შაბათი, მაისი 2, 2026
- Advertisement -
Google search engine

ღონისძიებებში 10 ქართული კომპანია მონაწილეობდა – „ტურიზმის ადმინისტრაციის „როუდშოებზე“ გვაქვს შესაძლებლობა, გავიცნოთ ახალი პარტნიორები და წარვუდგინოთ ჩვენი პროდუქტები“-თემო მაჭარაშვილი

0
ღონისძიებებში 10 ქართული კომპანია მონაწილეობდა - „ტურიზმის ადმინისტრაციის „როუდშოებზე“ გვაქვს შესაძლებლობა, გავიცნოთ ახალი პარტნიორები და წარვუდგინოთ ჩვენი პროდუქტები“-თემო მაჭარაშვილი
#image_title

საფრანგეთში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწყობილ „როუდშოუებში“ ტურისტული კომპანიები მონაწილეობდნენ.

Travel Bee-ის დამფუძნებლის თემო მაჭარაშვილის განცხადებით „როუდშუები“ ხელს უწყობს კავშირების გაღრმავებას უცხოელ ტუროპერატორებთან და ტურისული ნაკადების გაზრდას საქართველოში.

„ცალსახად მნიშვნელოვანია B2B შეხვედრები, ვინაიდან ტურიზმის ადმინისტრაციის „როუდშოებზე“ გვაქვს, შესაძლებლობა გავიცნოთ ახალი პარტნიორები და წარვუდგინოთ ჩვენი პროდუქტები. უცხოეთის ბაზარს შევახსენოთ, რომ საქართველო საინტერესო მიმართულებაა. გვქონდა არაჩვეულებრივი შეხვედრა და დარწმუნებული ვარ საფრანგეთიდან გაიზრდება ინტერესი და ტურისტების რაოდენობაც“, – განაცხადა თემო მაჭარაშვილმა.

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, მარკეტინგული კამპანიიის ფარგლებში, საფრანგეთში წელს ბოლო შემაჯამებელი პრეზენტაციები გამართა. საქართველოს ცნობადობის ასამაღლებლად და ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით პარიზსა და ლიონში „როუდშოები“ მოეწყო.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, საფრანგეთის ქალაქებში გამართულ ღონისძიებებში 10 ქართული კომპანია მონაწილეობდა. „როუდშოებს“ 80-მდე ფრანგი ტუროპერატორი დაესწრო.

კომბინირებული მარკეტინგული კამპანია საფრანგეთთან ერთად დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, ავსტრიის, შვეიცარიის, პოლონეთის, დანიის, ნორვეგიისა და შვედეთის ტურისტულ ბაზრებს მოიცავს.

5 საუკეთესო ადგილი საქართველოში, ყინულისა და თოვლის ხიბლში განსაკუთრებულად ლამაზი და აუცილებლად სანახავია, რომლებიც არასოდეს დაგავიწყდებათ

0
5 საუკეთესო ადგილი საქართველოში, ყინულისა და თოვლის ხიბლში განსაკუთრებულად ლამაზი და აუცილებლად სანახავია, რომლებიც არასოდეს დაგავიწყდებათ
#image_title

ზამთარი წლის ერთ-ერთი ლამაზი სეზონია. საქართველოს თითოეულ რეგიონში ზამთარი განსხვავებულია.

საქართველოში ზამთარი უკვე დადგა და მაღალმთიანმა რეგიონებმა თეთრი სამოსი ჩაიცვა. ქვეყნის პოპულარული სამთო-სათხილამურო მიმართულებები – გუდაური, ბაკურიანი, გოდერძი, ასევე მესტია-ჰაწვალი და თეთნულდი – ეტაპობრივად იწყებენ სეზონს და ტურისტების მიღებისთვის სრულ მზადყოფნაში არიან.

გირჩევთ 5 საუკეთესო ადგილსრომლებიც ყინულისა და თოვლის ხიბლში განსაკუთრებულად ლამაზი და აუცილებლად სანახავია, რომლებიც არასოდეს დაგავიწყდებათ

ჯუთა

ჯუთა – არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპაშიც ერთ-ერთი მაღალი დასახლებული სოფელია.

ჯუთა (ხევი, ყაზბეგი) – სოფელი საქართველოში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში.
ზღვის დონიდან 2200-2260 მეტრის შუალედშია, რის გამოც არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპაშიც ერთ-ერთი მაღალი დასახლებული სოფელია.

სოფელს ულამაზესი ჭაუხები გადმოჰყურებს და მას განსაკუთრებულ ხიბლს სძენს.

აქვეა ჩანჩქერი და ტბა, საიდანაც ჭაუხები შთამბეჭდავად ირეკლება.

ჯუთა მსოფლიო ტურისტულ რუკაზე გამორჩეული ლოკაციაა და ის ერთ-ერთი საუკეთესო ტურისტული დანიშნულების ადგილია კავკასიაში. მაისის ბოლოდან ოქტომბრამდე ამ ადგილს ძალიან ბევრი ადამიანი სტუმრობს, რომლებიც აღნიშნული მოგზაურობიდან გასაოცარი შთაბეჭდილებებითა და დაუვიწყარი ემოციებით ბრუნდებიან.

ეს მაღალი მთის სოფელი ზაფხულშიც პოპულარულია, თუმცა ზამთარში საოცარ, თითქმის ზღაპრულ სურათებად იქცევა. ზღვის დონიდან 2200 მეტრზე განთავსებული ჯუთა თოვლში ჩაფლული მკაცრი ქედებით მნახველზე დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ახდენს. მოსახლეობა მცირეა, რის გამოც ზამთარში აქ სრული სიმშვიდე სუფევს.

ჯუთა ❤ ჭაუხი ❤ {თალუდა}

მარტყოფის ღვთისმშობლის მონასტერი

მარტყოფის ღვთაების მონასტერი ქვემო ქართლის მხარეში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, სოფელ მარტყოფის მახლობლად, იალნოს ქედზე
თბილისის აღმოსავლეთით, დაახლოებით 25–27 კმ-ში, მონასტერი VI საუკუნისაა და ერთ-ერთი ასურელი მამის — ანტონ მარტყვოფელის — სახელთან არის დაკავშირებული. საუკუნეების განმავლობაში მონასტერს რთული ბედი ჰქონდა: საბჭოთა პერიოდში ფუნქცია რამდენჯერმე შეეცვალა, ხოლო 1989 წელს, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, მონასტრული ცხოვრება კვლავ აღდგა. ეს ადგილი ზამთარშიც საოცარი სიმყუდროვით გამოირჩევა.

6 ზღაპრული ადგილი საქართველოში, რომელიც ზამთარში აუცილებლად უნდა ნახოთ -  Allnews.Ge

ხულო

ხულო ბუნების სილამაზითა და საინტერესო კულტურულ-ისტორიული ძეგლებით გამორჩეული მუნიციპალიტეტია აჭარაში.

  თოვა და დაბალი ტემპერატურა – ზვავსაშიშროების გამო, გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

მისი ტერიტორია ვრცელდება ზღვის დონიდან 400-1007 მეტრის ფარგლებში.

ხულოს ადმინისტრაციული ცენტრია დაბა ხულო. არსიანისა და მესხეთის ქედების კალთ ებზე მდებარე ხულო, გამოირჩევა მთა-გორიანობით. აღსანიშნავია ის ფაქტი რომ ხულოში ყველაზე მაღალი მწვერვალი სახელად ყანლის მთის სიმაღლე 3007 მეტრია.

ლაშქრობისთვის და ბუნებით ტკბობისთვის ხულოს მუნიციპალიტეტი ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია აჭარის რეგიონში.

ხულო გამოირჩევა მისი ბუნების სილამაზითა და კულტურულ- ისტორიული ძეგლებით. აქ შეგიძლია მოინახულო ტბები, ჩანჩქერები და ულამაზესი მთები. Ამავდროულად შეგიძლია ეწვიო, XII საუკუნის უძველეს ტაძარს სხალთის მონასტერს, რომელიც გამორჩეულია მისი ისტორიით, არქიტექტურით და უძველესი ფრესკებით.

აჭარაში და კერძოდ ხულოში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს მწვანე ტბა და შუამთის ტბებიმწვანე ტბა შესანიშნავი ადგილია კემპინგისთვისლაშქრობისთვისწყლის ველოსიპედით გასეირნებისთვისა და პიკნიკისათვისიგი მდებარეობს გოდერძის უღელტეხილთან 6 კილომეტრშიზღვის დონიდან 2058 მეტრ სიმაღლეზე.

თუ ზამთარში ხულოში გაიღვიძებთ ესეთი მშვენიერი ხედი დაგხვდებათ ^_^ <3 | ხულო  / Khulo | Facebook

ხულოს მუნიციპალიტეტში მდებარეობსყველაზე პოპულარული სათხილამურო კურორტი გოდერძი.

რატომ გოდერძი? – კურორტი გოდერძი აჭარის ყველაზე ლამაზი და მაღალ მთიანი ადგილი. სამთო-სათხილამურო კურორტი მაღალმთიან აჭარაში, გოდერძის უღელტეხილზე, ზღვის დონიდან 2027 მეტრზე მდებარეობს.

სამთო აქტივობის მოყვარულთათვის საუკეთესო ადგილიაგიყვართ სრიალი, ბევრი თოვლი, მყუდრო ადგილი? – კურორტი გოდერძი გამოირჩევა შთამბეჭდავი ბუნებით, ულამაზესი ხედებითა და სუფთა ჰაერით.

აჭარაში სტუმრები უმეტესად ზაფხულს უკავშირებენ, თუმცა ზამთარში აქ სხვა სილამაზეა. სათხილამურო კურორტ გოდერძის გარდა, თოვლში გახვეული ხულო განსაკუთრებული ემოციებით ხიბლავს. იგი აჭარისწყლის ხეობაში, ზღვის დონიდან დაახლოებით 900-მეტრიან სიმაღლეზე მდებარეობს. როგორც ისტორიული ცნობები მიუთითებს, ხულო შუა საუკუნეებში მნიშვნელოვანი სავაჭრო პუნქტი იყო.

გოდერძი: ყველაფერი კურორტის შესახებ

მესტია

მთები, მყინვარები, ხეობები, ლამაზი ბუნება, ჩანჩქერები, მინერალური წყლები და ცნობილი სვანური კოშკები – ეს ყველაფერი გვხვდება სვანეთში.

