ორშაბათი, დეკემბერი 29, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაქართველოს კუთხეები5 საუკეთესო ადგილი საახალწლო ზეიმებისთვის საქართველოში, სადაც ახალი წლის გატარება დასამახსოვრებელს გახდის...

5 საუკეთესო ადგილი საახალწლო ზეიმებისთვის საქართველოში, სადაც ახალი წლის გატარება დასამახსოვრებელს გახდის თქვენს დასვენებას

სად გავატაროთ ახალი წელი საქართველოში –  5 საუკეთესო ადგილი საახალწლო ზეიმებისთვის საქართველოში, სადაც ახალი წლის გატარება დასამახსოვრებელს გახდის თქვენს დასვენებას

რატომ ბაკურიანი? – გიყვართ თოვლი და გართობაბაკურიანში ახალი წელი კარგი არჩევანია.

კურორტი ბაკურიანი გაშენებულია თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე ბაკურიანისწყლის ნაპირას. იგი ზღვის დონიდან 1700 მეტრზე.

ბაკურიანში 5 სასრიალო ტრასაა.

მაღალი მთების კრისტალივით სუფთა ჰაერი, უმეტესად წიწვიანი (ნაძვნარი) და წიფლნარი ტყის სურნელი, კოხტაგორას, კოხტაგორა II, საყველოს მთისა და ცხრაწყაროს მთების – ხედები წელიწადის ყოველ დროს იზიდავს დამსვენებელს.

ბაკურიანის კლიმატი სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა. ბაკურიანში ყოველ სეზონზე ბევრი დამსვენებელია.

სად გავატაროთ ახალი წელი საქართველოში – ბაკურიანში ზღაპრული ახალი წელი |  შენი დასვენება

რატომ ბათუმი? – საქართველოს ულამაზესი ქალაქი ბათუმი მთელი შავი ზღვის რეგიონში ერთ-ერთი გამორჩეული ტურისტული დანიშნულების ადგილია, საშობაო-საახალწლო განათებები ქალაქს საოცრად ამშვენებს.

ბათუმი დასავლეთ საქართველოში, აჭარაში მდებარეობს. ულამაზესი ზღვისპირა ქალაქია.

ხშირად გონიათ, რომ ახალი წელი და ზამთარი ბათუმში ფანტასტიკის სფეროა, რადგან საზღვაო ქალაქი ყოველთვის მწველი მზესთან და ზღვის ტალღებთან ასოცირდება.

თუ თქვენ ზღვის მოყვარული ხართ, ბათუმი შესაფერისი ადგილია. მართალია, ზღვის სეზონი ზაფხულია, თუმცა თუ ტალღების ხმაური და სანაპიროზე სიარული გიყვართ, გირჩევთ არჩევანი ბათუმზე გააკეთოთ.

ახალი წლის ღამე ბათუმში | Visit Batumi

რატომ მესტია?  – დაუვიწყარი, ზღაპრული და მომაჯადოებელი მესტია 

მთები, მყინვარები, ხეობები, ლამაზი ბუნება, ჩანჩქერები, მინერალური წყლები და ცნობილი სვანური კოშკები – ეს ყველაფერი გვხვდება სვანეთში.

მესტია სწორედ აქ მდებარეობს. ქალაქი წლის ნებისმიერ დროს ულამაზესია. ეს კავკასიაში ყველაზე მაღალი დასახლებული ადგილია.

ახალი წელი თუ ვერ წარმოგიდგენიათ თოვლის გარეშე, მაშინ ეს ულამაზესი კუთხე –  მესტია საუკეთესო არჩევანია თქვენი სადღესასწაულო შვებულებისთვის. მესტიაში ყოველთვის არის ახალ წელს დიდი თოვლი, რაც კურორტს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ დანიშნულებად აქცევს.

მესტიის რაიონულ ცენტრში მდებარეობს მუზეუმი, სადაც ინახება უძველესი საგანძური – ჭედური ხელოვნების ნიმუშები და ხელნაწერები, რომელთა ასაკიც ათ საუკუნეს აღემატება.

READ  ვიდეო: არხოტი. ხევსურეთი - არხოტში სამი სოფელიღაა შემორჩენილი

მესტიიდან სათხილამურო კურორტები ჰაწვალი და თეთნულდი ახლოს მდებარეობს. თქვენ გექნებათ შესაძლებლობა ისრიალოთ ამიერკავკასიაში ყველაზე გრძელ სათხილამურო ტრასაზე, თეთნულდზე.

სათხილამურო კურორტი ჰაწვალი მდებარეობს სვანეთში, მისი მაქსიმალური სიმაღლე ზღვის დონიდან 2348 მეტრია, ხოლო მინიმალური 1868 მეტრი. ჰაწვალს მესტიასთან აკავშირებს როგორც მოასფალტებული სამანქანო გზა, ისე 6 ადგილიანი საბაგირო.

სამთო-სათხილამურო კურორტი თეთნულდი მდებარეობს ზემო სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტში. სათხილამურო ტრასის მაქსიმალური სიმაღლე ზღვის დონიდან 3160 მეტრია, ხოლო მინიმალური 2260 მეტრი.

სად გავატაროთ ახალი წელი საქართველოში, რატომ მესტია? – დაუვიწყარი, ზღაპრული  და მომაჯადოებელი მესტია | შენი დასვენება

შეხვდით ახალ წელს საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე საოცარ ადგილას, გოდერძიზე

რატომ გოდერძი? – კურორტი გოდერძი აჭარის ყველაზე ლამაზი და მაღალ მთიანი ადგილი.

გიყვართ სრიალი, ბევრი თოვლი, მყუდრო ადგილი? – შეხვდით ახალ წელს საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე საოცარ ადგილას, გოდერძიზე.

სამთო-სათხილამურო კურორტი მაღალმთიან აჭარაში, გოდერძის უღელტეხილზე, ზღვის დონიდან 2027 მეტრზე მდებარეობს.

კურორტი გოდერძი გამოირჩევა შთამბეჭდავი ბუნებით, ულამაზესი ხედებითა და სუფთა ჰაერით.

კურორტი გოდერძი აჭარის ყველაზე ლამაზი და მაღალ მთიანი ადგილი კურორტი გოდერძი აჭარის ყველაზე ლამაზი და მაღალ მთიანი ადგილი

შეხვდით ახალ წელს თბილისში. თბილისი, ულამაზესია ჩვენი დედაქალაქი!

2025 წლის შესახვედრად საქართველოს დედაქალაქი, თბილისი უკვე მზად არის.

თბილისი ახალ წელს დიდი საზეიმო კონცერტით ხვდება, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში. თუ ხალხმრავალი ადგილების, ფერად-ფერადი და გაბრწყინებული სანაოხაობისა თუ ღონისძიების მოყვარული ხართ, თბილისი ამ ჩამონათვალში თქვენთვის საუკეთესო ადგილია.

CNN თბილისზე: გაიცანით ქალაქი სადაც შობა-ახალ წელს შესანიშნავად გაატარებთ |  imedinews

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
SheniDasvemeba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები