. დაფუძნდა მამათა და დედათა მონასტრები, სასულიერო სასწავლებლები. მათგან აღსანიშნავია, კლდეში გამოკვეთილი ღირსი შიო დიდი საკვირველთმოქმედის სახელობის სარკინეთის მამათა მონასტერი.

შიო მღვიმელის სახელობის კლდეში ნაკვეთ ეკლესიას წარმოადგენს. სარკინეთის შიო მღვიმელის ეკლესია XIV საუკუნის შემდეგ პირველია, რომელიც კლდის გამოქვაბულში აშენდა.

ძამას ხეობით დაინტერესებულ პირებს ამ მხარის შესახებ საინტერესო ინფორმაციას გთავაზობთ

პარიზში 170 ლოკაციაზე საქართველოს ტურისტული ბანერი განთავსდა

0
პარიზში 170 ლოკაციაზე საქართველოს ტურისტული ბანერი განთავსდა
#image_title

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საფრანგეთში მასშტაბურ მარკეტინგულ კამპანიას ატარებს.

კამპანიის ფარგლებში, საფრანგეთის დედაქალაქში, პარიზის მეტროს სადგურებთან, 170 ლოკაციაზე, ქალაქის ცენტრალურ ქუჩებსა და მოედნებზე საქართველოს შესახებ ბანერები დამონტაჟდა. ბანერებზე საქართველოს ტურისტულად საინტერესო ადგილებია ასახული.

მეტროს მგზავრებსა და გამვლელებს შეუძლიათ გაეცნონ საქართველოს ბუნებას, კულტურასა და ისტორიულ ქალაქებს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, მთელი წლის მანძილზე, საფრანგეთის ქალაქებში საქართველოს ტურისტული პოტენციალის წარმოსაჩენად სხვადასხვა ტიპის აქტივობა ტარდება.

კამპანიის მიზანია საქართველოს ცნობადობის ამაღლება და საფრანგეთიდან საქართველოში ტურისტული ნაკადების გაზრდა.

ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

 

 

მომსახურების სააგენტომ საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემა დაიწყო

0
მართვის მოწმობის აღების წესი იცვლება - ნახეთ, ვის ეხება ცვლილებები
#image_title

მომსახურების სააგენტომ საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემა დაიწყო

მომსახურების სააგენტომ „საგზაო მოძრაობის შესახებ“ ჟენევის 1949 წლის 19 სექტემბრის კონვენციით გათვალისწინებული საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემა დაიწყო.

საერთაშორისო მართვის მოწმობა გაიცემა ერთი წლის ვადით, ეროვნული მართვის მოწმობის საფუძველზე.

დოკუმენტი მოქმედებს საქართველოს ფარგლებს გარეთ ჟენევის კონვენციის წევრ ქვეყნებში. ჟენევის კონვენციის წევრი ქვეყნების ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე: https://shorturl.at/oDUTR

მომსახურების სააგენტოს მიერ, ასევე „საგზაო მოძრაობის შესახებ“ ვენის 1968 წლის 8 ნოემბრის კონვენციით გათვალისწინებული საერთაშორისო მართვის მოწმობა გაიცემა, რომელიც მოქმედია 3 წლის ვადით.

დოკუმენტი მოქმედებს საქართველოს ფარგლებს გარეთ ვენის კონვენციის წევრ ქვეყნებში. ვენის კონვენციის წევრი ქვეყნების ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე: https://shorturl.at/meBqd

საერთაშორისო მართვის მოწმობის მისაღებად საჭიროა დაინტერესებულმა პირმა მომსახურების სააგენტოში წარმოადგინოს.

✔️პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
✔️ეროვნული მართვის მოწმობა.

#drpkhakadze

სრული კომფორტი, თქვენი და თქვენი ოჯახის ბედნიერი დასვენებისთვის საუკეთესო ხედების გარემოცვაში

0
სრული კომფორტი, თქვენი და თქვენი ოჯახის ბედნიერი დასვენებისთვის საუკეთესო ხედების გარემოცვაში
#image_title

სრული კომფორტი, თქვენი და თქვენი ოჯახის ბედნიერი დასვენებისთვის საუკეთესო ხედების გარემოცვაში

ახალი აბასთუმანი-New Abastumani გთავაზობთ ულამაზეს კოტეჯებს სრული კომფორტით.