მესტია სწორედ აქ მდებარეობს. ქალაქი წლის ნებისმიერ დროს ულამაზესია. ეს კავკასიაში ყველაზე მაღალი დასახლებული ადგილია.

ეს ულამაზესი კუთხე –  მესტია საუკეთესო არჩევანია თქვენი შვებულებისთვის. ზამთარში, მესტიაში ყოველთვის არის დიდი თოვლი, რაც კურორტს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ დანიშნულებად აქცევს.

მესტიის რაიონულ ცენტრში მდებარეობს მუზეუმი, სადაც ინახება უძველესი საგანძური – ჭედური ხელოვნების ნიმუშები და ხელნაწერები, რომელთა ასაკიც ათ საუკუნეს აღემატება.

მესტიიდან სათხილამურო კურორტები ჰაწვალი და თეთნულდი ახლოს მდებარეობს. თქვენ გექნებათ შესაძლებლობა ისრიალოთ ამიერკავკასიაში ყველაზე გრძელ სათხილამურო ტრასაზე, თეთნულდზე.

სათხილამურო კურორტი ჰაწვალი მდებარეობს სვანეთში, მისი მაქსიმალური სიმაღლე ზღვის დონიდან 2348 მეტრია, ხოლო მინიმალური 1868 მეტრი. ჰაწვალს მესტიასთან აკავშირებს როგორც მოასფალტებული სამანქანო გზა, ისე 6 ადგილიანი საბაგირო.

სამთო-სათხილამურო კურორტი თეთნულდი მდებარეობს ზემო სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტში. სათხილამურო ტრასის მაქსიმალური სიმაღლე ზღვის დონიდან 3160 მეტრია, ხოლო მინიმალური 2260 მეტრი.

თუ გსურთ საქართველოს კულტურულ მრავალფეროვნებასა და საოცარ ბუნებას ერთად შეეხოთ, ზამთრის მესტია იდეალური არჩევანია. იუნესკოს მემკვიდრეობის უნიკალური კოშკები, შუა საუკუნეების ეკლესიები და თოვლით მოფენილი სოფელი სვანეთის სამხატვრო პეიზაჟად გადაქცეულ სამყაროს გთავაზობთ.

სად გავატაროთ ახალი წელი საქართველოში, რატომ მესტია?  - დაუვიწყარი, ზღაპრული და მომაჯადოებელი მესტია 

თუშეთი

თუშეთი – იმაზე მეტი, ვიდრე წარმოგიდგენიათ

გიყვართ ექსტრიმი? გსურთ, ნახოთ ულამაზესი ბუნება და საოცარი ხედები, გაეცნოთ მთის ტრადიციებს, მიირთვათ დამბალ-ხაჭო და ხაჭო-ერბო, ეზიაროთ ყველაზე ვრცელი დაცული ტერიტორიის მშვენიერებას?
სალაშქროდ აღიჭურვეთ და თუშეთისკენ გაუდექით გზას. ეს არის მხარე, რომელიც ყველა სურვილს აგისრულებთ და იმაზე მეტსაც მოგცემთ, ვიდრე წარმოგიდგენიათ.

თუშეთი — მდებარეობს კახეთის მხარის, ახმეტის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 900 – 4800 მ სიმაღლეზე. თუშეთი გამორჩეულია ულამაზესი მწვერვალებით.

თუშეთში მდებარეობს სოფელი ბოჭორნა, რომელიც ევროპის მასშტაბით ზღვის დონიდან ყველაზე მაღლა მდებარე დასახლებული პუნქტია.

თუშეთის დაცული ტერიტორიები თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალს, თუშეთის ეროვნულ პარკსა და თუშეთის დაცულ ლანდშაფტს აერთიანებს. თუშეთის ტყეების საერთო ფართობი 32000 ჰექტარს შეადგენს. აქ შეხვდებით ტყის ტიპებს, რომლებიც სხვაგან თითქმის არსადაა აღნუსხული: არყნარ-ფიჭვნარს სუბალპური ბალახეულით, ბუჩქნარიან არყნარ-ცაცხვნარს, დეკიან ფიჭვნარს და სხვა. ფიჭვი ზღვის დონიდან 2650 მეტრამდე ხარობს, რაც კავკასიისთვის უნიკალურია.

თუშეთში ნახავთ უამრავ პატარა ტბას, რომლებიც სხვადასხვა წარმოშობისაა. სუბალპურ ზონაში (მდინარე ორწყლის სათავესთან) მყინვარული წარმოშობის ტბებია. არც ერთი მათგანის დიამეტრი არ აღემატება 20 მეტრს. ასეთივე ზომის ტბებს შეხვდებით შავიკლდის ხევისა და ვებუს ხევის სათავეებთან. კალოანის ხევის სათავესთან მდებარე მყინვარული წარმოშობის ტბა მთელი წელი გაყინულია.

ეს ადგილები ზამთრისას საქართველოს სრულიად ახალ განზომილებაში წარმოგიდგენენ – იქ, სადაც სიმშვიდე, სილამაზე და მკაცრი ბუნება ერთ მთლიან განცდად გარდაიქმნება.

ზამთარში თუშეთის სოფლებს ინტერნეტი უფასოდ მიეწოდება

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

შედეგები საქართველოსთვის შთამბეჭდავად გამორჩეული აღმოჩნდა

0
აუცილებლად ნახეთ ეს 10 საოცარი, საუკეთესო ადგილი!
#image_title

ევროპის ანტიკორუფციული კვლევების ცენტრმა (ევროპის ანტიკორუფციული და სახელმწიფო აღმშენებლობის კვლევის ცენტრი) ევროპის ქვეყნებში კორუფციის რისკის მიზეზების და ტენდენციების შესახებ ვრცელი ანგარიში გამოაქვეყნა.

კვლევა ევროკავშირის წევრ და კანდიდატ ყველა, 41 ქვეყანას მოიცავს და მომზადებულია ევროკავშირის დაკვეთით ევროკომისიის კვლევისა და ინოვაციების პროგრამის ფარგლებში.

ანგარიშში სხვადასხვა თემებთან ერთად გაანალიზებულია ევროპის ქვეყნების ოლიგარქიული ტენდენციები. ანგარიში ყურადღება საქართველოსაც ეთმობა. მკვლევართა შეფასებით საქართველო რისკ ფაქტორის მიხედვით ჩამორჩება მაგალითად შვეიცარიას, კვიპროსს, უნგრეთს და ა.შ. ( გვ. 41). მიუხედავად ანგარიშში რისკად აღქმული იმ მოცემულობისა, რომ საქართველოს უმდიდრესი ადამიანი მმართველი პარტიის მხარდამჭერია, რეალური და მრავალფაქტორიანი მონაცემების ანალიზის საფუძველზე კვლევამ დაადგინა, რომ საქართველო დეოლიგარქიზაციის ხანგრძლივი გაუმჯობესებით ევროპის საუკეთესო სამეულშია (გვ.42) (გვ. 89).

ოლიგარქიზაციის და დეოლიგარქიზაციის ხანგრძლივი ტენდენციის შესაფასებლად მკვლევრებმა ევროკავშირის დაფინანსებით 2 ინდიკატორი შეიმუშავეს: ოლიგარქიზაციის ცვლილებების საბაზისო (გვ.42) და კორექტირებული (გვ. 89) მაჩვენებლები.
ოლიგარქიზაციის ტენდენციის საბაზისო ინდიკატორი ასახავს 2012 წლის შემდეგ მომხდარ ცვლილებებს 10 წლიანი გაანგარიშებით და ეძღვნება იმის დადგენას, თუ როგორ შეიცვალა ეროვნულ სიმდიდრის ფორმირებაში საზოგადოების უმდიდრესი 1%-ის წვლილი.
საბაზისო ინდექსის მიხედვით 2012 წლის შემდეგ დეოლიგარქიზაციის გაუმჯობესებით საქართველო ევროპის საუკეთესო სამეულში მესამე ადგილზეა ირლანდიის და ნიდერლანდების შემდეგ (გვ.42). კვლევის მიხედვით დგინდება, რომ 10 წლიანი გაანგარიშებით საბაზისო მაჩვენებელი ევროპის 41 ქვეყნიდან მხოლოდ 15-ში გაუმჯობესდა, დანარჩენ ქვეყნებში ადგილი აქვს ოლიგარქიზაციის გაღრმავებას. ამასთან ოლიგარქიზაციის საბაზისო ინდიკატორი გაუარესდა ევროკავშირის წევრ და შენგენის ზონის 20 ქვეყანაში . ეს ქვეყნებია: საფრანგეთი, გერმანია, ფინეთი, შვეიცარია, შვედეთი, ისლანდია, დანია, ავსტრია, ესპანეთი, ესტონეთი, ლატვია, ჩეხეთი, პოლონეთი, მალტა, სლოვაკეთი, ხორვატია, უნგრეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, საბერძნეთი.

მკვლევრებმა საბაზისო ინდექსის გარდა უფრო სიღრმისეული, მრავალფაქტორიანი ანალიზის საფუძველზე ოლიგარქიზაციის ცვლილების კორექტირებული ინდექსიც შეიმუშავეს (გვ. 89). ოლიგარქიზაციის ტენდენციის კორექტირებული ინდექსი აანალიზებს სიმდიდრის უთანაბრობის გაუმჯობესების და გაუარესების ხანგრძლივ ტენდენციებს, რომელიც სპეციალური ფორმულით შეწონილია საზოგადოების ეკონომიკური კეთილდღეობის ცვლილების ტენდენციებთან 2013-2023 წლებში(გვ. 88-89).

შედეგები საქართველოსთვის შთამბეჭდავად გამორჩეული აღმოჩნდა. ირკვევა, რომ ამ კორექტირებული ინდექსის მიხედვით, დეოლიგარქიცაზიის ხანგრძლივი 10 წლიანი გაუმჯობესებით საქართველო მთელს ევროპაში მეორე ადგილზეა ირლანდიის შემდეგ.
აღსანიშნავია, რომ ოლიგარქიზაციის ცვლილების შეწონილი მაჩვენებელი ევროპის 41 ქვეყნიდან 17-ში გაუარესდა.

