შაბათი, მაისი 2, 2026
- Advertisement -
Google search engine

ულამაზესი, კინტრიშის ეროვნული პარკი – კინტრიშის დაცულ ტერიტორიებზე შეგიძლიათ ნახოთ…

0

კინტრიშის ეროვნული პარკი საქართველოს ულამაზეს საზღვაო კურორტზე, ქობულეთის რაიონში მდებარეობს. კინტრიშის ეროვნული პარკი თანამედროვე, უმაღლესი დონის ვიზიტორთა ცენტრი აქვს, სადაც ტერიტორიების შესახებ ყველა საჭირო ინფორმაციის მიღებაა შესაძლებელი. კინტრიშის დაცული ტერიტორიები ვიზიტორთა ცენტრიდან 24 კმ-ითაა დაშორებული და მოქცეულია მდინარე კინტრიშის თვალწარმტაც ხეობაში, სოფ. ცხემვანსა და ხინოს მთას შორის, ზღვის დონიდან 300-2500 მ-ის სიმაღლეზე.

ტერიტორიები ვიზიტორებს 2, სხვადასხვა სირთულის მარკირებულ და კეთილმოწყობილ მარშრუტს: “თამარის თაღოვანი ხიდის” ერთდღიან საფეხმავლო და “უთხოვარის და ტბა ტბიყელის” ორდღიან საფეხმავლო და საცხენოსნო ბილიკს სთავაზობს. მარშრუტის გასწვრივ მოწყობილია საპიკნიკე და საკემპინგე ადგილები, ასევე გამოყოფილია კოცონის დასანთები ადგილები.

კინტრიშის დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორს შეუძლია ნახოს: ქვის თაღოვანი ხიდები, XII ს ხინოწმინდის იოანე ნათლისმცემლის ეკლესიის ნანგრევები, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, უძველესი ღვინის ქვევრები, ჩანჩქერები, უთხოვარი და ტბიყელის ტბა.

წყარო:

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

ახალი თეატრალური სივრცე – „თოჯინების სახლი“ გაიხსნა

0

ძველი კინოსტუდიის ტერიტორიაზე, კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით განახლებულ ყოფილი ფირსაცავის შენობაში დაფუძნდა კერძო თეატრი „თოჯინების სახლი“. ის საზეიმოდ გაიხსნა ნიკა საბაშვილის სპექტაკლით „რეჟისორის ცოლი“, რომელიც ცნობილი ქართველი რეჟისორის, სანდრო ახმეტელის, მეუღლის – თამარ წულუკიძის ტრაგიკულ ისტორიას ასახავს. საზეიმო ღონისძიებას კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი, რეჟისორები, თეატრმცოდნეები და ხელოვნების სფეროს სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.

„თოჯინების სახლის“ სახით ქართულ თეატრს კიდევ ერთი ახალი და უპრეცედენტო თეატრალური კერა შეემატა, რომელიც აერთიანებს თოჯინებისა და საგნების თეატრს და მას პოსტსაბჭოთა სივრცეში ანალოგი არ გააჩნია. თანამედროვე ევროპულ თეატრში ხშირად იმართება წარმოდგენები, რომელთა პერსონაჟების ნაწილი სხვადასხვა საგნით არის წარმოდგენილი, საქართველოში კი ეს ინიციატივა ახალი თეატრის დაფუძნებას უყრის საფუძველს.

დამოუკიდებელი თეატრის – „თოჯინების სახლის“ შექმნის იდეა და ინიციატივა ეკუთვნის რეჟისორ ნიკა საბაშვილს.

„თოჯინების სახლი“ არის მრავალფუნქციური კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცე. გარდა თოჯინური და საგნების თეატრისა, მისი სცენა დაეთმობა საზოგადოებისათვის ცნობილ ადამიანებს, მსახიობებს, ინდივიდუალურ შემსრულებლებს. გაიმართება შემოქმედებითი საღამოები, კონცერტები, სალონური შეხვედრები. პროექტის მიზანია, თეატრში ფუნქციონირებდეს კინოთეატრიც და ამ გზით მაქსიმალურად შეეწყოს ხელი ახალგაზრდა კინოხელოვანთა პროფესიულ განვითარებასა და მათი ნამუშევრების წარდგენას.

