ფოტო: ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია

ფორბსი: თბილისი 2026 წლის მსოფლიოს 10 ყველაზე ტრენდულ ტურისტულ მიმართულებას შორის დასახელდა

პროფ. გიორგი ფხაკაძე

საერთაშორისო ავტორიტეტულმა გამოცემა „ფორბსმა“ პლატფორმა Tripadvisor-ის მონაცემებზე დაყრდნობით, 2026 წლის მსოფლიოს 10 ყველაზე ტრენდული ტურისტული მიმართულება გამოავლინა, რომელთა შორის თბილისმა მეორე ადგილი დაიკავა.

Tripadvisor-ის Travelers’ Choice Awards-ის ფარგლებში გამოქვეყნებული რეიტინგი მილიონობით მოგზაურის შეფასებებსა და მიმოხილვებს ეფუძნება, რაც მას ერთ-ერთ ყველაზე სანდო და ობიექტურ საერთაშორისო ტურისტულ ინდიკატორად აქცევს.
გამოცემა ყურადღებას ამახვილებს დედაქალაქის ისტორიულ და თანამედროვე არქიტექტურაზე, კულტურულ დაწესებულებებსა და ხელოვნების ახალ სივრცეებზე, რომლებიც ქალაქს თანამედროვე და ამავე დროს ავთენტურ სახეს უნარჩუნებს.

სტატიაში ნახსენებია რუსთაველის გამზირი, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი და სხვა ღირსშესანიშნაობები.

„2026 წელი ის პერიოდია, როდესაც თბილისი საბოლოოდ იმკვიდრებს ადგილს გლობალურ ტურისტულ რუკაზე, საქართველოს დედაქალაქი შესაძლებლობებით სავსე ქალაქია, რაც ნათლად აისახება ახალგახსნილ სივრცეებში, რომლებიც მის კულტურულ და ტურისტულ ლანდშაფტს ქმნის“ -აღნიშნულია სტატიაში.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

თბილისთან ერთად Forbes-ისა და Tripadvisor-ის 2026 წლის ტრენდული მიმართულებების ათეულში მოხვდნენ: მადეირა (პორტუგალია), ჩიკაგო (აშშ), ქუი ნიონი (ვიეტნამი), პუერტო ესკონდიდო (მექსიკა), მილანი (იტალია), გლაზგო (შოტლანდია), აბუ-დაბი (არაბთა გაერთიანებული საამიროები), რესიფი (ბრაზილია) და სან-კარლოს-დე-ბარილოჩე (არგენტინა).

სკანირება
QR კოდი
shenidasveneba.ge

სტატიის ციტირება

შენი დასვენება. (2026). ფორბსი: თბილისი 2026 წლის მსოფლიოს 10 ყველაზე ტრენდულ ტურისტულ მიმართულებას შორის დასახელდა. 29 იანვარი, 2026. https://shenidasveneba.ge/ფორბსი-თბილისი-2026-წლის-მსოფ/

სტატიის ციტირება
პროფ. გიორგი ფხაკაძე. ფორბსი: თბილისი 2026 წლის მსოფლიოს 10 ყველაზე ტრენდულ ტურისტულ მიმართულებას შორის დასახელდა [Internet]. თბილისი: Shenidasveneba.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 26]. ხელმისაწვდომია: https://shenidasveneba.ge/%e1%83%a4%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%91%e1%83%a1%e1%83%98-%e1%83%97%e1%83%91%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%98-2026-%e1%83%ac%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%9b%e1%83%a1%e1%83%9d%e1%83%a4/
shenidasveneba.ge
author avatar
პროფ. გიორგი ფხაკაძე
MD, MPH, PhD | საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესორი და ეპიდემიოლოგი | დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის ხელმძღვანელი | საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე | Georgian Medical Journal-ის მთავარი რედაქტორი | WHO-ს კონსულტანტი, ჯანდაცვა და მიგრაცია, ჟენევა | UEMS საზოგადოებრივი ჯანდაცვის სექციის მდივანი/ხაზინადარი | Accréditation Sans Frontières, პარიზი — დამფუძნებელი და პრეზიდენტი | COVID-19 პანდემიის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის მრჩეველი | 25+ ქვეყანაში გამოცდილება | ORCID: 0000-0001-7609-4515
READ  სამკურნალო წყალი "ლუგელა" - უნიკალურია არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში
გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
MD, MPH, PhD | საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესორი და ეპიდემიოლოგი | დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის ხელმძღვანელი | საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე | Georgian Medical Journal-ის მთავარი რედაქტორი | WHO-ს კონსულტანტი, ჯანდაცვა და მიგრაცია, ჟენევა | UEMS საზოგადოებრივი ჯანდაცვის სექციის მდივანი/ხაზინადარი | Accréditation Sans Frontières, პარიზი — დამფუძნებელი და პრეზიდენტი | COVID-19 პანდემიის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის მრჩეველი | 25+ ქვეყანაში გამოცდილება | ORCID: 0000-0001-7609-4515
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი დასვენება · PHIG · Sheni Network