ახალი აბასთუმანი-New Abastumaniსუფთა ჰაერი და სრული კომფორტი, თქვენი და თქვენი ოჯახის ბედნიერი დასვენებისთვის საუკეთესო ხედების გარემოცვაში.

სრული კომფორტი, თქვენი და თქვენი ოჯახის ბედნიერი დასვენებისთვის საუკეთესო ხედების გარემოცვაში

ჩვენთან დაგხვდებათ მყუდრო და მშვიდი გარემო მთის ხედებითა და სუფთა ჰაერით. შეგიძლიათ დაისვენოთ როგორც ორმა ადამიანმა, აგრეთვე მთელმა ოჯახმა ან მეგობრებმა. კოტეჯები აღჭურვილია ყველანაირი საჭირო ტექნიკით, აქვს შიდა სამზარეულო, სასადილო, აგრეთვე გასაშლელი დივნები, ვერანდაზეც მოწყობილია მოსასვენებელი სივრცე.

სრული კომფორტი, თქვენი და თქვენი ოჯახის ბედნიერი დასვენებისთვის საუკეთესო ხედების გარემოცვაში სრული კომფორტი, თქვენი და თქვენი ოჯახის ბედნიერი დასვენებისთვის საუკეთესო ხედების გარემოცვაში

მომსახურებაში შედის გარე აუზი, დიდი ეზო სადაც დაგხვდებათ ჰამაკები და ყველაფერი რაც საჭიროა თქვენი კომფორტისთვის. აგრეთვე სასტუმროს ტერიტორიაზე დაგხვდებათ კაფე-რესტორანი, რომელიც უგემრიელესი კერძებით გიმასპინძლებთ.

სრული კომფორტი, თქვენი და თქვენი ოჯახის ბედნიერი დასვენებისთვის საუკეთესო ხედების გარემოცვაში

ჩვენთან ყველაფერია, რაც გჭირდებათ თქვენი შვებულების იდეალურად გატარებისთვის.

პიროტექნიკის ხმამ, შესაძლოა, ჩვილს სმენა დაუქვეითოს!

0

გადაცემა „იმუნიტეტი“

პიროტექნიკის ხმამ, შესაძლოა, ჩვილს სმენა დაუქვეითოს!
როგორ დავიცვათ თავი ახალი წლის ღამეს პიროტექნიკისგან?

Financial Times მკითხველს საქართველოში მოგზაურობას ურჩევს

0
Financial Times მკითხველს საქართველოში მოგზაურობას ურჩევს
#image_title ფოტო: ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია

გავლენიანი ბრიტანული გამოცემა Financial Times დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ახალი ავიარეისების დანიშვნის შესახებ წერს.

გამოცემის ინფორმაციით, წელს ლონდონიდან თბილისის მიმართულებით ფრენებს easyJet და British Airways იწყებენ.

„აპრილიდან თბილისის მიმართულებით easyJet იფრენს, აქამდე აღმოსავლეთით ყველაზე შორ დისტანციაზე easyJet ლოდნოის ლუთონის აეროპორტიდან ჟენევამდე და მილანამდე დაფრინავდა. ამასობაში British Airways-იც განაახლებს ფრენებს ლონდონის ჰიდროუს აეროპორტიდან თბილისის მიმართულებით. ბოლო ფრენა ავიაკომპანიამ თბილისისკენ 2013 წელს შეასრულა. ამ დრომდე დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა არ არის“, – წერს Financial Times.

სტატიის ავტორი მკითხველს საქართველოს ტურისტულად საინტერესო ადგილების მონახულებას ურჩევს.

„საქართველოში მოგზაურობისას შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ქვეყნის მომხიბლავ დედაქალაქს, ასევე სამთო რეგიონებს, შეგიძლიათ ეწვიოთ ყაზბეგსა და სვანეთს“,-წერს Financial Times.

ინფორმაციას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.