ამ განსხვავებული თეატრალური გარემოს შექმნის მიზანია, საგნების თეატრის სპექტაკლები შეესაბამებოდეს როგორც მოზარდი, ასევე, უფროსი თაობის ინტერესებს და მათ ესთეტიკურ წარმოდგენებს.

სპექტაკლი „რეჟისორის ცოლი“, რომლითაც ახალი სივრცე გაიხსნა, მოგვითხრობს თამარ წულუკიძის ტრაგიკული ცხოვრების შესახებ. იგი აკაკი ფაღავას თეატრალური სტუდიის დამთავრების შემდეგ შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრში მუშაობდა. მსახიობს განსაკუთრებული სახელი მოუტანა გრიგოლ რობაქიძის პიესამ „ლამარა“, რომელიც სანდრო ახმეტელმა დადგა. საბჭოთა ხელისუფლებამ სპექტაკლი ეროვნული სულის მკაფიო გამოხატულებად მიიჩნია, თუმცა სანდრო ახმეტელმა, მოთხოვნის მიუხედავად, სპექტაკლი რეპერტუარიდან არ ამოიღო. ლ. ბერიას ბრძანების საფუძველზე, 1930 წელს რუსთაველის თეატრი საზღვარგარეთ საგასტროლოდ აღარ გაუშვეს. თამარ წულუკიძისა და სანდრო ახმეტელის ოჯახი რეპრესიების მსხვერპლი აღმოჩნდა. საბჭოთა რეჟიმმა სანდრო ახმეტელთან ერთად მისი მეუღლე თამარ წულუკიძეც დააპატიმრა. 1937 წელს სანდრო ახმეტელს – დახვრეტა, ხოლო თამარ წულუკიძეს ათი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მათი რეაბილიტაციის გადაწყვეტილება 1956 წლის 11 თებერვალს საბჭოთა კავშირის უმაღლესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიამ მიიღო.

აღსანიშნავია, რომ „თოჯინების სახლი“ დღემდე არსებული თეატრალური წარმოდგენებისგან რადიკალურად განსხვავებულ სპექტაკლებს სთავაზობს მაყურებელს. გარდა იმისა, რომ ცნობილი კლასიკური თუ თანამედროვე დრამატურგიის პერსონაჟები წარმოდგენილი იქნებიან თოჯინებისა და საგნების სახით, სხვადასხვა დეტალის მხატვრული დამუშავებით მიიღება სრულიად განსხვავებული ეფექტი, ეს კი ახალი მხატვრული ტენდენციების დანერგვის საუკეთესო წინაპირობაა.

დასადგმელად შერჩეულია ისეთი ნაწარმოებები, რომელთა თემები დღესაც აქტუალურია, ეხმიანება ჩვენს თანამედროვეობას და რომლებიც გამოირჩევა მაღალმხატვრული დონით. თეატრის შემოქმედებით ჯგუფის საქმიანობის მთავარი პრინციპი ჰუმანიზმისა და ზნეობრივი კატეგორიების ერთგულებაა. ჟანრობრივად რთული დრამატურგიული სტრუქტურა შემსრულებელთაგან გამომსახველობითი ხერხების მრავალფეროვნებასა და ღრმა პროფესიულ აზროვნებას მოითხოვს. ამგვარი სპექტაკლების დასადგმელად აუცილებელია მხატვრობის მაღალი დონე, ორიგინალური აზროვნება; ამავე დროს, ასეთი ხელოვნება მსახიობებს შესაძლებლობას აძლევს, გამოიყენონ სხვადასხვა შემოქმედებითი მეთოდი, აღმოაჩინონ და გამოავლინონ საკუთარი განსხვავებული უნარები.

