თბილისის მერია დარეჯანის სასახლის რეაბილიტაციას მეორედ იწყებს

ირინა დათაშვილი
ავტორი
ირინა დათაშვილი - მთავარი რედაქტორი

თბილისის განვითარების ფონდის დაკვეთით დარეჯანის სასახლის რეაბილიტაცია იწყება. როგორც ფონდის დირექტორი “საქმის კურსთან” ინტერვიუში ამბობს, ტენდერში გამარჯვებული კომპანია უკვე გამოვლენილია, რომელიც ფიზიკურ სამუშაოებს ადგილზე სულ ცოტა ხანში დაიწყებს.

გიორგი პაპავას თქმით, პარალელურ რეჟიმში ფონდი ნარიყალას ციხის რეაბილიტაციის დაწყებასაც გეგმავს.

“კონტრაქტორი რამდენიმე დღეში მოახდენს დარეჯანის სასახლის რეაბილიტაციას, გამოცხადებული გვქონდა ტენდერი და გამოვლენილია გამარჯვებული. მიმდინარეობს მოლაპარაკებები ნარიყალას ციხის რეაბილიტაციაზე.

თბილისის — დეტალები

რამდენიმე წლის წინ დამუშავდა მარჯვენა ფლიგელი, ღობე და საძირკველი, ხოლო თვითონ სასახლე და ოთახი, რომელიც საძინებელი დანიშნულებით გამოიყენებოდა რეაბილიტაცია არ ჩატარებია. ასევე არ რეაბილიტირებულა მისი სახურავი და აივანი, რომელიც თბილისის იერსახის ნაწილს წარმოადგენს.

- Advertisement -
Ad imageAd image

ნახევარი მილიონი ლარის არის დარეჯანის სასახლის რეაბილიტაციის ღირებულება ნარიყალას ციხის აღემატება 10 მილიონ ლარს”, – აცხადებს გიორგი პაპავა.

დარეჯანის სასახლის რეაბილიტაცია თბილისის განვითარების ფონდმა 2019 წლის ივლისში დაიწყო. პროექტისთვის 2 მილიონ ლარამდე დაიხარჯა.

დამატებითი ინფორმაცია

#datashvil  #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

READ  იტალიელმა ფოტოგრაფმა 10 წლის განმავლობაში 48 სხვადასხვა ფერის სავსემთვარეობა ასახა
გაუზიარეთ ეს სტატია
მთავარი რედაქტორი
მიჰყევით:
მთავარი რედაქტორი — ტურიზმის სიახლეები და ინტერვიუები. აშუქებს ტურიზმის ინდუსტრიის ამბებს, სახელმწიფო პოლიტიკას, სტატისტიკასა და დარგის პროფესიონალებთან საუბრებს.
კომენტარები ჯერ არ არის