ევროპის ქვეყნებში კორუფციის რისკის მიზეზების და ტენდენციების შესახებ ვრცელი ანგარიში ევროკავშირის დაკვეთით ევროკომისიის პროგრამის ფარგლებში ევროპის ანალიზისა და პოლიტიკის ინსტიტუტის ჩართულობით მომზადდა პროექტის მიერ რომლის სახელწოდებაა „ანტიკორუფციული პოლიტიკის მტკიცებულებებში, რეგულაციებსა და გავლენას შორის არსებული ხარვეზის შევსება“.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

გაეცნენ მუნიციპალიტეტის ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს, კულტურულ ძეგლებს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ მონიშნულ და განახლებულ ბილიკებს- მათ შორის კაცხის სვეტის პანორამულ მარშრუტს, ნავარძეთის ბილიკს, ახლად შექმნილ კლდეზე ცოცვის კლუბსა და სხვა ახალ ტურისტულ ობიექტებს

0
გაეცნენ მუნიციპალიტეტის ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს, კულტურულ ძეგლებს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ მონიშნულ და განახლებულ ბილიკებს- მათ შორის კაცხის სვეტის პანორამულ მარშრუტს, ნავარძეთის ბილიკს, ახლად შექმნილ კლდეზე ცოცვის კლუბსა და სხვა ახალ ტურისტულ ობიექტებს
#image_title

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მედიის წარმომადგენლებისთვის ჭიათურაში მედიატური გამართა.

ტურში ჟურნალისტები, ბლოგერები და ფოტოგრაფები მონაწილეობდნენ. მედიის წარმომადგენლები გაეცნენ მუნიციპალიტეტის ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს, კულტურულ ძეგლებს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ მონიშნულ და განახლებულ ბილიკებს- მათ შორის კაცხის სვეტის პანორამულ მარშრუტს, ნავარძეთის ბილიკს, ახლად შექმნილ კლდეზე ცოცვის კლუბსა და სხვა ახალ ტურისტულ ობიექტებს.

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, ჭიათურის მუნიციპალიტეში, სათავგადასავლო ტურიზმის განვითარების მიზნით, საფეხმავლო ბილიკების მონიშვნა 2022 წლიდან დაიწყო. დღემდე მონიშნულია 20 კმ-მდე მარტივი კატეგორიის საფეხმავლო ბილიკი, რომელიც მოიცავს მუნიციპალიტეტში შემავალ კულტურულ- ისტორიულ და ბუნებრივ სანახაობებს.

ბილიკები ერთმანეთთან აკავშირებს სოფელ ნავარძეთსა და სოფელ კაცხს, კაცხის სვეტის პანორამულ და წრიულ ბილიკს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საფეხმავლო ბილიკების მონიშვნას მთელი ქვეყნის მასშტაბით აგრძელებს.

ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

ფანქრის ჯადოქარი, მხატვარ გურამ დოლენჯაშვილის შავ-თეთრი, განსაკუთრებული სამყარო

0

ფანქრის ჯადოქარი, რომლის ნახატების დასათვალიერებლად გამადიდებელი შუშა დაგჭირდებათ…

გურამ დოლენჯაშვილის ორი ფერი, რომელიც სამყაროს იტევს - ავერსი

გაიცანით მხატვარი – გურამ დოლენჯაშვილი

მთელი ჩემი შემოქმედება ეძღვნება დედას და მეუღლეს" - ინტერვიუ  განსაცვიფრებელი ნახატების ქართველ ავტორთან

გურამ დოლენჯაშვილი 1943 წელს დაიბადა ქალაქ ქუთაისში, დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. საქართველოს დამსახურებული მხატვარია, რუსეთის სამხატვრო აკადემიის საპატიო აკადემიკოსი, მრავალი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი. 90-იანი წლებიდან ცხოვრობდა რუსეთში, ამჟამად ცხოვრობს საქართველოში.

დოლენჯაშვილის ნამუშევრები იყო გამოფენილი სხვადასხვა ქვეყნებში: ავსტრალიაში, ავსტრიაში, ინგლისში, არგენტინაში, ბელგიაში, ბულგარეთში, უნგრეთში, ვიეტნამში, გერმანიაში, ინდოეთში, ერაყში, კვიპროსში, კუბაში, მექსიკაში, მონღოლეთში, ნიდერლანდებში, ნიკარაგუაში, პოლონეთში, რუმინეთში, აშშ-ში, გერმანიაში, საფრანგეთში, ჩეხოსლოვაკიაში, შვედეთში, შვეიცარიაში, იუგოსლავიასა და იაპონიაში.

მისი ნამუშევრები ასევე ინახება ტრეტიაკოვის გალერეაში, პუშკინის სახელობის მუზეუმში და მსოფლიოს მრავალ მუზეუმში.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

მსოფლიოში ყველაზე პატარა მდინარე საქართველოშია

0
მსოფლიოში ყველაზე პატარა მდინარე საქართველოშია
#image_title

ზოგი წყაროს თანახმად, მსოფლიოში ყველაზე პატარა მდინარე (18მეტრი სიგრძის) საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში მდებარეობს. მდ. რეპრუა  გაგრის მუნიციპალიტეტში, ძველი გაგრის მიდამოებში ერთვის შავ ზღვას სათავიდან 18 მეტრის მოშორებით.

რეპრუა წარმოადგენს მძლავრ ვოკლუზურ კარსტულ ნაკადს, რომელიც გამოედინება გაგრის ქედის კალთებიდან,  სანაპიროს ზონაში. აღსანიშნავია, რომ მისი სიგრძე ზვირთცემისას უფრო ნაკლებია და 6-10 მეტრს შეადგენს.

დღესდღეობით, გინესის რეკორდების წიგნის თანახმად, მსოფლიოს უმოკლეს მდინარედ აღიარებულია მდინარე რეუ (Roe River) მონტანას შტატში (აშშ) – 61 მეტრი, თუმცა, მდინარე დი (D River) ორეგონის შტატში ასევე მიიჩნევა  მსოფლიოს უმოკლეს მდინარედ  (36 მეტრი).

ნამდვილი ოაზისია უალამაზესი ხეობებით, ჩანჩქერებით, დაბლობის თუ ალპური ტბებით და ბევრი მომაჯადოებელი მღვიმით -28 საუკეთესო ადგილი სამეგრელოში

0
#image_title

ნამდვილი ოაზისია უალამაზესი ხეობებით, ჩანჩქერებით, დაბლობის თუ ალპური ტბებით და ბევრი მომაჯადოებელი მღვიმით -28 საუკეთესო ადგილი სამეგრელოში

სამეგრელო ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა დასავლეთ საქართველოში.

სამეგრელო მდებარეობს მდინარე რიონს, ცხენისწყალს, ენგურსა და შავ ზღვას შორის მოქცეულ ტერიტორიას მოიცავს.

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი საქართველოს დასავლეთ ნაწილში, ძირითადად კოლხეთის დაბლობზე მდებარეობს. რეგიონს დასავლეთით ესაზღვრება შავი ზღვა, ჩრდილო-დასავლეთით – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა, ჩრდილოეთით – რუსეთის ფედერაცია, აღმოსავლეთით – იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის რეგიონები, ხოლო სამხრეთით – გურიის რეგიონი.

სამეგრელო-ზემო სვანეთის ფართობია 7,5 ათასი კვ.კმ., ქვეყნის ტერიტორიის 10,8%. რეგიონის მოსახლეობის რაოდენობა 330 761 ადაიანია. მხარეში შედის 498 დასახლებული პუნქტი – 9 ქალაქი, 1 დაბა და 487 სოფელი. მხარის მოსახლეობის 40,3% ცხოვრობს ქალაქებსა და დაბებში, ხოლო 59,7% – სოფლებში. რეგიონში მაღალმთიან დასახლებებს (1000 მ-ზე ზევით) მიეკუთვნება მესტიის მუნიციპალიტეტის 136 და მარტვილის მუნიციპალიტეტის 1 სოფელი. მოსახლეობის 98,6% ეთნიკურად ქართველია. მოსახლეობის სიმჭიდროვე მხარის ტერიტორიაზე შეადგენს 64 ადამიანს კვ.კმ-ზე. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მოქმედებს 9 ადმინისტრაციული ერთეული: ქალაქ ფოთის,  აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხისა და ხობის მუნიციპალიტეტები. რეგიონულ დონეზე სახელმწიფოს აღმასრულებელ ხელისუფლებას წარმოადგენს სახელმწიფო რწმუნებული, რომლის ადმინისტრაცია ქ. ზუგდიდშია განთავსებული. ქ. ზუგდიდი დედაქალაქიდან 325 კმ-ით არის დაშორებული.

რეგიონის ტერიტორიის ძირითადი ნაწილი ხასიათდება სუბტროპიკული კლიმატით, ხოლო ჩრდილოეთი ნაწილი – სუბალპური და ალპური კლიმატით. რეგიონი მოიცავს კოლხეთის დაბლობს, რომელიც ხასიათდება ჭარბად ნოტიო სუბტროპიკული ჰავით და განიცდის შავი ზღვის ძლიერ გავლენას.

სამეგრელოს ჩრდილოეთით ესაზღვრება აფხაზეთი და სვანეთი, აღმოსავლეთით – ლეჩხუმი და იმერეთი, სამხრეთით – გურია, დასავლეთით კი შავი ზღვა. ის მოქცეულია მდინარეებს – ენგურს, რიონსა და ცხენისწყალს – შორის.

სამეგრელო დაყოფილია მუნიციპალიტეტებად: აბაშა, ზუგდიდი, მარტვილი, სენაკი, ჩხოროწყუ, წალენჯიხა, ხობი. ქალაქი ფოთი საპორტო ქალაქია.

ეს მხარე ნამდვილი ოაზისია უალამაზესი ხეობებით, ჩანჩქერებით, დაბლობის თუ ალპური ტბებით და ბევრი მომაჯადოებელი მღვიმით.

სამეგრელოში ღამისთევა შესაძლებელია სასტუმროებსა და საოჯახო სასტუმროებში. ისინი მრავლადაა ანაკლიაში, ფოთში, ზუგდიდსა და მარტვილში; ანაკლიის, მარტვილისა და ლებარდეს რელიეფი ხელსაყრელია კარვის გასაშლელადაც; კოლხეთის ეროვნულ პარკში კი ტურისტებისთვის სპეციალური კოტეჯებიც დაგხვდებათ.