ინფორმაციისთვის: კულტურის მინისტრის ინიციატივით, 2022 წლიდან მიმდინარეობს დავით აღმაშენებლის გამზირზე მდებარე უნიკალური ისტორიის კინოსტუდიის ოთხ ჰექტრამდე ფართობის ტერიტორიის სარეაბილიტაციო სამუშაოები, მათ შორის – ჩამოქცევის პირას მისული 1920-იან წლებში აგებული ორი პავილიონის გადარჩენაზე მუშაობა. ტერიტორიაზე „ხელოვნების ქალაქის“ მოწყობა აქტიურად გრძელდება. კინოსტუდიის ერთ-ერთ შენობაში უკვე განთავსდა ცნობილი ფოტოგრაფის, იური მეჩითოვის, სტუდია; მოეწყო გამოფენა-გაყიდვის დარბაზი სამხატვრო აკადემიის პროექტისთვის „ლურჯი სუფრა“; ფუნქციონირებს მეთოჯინეების – ეკატერინე ბერიძისა და იულია სოროკინას სახელოსნო და მსახიობების შერჩევის სააგენტო – Eka Cast Agency, რომელსაც მსახიობი და კასტინგმენეჯერი ეკა მჟავანაძე ხელმძღვანელობს.

ტერიტორიაზე მოეწყო ძმებ ზდანევიჩების სახელობის თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის – Fest I Nova-ს თბილისის ფილიალიც (სამხატვრო აკადემიის რექტორის, ყარამან ქუთათელაძის, მიერ 2007 წელს დაფუძნებულ ფესტივალს თანამედროვე ხელოვნების ცენტრი – რეზიდენცია „არტ-ვილა გარიყულა“ ყოველწლიურად მასპინძლობს).

სამუშაოების მეორე ეტაპის დასრულების შემდეგ ღია სივრცე მსურველებს მასტერკლასებისა და სამუშაო შეხვედრების ჩატარების საშუალებასაც მისცემს. ასევე, ტერიტორიაზე შეიქმნება მულტიფუნქციური სტუდიები; მოეწყობა კლუბური სტილის კინოდარბაზი კინოჩვენებებისა და დისკუსიებისთვის.

ბაჯისხევის ციხე – კოშკი

0

ბაჯისხევის ციხე – კოშკი.

ბაჯისხევი (გურჯაანის რაიონში)

ინტერიერი – ნიშები; შელესილი; ბუხარი თლილი ქვის. სამშენებლო მასალა – ქვა;დუღაბი. სამშენებლო წყობა – შერეული. ფასადის მორთულობა – კარი – ნაოთხალიანი; კარი – თაღოვანი გარედან; სარკმელი – სწორკუთხა ანუ არქიტრავული. სათავდაცვო ელემენტები – სათოფურები. დაზიანების კატეგორია – 3 კატეგორია. გრძედი – 568964, განედი – 4613111. სიმაღლე ზღვის დონიდან – 685 მ. კოშკი გეგმაში კვადრატულია. კედლებს ნალესობის კვალი ეტყობა.

ბაჯისხევის ეკლესია.

ეკლესიის ტიპი – დარბაზული. სამშენებლო მასალა – აგური; ქვა; დუღაბი. სამშენებლო წყობა – შერეული. აფსიდი (საკურთხეველი) – ნალისებური; ტრაპეზეს ქვა; საკურთხევლის ნიშა – სწორკუთხა. შიდა გადახურვა – თაღოვან – კამაროვანი. აფსიდის გადახურვა – კონქი; კონქის თაღი. დარბაზის გადახურვა – კამაროვანი შეისრული. პილასტრი – სწორკუთხა. დაზიანების კატეგორია – 2 კატეგორია. გრძედი – 568510, განედი – 4613517. სიმაღლე ზღვის დონიდან – 720 მ. დარბაზის გრძივ კედლებზე წყვილ-წყვილი თაღია. ეკლესიის სამხრეთით მცირე ზომის ნაეკლესიარია.

წყარო:

საქართველო-სომხეთის მატჩის გამო “დინამო არენას” მიმდებარე ქუჩებზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება

0
საქართველო-სომხეთის მატჩის გამო “დინამო არენას” მიმდებარე ქუჩებზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
#image_title

საქართველო-სომხეთის საფეხბურთო მატჩის გამო, 23 მარტს “დინამო არენას” მიმდებარე ქუჩებზე სატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეიზღუდება. თბილისის მერიის ინფორმაციით, შეზღუდვა 23 მარტის 14:00 საათიდან დაიწყება და გაგრძელდება მატჩის დასრულებამდე, რის შემდეგაც მოძრაობა სრულად აღდგება.

“საქართველო-სომხეთის მატჩის გამო, „დინამო არენას“ მიმდებარე ქუჩებზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება

საქართველო-სომხეთის საფეხბურთო მატჩის გამო, „დინამო არენას“ მიმდებარე ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება. შეზღუდვა 23 მარტის 14:00 საათიდან იმოქმედებს.

მატჩამდე და მატჩის პერიოდში ნაწილობრივ ან საჭიროებიდან გამომდინარე სრულად დაიკეტება აკაკი წერეთლის გამზირი, გიორგი ცაბაძის, მაიკოვსკის, ყიფიანის და მეტრეველის ქუჩები.

გადაადგილება შესაძლებელი იქნება თევდორე მღვდლის, აბასთუმნის, მიხეილ წინამძღვრიშვილის, თამარ მეფის გამზირის, არჩილ ქურდიანის, შოთა იამანიძისა და მურმან ლებანიძის ქუჩებზე.

რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ავტობუსები და მიკროავტობუსები წერეთლის გამზირიდან დაუკავშირდებიან ქუთაისის ქუჩას, ვახუშტის ხიდით გადავლენ სააკაძის მოედანზე, გმირთა მოედანზე და შემდეგ დადგენილი სქემით იმოძრავებენ.

აღნიშნულ ტერიტორიაზე ტრანსპორტის მოძრაობა მატჩის დასრულების შემდეგ აღდგება,” — ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

ფეხბურთის ქართველი ქომაგები გადამწყვეტი მატჩის მოლოდინში არიან – საქართველო – სომხეთის საპასუხო მატჩი 23 მარტს, თბილისში გაიმართება. შეხვედრა დინამო არენაზე შედგება და 18:00 საათზე დაიწყება.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის პლეი-ოფის პირველ მატჩში, 21 მარტს, სომხეთის ნაკრები დაამარცხა. ერევანში ჩატარებული შეხვედრა ჩვენი გუნდის გამარჯვებით დასრულდა – 0:3.

Euronews – ხარიხიანი თოვლი, იაფი სერვისი, რატომ უნდა ვისრიალოთ ამ ზამთარს საქართველოში

0
Euronews - ხარიხიანი თოვლი, იაფი სერვისი, რატომ უნდა ვისრიალოთ ამ ზამთარს საქართველოში
#image_title

Euronews საქართველოს შესახებ ვებგვერდზე ვრცელ სტატიას აქვეყნებს და მკითხველს საქართველოს ზამთრის კურორტებზე მოგზაურობას ურჩევს. Euronews-ის ჟურნალისტის კრეიგ სოერსის თქმით, საქართველო  თანამედროვე კურორტებითა და ლეგენდარული სტუმართმოყვარეობით გამოირჩევა.

„2015 წელს ტეილორ ფერგიუსონი პირველად ეწვია საქართველოს რამდენიმე დღით, მაგრამ მალე გეგმები შეცვალა და ახლა უკვე გუდაურში მე-10 სეზონისთვის ემზადება. აღმოვაჩინე, რომ საქართველოში ალპებივით ხარისხიანად შეიძლება სრიალი და ალპებზე უფრო იაფია. აქ  კარგი ინფრასტრუქტურა და ხარისხიანი თოვლია და არც ხალხმრავლობაა ამბობს ფერგიუსონი.  ჩემნაირი ახალბედა მოთხილამურეებისთვის კი გუდაური ნამდვილი ოცნებაა. აქ  ხეები არ არის და  საფრთხე არ გემუქრება. გუდაურში უამრავი სასტუმრო, კვების ობიექტი და  სათხილამურო სკოლაა“-წერს Euronews-ის ჟურნალისტი.

გუდაურთან, ერთად სტატიაში აღწერილია ბაკურიანის, გოდერძის, ჰაწვალისა და თეთნულდის სამთო სათხილამურო კურორტები.

“მაღალი მთებით და დაბალი ფასებით საქართველო კონკურენციას უწევს ევროპის საუკეთესო სამთო კურორტებს. საქართველოს მთავრობამ დიდი ინვესტიცია განახორციელა ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის. როგორც ფერგიუსონი ამბობს გუდაურში შესანიშნავი საბაგირო ინფრასტრუქტურაა,  გონდოლები მსოფლიოს საუკეთესო კომპანიებმა დაამზადეს.“-წერს კრეიგ სოერსი.

როგორც Euronews-ის სტატიაში ნათქვამი საქართველოს სათხილამურო კურორტები ევროპაში ყველაზე ბიუჯეტურია,  სტატიაში სამთო კურორტებთან ერთად აღწერილია თბილისი და  ქართული ღვინის 8 ათასწლოვანი ისტორია.

https://www.euronews.com/travel/2024/11/26/reliable-snow-cheap-passes-and-uncrowded-slopes-why-you-should-go-skiing-in-georgia-this-w

საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში „საკურას ყვავილობის დღეები“ გაიმართება

0
საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში საკურას ყვავილობის დღეები გაიმართება
#image_title

 საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში „საკურას ყვავილობის დღები“ იწყება.

5 და 6 აპრილს საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში „საკურას ყვავილობის დღეები“ გაიმართება.

ბოტანიკურ ბაღში იწყება ფესტივალების სეზონი და გაზაფხულზე პირველი ფერადი და სურნელოვანი ღონისძიება გელოდებათ.

ღონისძიება გაიხსნება იაპონური ტრადიციული ჩაის ცერემონიალით, ჩაის ცერემონიას წარუძღვება ოსტატი იაპონიიდან, ტოშიკო ონერი – “SOHO”,
ჩაის ცერემონიალის შემდეგ, 5 აპრილს 14:00 საათზე სუშის მასტერკლასი გაიმართება, რომელსაც შეფ მანუელი და პროფესიული კოლეჯი ”იკაროსის” შეფი მიხეილ ხუციშვილი გამართავენ,
ღონისძიებაზე დაგვხდებათ იაპონური თემატიკის ნივთები, მანგებისა კომიქსების მრავალფეროვნება,
ასევე, შეგეძლებათ შეიძინოთ სუში, იაპონური ჩაი და სხვა გემრიელობები
გელოდებით 5 და 6 აპრილს 12:00 საათიდან 18:00 საათამდე,

ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით, თბილისის მერიისა და საქართველოში იაპონიის საელჩოს მხარდაჭერით, ბოტანიკურ ბაღში „საკურას ყვავილობის დღეები“ მეექვსედ იმართება.

– – – – – – – – – – – – – – – –
ბოტანიკურ ბაღში შემოსვლის საფასური:
ზრდასრულები 4 ₾
ბავშვები 6 წლამდე უფასო
სკოლის მოსწავლეების ბილეთის საფასური 50 თეთრი
პენსიონერები 1 ₾
სტუდენტები 1₾
სოციალურად დაუცველები საბუთის წარდგენის შემთხვევაში უფასო.

რაჭა საქართველოს გამორჩეული კუთხეა – რთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი და ფერადია

0

რაჭა საქართველოს გამორჩეული კუთხეა. იგი მდიდარია კულტურის ძეგლებითა და მრავალფეროვანი ბუნებით.

რაჭა ასოცირდება გასაოცარ ბუნებასთან, უნიკალურ კულტურასთან და კიდევ უფრო შთამბეჭდავ სტუმართმოყვარეობასთან. ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი და ფერადია. სწორედ რაჭის სილამაზე და ორიგინალურობა იზიდავს ყოველწლიურად სულ უფრო და უფრო მეტ მოგზაურს, როგორც საქართველოდან ასევე უცხოეთიდან.

რაჭა მდებარეობს დასავლეთ საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე რიონისა და მისი შენაკადების ხეობაში. ჩრდილოეთით მას ესაზღვრება კავკასიონის ქედი რიონისა და ჭანჭახის სთავეებთან, ჩრდილო-დასავლეთიდან ქვემო სვანეთისგან გამოყოფს მდინარე ასკისწყალი და თავშავის ქედი, სამხრეთით – იმერეთი, აღმოსავლეთით შიდა ქართლისგან გამოყოფილია ჯეჯორის ხეობით უღვირის ქედამდე, დასავლეთით – ლეჩხუმი.