სამეგრელოში თქვენ ნახავთ:

ტობავარჩხილი (ვერცხლის ტბა)

პატარა ტობა (ოხოჯეს ტობა)

დიდღალიშ ტობა

კალალიშ ტობა

კოლხეთის ეროვნული პარკი

კაცობურის აღკვეთილი

ინწრას ჩანჩქერი

პალიასტომის ტბა

მარტვილის კანიონი

ნოქალაქევი

დადიანების სასახლე

დადიანების რეზიდენცია სალხინოში

ჭყონდიდის ეპარქია

ცაიშის საკათედრო ტაძარი

კორცხელის ღვთისმშობლის ეკლესია

წალენჯიხის საკათედრო ტაძარი

ხობის მონასტერი

სქური

ყულიშკარის წმინდა გიორგის სახელობის მონასტერი

აბედათის ციხესიმაგრე და ეკლესია

რუხის ციხე

ეკის მონასტერი

ნოჯიხევის რვააფსიდიანი ეკლესია

ანაკლია

კურორტი მენჯი

ლებარდე

მუხური – ლუგელა

ცაიში

ჭკადუაში

ელარჯს ისე ვერსად ამზადებენ, როგორც სამეგრელოში.

გებჟალიის გაკეთებას უპირველესად მოყვასისა და სტუმრის სიყვარული სჭირდება

5 უცნობი ფაქტი თბილისზე, რომლებიც ხშირად ყურადღების მიღმა რჩება და სკოლებში ცოტას ან საერთოდ არ ასწავლიან.

0
თბილისის 10 დასვენების ადგილი ყველაზე ლამაზი ხედებით
#image_title
ავტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე
დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი,
საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე,
WHO-ს ექსპერტი,
Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში,
გაეროს გენერალური მდივნის ყოფილი მრჩეველი,
ჯანდაცვის სფეროში 25+ წლიანი საერთაშორისო გამოცდილებით.

თბილისის ისტორიაში მრავალი ფაქტი და ამბავი არსებობს, რომლებიც ხშირად ყურადღების მიღმა რჩება და სკოლებში ცოტას ან საერთოდ არ ასწავლიან.

ერთ-ერთი ასეთი ისტორია ეხება XIX საუკუნის შუა პერიოდს, როცა თბილისი ცნობილი იყო თავისი ყაჩაღებითა და მასთან დაკავშირებული ამბებით. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფიგურა იყო ტატო წულუკიძე, რომელიც ავლაბარში გაასამართლეს და სიკვდილით დასაჯეს. ტატო წულუკიძის ისტორია, როგორც ჩანს, ერთ-ერთმა პირველმა გამორჩეულმა პიროვნებამ შთააგონა ილია ჭავჭავაძეს, ნოველების პერსონაჟი შეექმნა. . სწო­რედ ეს ტატო ჰყავს ილი­ას მო­თხრო­ბა­ში პრო­ტო­ტი­პად გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი.

თბილისის ძველი ქუჩების შესახებ, უამრავი ისტორია არსებობს. ერთ-ერთი მათგანი ეხება ამაღლებული ადგილის უბანს, სადაც დიდი რაოდენობით სისხლი იყო. იმ დროს ამბობდნენ, რომ სწორედ აქ იყო მომხდარი შიშისმომგვრელი მოვლენები და ლეგენდები ტრიალებდა ქალაქში.

XX საუკუნის დასაწყისში ქაშუეთის ეკლესიის ადგილას ახალი ეკლესია აშენდა, რომლის არქიტექტორი გერმანელი ბილ ფელდი იყო. ამ დროისთვის, სამთავისი ტაძრის სვეტების მშენებლობა იყო მნიშვნელოვანი და პროტესტები არ წყდებოდა, რადგან ეს ტაძარი ტრადიციული სტილისგან განსხვავებული იყო.

მიუხედავად ამისა, XX საუკუნეში ქალაქის გამჭვირვალობამ კიდევ ერთხელ წამოაყენა საკითხი, თუ როგორ უნდა გაგრძელებულიყო არქიტექტურული პროექტები, რა პრიორიტეტები უნდა ჰქონოდა მოსახლეობას და რა გავლენას მოახდენდა ეს გადაწყვეტილებები ქალაქის ცხოვრებაზე.

თბილისის მახლობლად, ზემო ჩუღურეთში, ერთ-ერთი საინტერესო უბანი იყო სვანეთის უბანი. ამ ადგილაად ადრე ტყე იყო და მოგვიანებით იქ გაჩნდა დასახლება. XIX სა­უ­კუ­ნის ბი­ლოს იქ გო­რის რა­ი­ო­ნის სო­ფელ სვე­ნე­თი­დან ხალ­ხი ჩა­მო­სახ­ლდა და იქა­უ­რო­ბა აით­ვი­სეს. იქ სვე­ნე­თე­ლე­ბი და­სახ­ლდნენ. თა­ვი­დან, “სვე­ნე­თის უბანს” ეძახ­დნენ, მერე ამ სი­ტყვამ “სვე­ნე­თი” გარ­კვე­უ­ლი ცვლი­ლე­ბა გა­ნი­ცა­და და გახ­და “სვა­ნე­თი”.

ფუნიკულიორი 1905 წელს გაიხსნა, იგი წარმოადგენდა თბილისის ერთ-ერთი მნიშვნელოვან და უნიკალურ პროექტს, რომელიც ქალაქს ახალ მიმართულებას მისცემდა. ადგილობრივი მოსახლეობა თვლიდა, რომ ფუნიკულიორი მხოლოდ იმიტომ იყო აუცილებელი,მაღალი ადგილიდან მსუბუქი და სწრაფი ტრანსპორტი ყოფილიყო.

XX საუკუნეში სწორედ ამის შემდეგ, ქალაქის გეგმები უფრო მკაფიო გახდა და მოსახლეობის მოთხოვნებზე პასუხი გაეცა. ბევ­რს ჰგო­ნია, რომ რად­გან კარ­გი ხე­დია იქი­დან, კარ­გი სა­სე­ირ­ნო ად­გი­ლია, ფუ­ნი­კუ­ლო­რიც ამი­ტომ გა­კეთ­და. სი­ნამ­დვი­ლე­ში ასე არ არის. მშე­ნებ­ლო­ბა XX სა­უ­კუ­ნის და­სა­წყის­ში იქ იმი­ტომ წა­მო­ი­წყეს, რომ ზემო ქა­ლა­ქის გა­შე­ნე­ბას აპი­რებ­დნენ, რად­გა­ნაც თბი­ლი­სი მტკვრის აღმა და დაღ­მა ძა­ლი­ან გა­ი­წე­ლა, ფიქ­რობ­დნენ, რომ მთაწ­მინ­დის პლა­ტო ახა­ლი ქა­ლა­ქის­თვის გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნათ. იქა­უ­რო­ბა მარ­თლაც მი­წის ნაკ­ვე­თე­ბად და­ი­ყი­და, და­ი­ხა­ზა, ქუ­ჩა­თა ქსე­ლიც შე­იქ­მნა.

ფშავ-ხევსურეთის ეროვნულ პარკში გავრცელებულია ტურიზმის რამოდენიმე სახეობა

0

ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიები საქართველოს ერთ-ერთ უმშვენიერეს კუთხეში მდებაროებს. ფშავ-ხევსურეთი გამოირჩევა თვისი მდებარეობით. მისი უნიკალური ბუნება ვიზიტორებს აღაფრთოვანებს. საქართველოს ამ კუთხეში მრავალი ისტორიულ-კულტურული ძეგლი გვხვდება. ფშავ-ხევსურეთი ერთ-ერთ ყველაზე პოპულარული ტურისტული რეგიონია საქართველოში. აღნიშვნას იმსახურებს ადგილობრივი ტრადიციები და უნიკალური სამზარეულო, რომლითაც ხევსურები სტუმრებს უმასპინძლდებიან.

ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკი მდებარეობს დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, კავკასიონის ქედის ჩრდილო და სამხრეთ კალთებზე და მოიცავს მდინარეების: ასას, არღუნის, ანდაქისწყლის და ფშავის არაგვის ხეობებს.

ფშავ-ხევსურეთი გამორჩეულია მთისთვის დამახასიათებელი საინტერესო ლანდშაფტებით და ბუნებრივი წარმონაქმნებით (როშკის ლოდები, ტანიეს ტბა)  და შუა საუკუნეების დროინდელი კულტურული მემკვიდრეობებით: შატილი, მუცო, არდოტი, ხახაბო და სხვ.

ამჟამად ფშავ-ხევსურეთში გავრცელებულია ტურიზმის რამოდენიმე სახეობა:

• ავტოტურები

• საფეხმავლო ტურები

• საცხენოსნო ტურები

• კულტურული ტურები

• სათავგადასავლო ტური

წყარო:

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

ულამაზესი, კინტრიშის ეროვნული პარკი – კინტრიშის დაცულ ტერიტორიებზე შეგიძლიათ ნახოთ…

0

კინტრიშის ეროვნული პარკი საქართველოს ულამაზეს საზღვაო კურორტზე, ქობულეთის რაიონში მდებარეობს. კინტრიშის ეროვნული პარკი თანამედროვე, უმაღლესი დონის ვიზიტორთა ცენტრი აქვს, სადაც ტერიტორიების შესახებ ყველა საჭირო ინფორმაციის მიღებაა შესაძლებელი. კინტრიშის დაცული ტერიტორიები ვიზიტორთა ცენტრიდან 24 კმ-ითაა დაშორებული და მოქცეულია მდინარე კინტრიშის თვალწარმტაც ხეობაში, სოფ. ცხემვანსა და ხინოს მთას შორის, ზღვის დონიდან 300-2500 მ-ის სიმაღლეზე.

ტერიტორიები ვიზიტორებს 2, სხვადასხვა სირთულის მარკირებულ და კეთილმოწყობილ მარშრუტს: “თამარის თაღოვანი ხიდის” ერთდღიან საფეხმავლო და “უთხოვარის და ტბა ტბიყელის” ორდღიან საფეხმავლო და საცხენოსნო ბილიკს სთავაზობს. მარშრუტის გასწვრივ მოწყობილია საპიკნიკე და საკემპინგე ადგილები, ასევე გამოყოფილია კოცონის დასანთები ადგილები.

კინტრიშის დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორს შეუძლია ნახოს: ქვის თაღოვანი ხიდები, XII ს ხინოწმინდის იოანე ნათლისმცემლის ეკლესიის ნანგრევები, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, უძველესი ღვინის ქვევრები, ჩანჩქერები, უთხოვარი და ტბიყელის ტბა.

წყარო:

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.