ისტორიულ-გეოგრაფიულად რაჭა სამ კუთხედ იყოფოდა: მთის რაჭა, ზემო რაჭა და ქვემო რაჭა. ზემო და ქვემო რაჭას შორის საზღვარი გადის მდინარე რიონზე ხიდისკარის ვიწროებში სოფელ წესის მახლობლად. ამჟამად რაჭის ტერიტორია შედის ონისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტებში.

არმაზის ციხე – ერთ-ერთი მნიშველოვანი ციხე

0

არმაზი იბერიის სამეფოს უზენაესი წარმართული ღვთაება იყო, ჭექა-ქუხილის, წვიმისა და მცენარეთა მბრძანებელი, ასევე მეომარი ღმერთი.

მისი კულტი საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემდეგ (IV საუკუნის 30-იანი წლები) გაუქმდა და მხოლოდ სახელწოდებები შემორჩა.

ციხესიმაგრე XIII-XV საუკუნეებში მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, მაღალ მთაზე, თითქმის მიუვალ ადგილას აუშენებიათ.

ციხისგან დღეს ძირითადად ნანგრევებია შემორჩენილი 30 ჰექტარ ტერიტორიაზე.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

დოლისყანას მზის საათი…

0
დოლისყანას მზის საათი
2003 წელს გაუჩინარდა, მხოლოდ ფოტო მოიპოვება ჩვენი წინაპრების მიერ გამოგონილი ამ შესანიშნავი გამოგონების დოლისყანა მდინარე იმერხევის ხეობაში მდებარეობს, სოფელში სახელწოდებით Hamamli.
გიორგი მერჩულის ცნობით, აქ ეკლესია გრიგოლ ხანცთელის მოღვაწეობის დროს აშენდა, მონასტერი კი მოგვიანებით დაარსდა.
როგორც წარწერები გვამცნობს, ტაძარი სუმბატის მეფობის ხანაშია აშენებული, 954 -958 წლებში. 

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

ქვაში ქართველი პოეტებისა და მწერლების სახეებს აცოცხლებს – ღია ცის ქვეშ გამორჩეული გამოფენა აქვს მოწყობილი

0
ქვაში ქართველი პოეტებისა და მწერლების სახეებს აცოცხლებს
#image_title

ყაზბეგში, სოფელ სნოში, მოქანდაკე მერაბ ფირანიშვილს, ღია ცის ქვეშ გამორჩეული გამოფენა აქვს მოწყობილი.

მერაბ ფირანიშვილი განსაკუთრებული ნიჭის მქონე ხელოვანია, რომელიც ქვისგან საოცრებებს ქმნის. ყაზბეგის გზაზე, სოფელ სნოში, მთის ძირას, უზარმაზარ, ქანდაკებად ქცეულ ლოდებს შეხვდებით. ეს არის მუზეუმი ღია ცის ქვეშ. ბატონმა მერაბმა საქართველოს ისტორიისთვის განსაკუთრებული ადამიანების სახეები ქვაში ამოკვეთა და ქართველ თუ უცხოელ სტუმარს ჩვენი ქვეყნის შესახებ წარუშლელ შთაბეჭდილებებს უქმნის.

მოქანდაკე, წლის საუკეთესო მხატვარი , “სერაფიტა”-ს პრიზის , ალ. ყაზბეგის და ილია ჭავჭავაძის პრემიის მფლობელი, “იმედის გმირის “ და ბუნების ქომაგის ოქროს მედლის მფლობელი ბატონი მერაბ ფირანიშვილი

ის ქვაში ქართველი პოეტებისა და მწერლების სახეებს აცოცხლებს…
ეს სანახაობა არის საოცრება..აქ ხელოვანის ხელით ქვაში გაცოცხლებულია ძალიან საინტერესო სახეები…
როგორ გააცოცხლა მერაბ ფირანიშვილმა უზარმაზარ ლოდებში საქართველოს ისტორია და რატომ აღაფრთოვანებს მისი ნამუშევრები მთელ მსოფლიოსმერაბ ფირანიშვილის ქანდაკებები 💗🇬🇪 | TikTok
შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.