პარასკევი, აგვისტო 15, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებაჰაუპტვახტიდან - კინოს შენობამდე - ფასადს დღემდე ამშვენებს მოქანდაკე თოფურიძის 4 ქანდაკება

ჰაუპტვახტიდან – კინოს შენობამდე – ფასადს დღემდე ამშვენებს მოქანდაკე თოფურიძის 4 ქანდაკება

ჰაუპტვახტიდან – კინოს შენობამდე…
იქ, სადაც დღეს კინოთეატრი “რუსთაველი” დგას, სამხედრო მოსამსახურეთა დაპატიმრებისთვის განკუთვნილი შენობა – ჰაუპტვახტი იდგა.
შენობა 1810 წელს აშენდა, იყო ორსართულიანი, ამპირის სტილში. მოგვიანებით ამ შენობაში კომენდანტის სამმართველო გადმოიტანეს.
1930 წელს ჰაუპტვახტის შენობა ქუჩის გაფართოების მიზნით დაანგრიეს და მის ადგილზე კინოს სახლი ააშენეს. შენობა 1939 წელს აშენდა არქიტექტორ ნიკოლოზ სევეროვის პროექტით და გათვლილი იყო 200 მაყურებელზე.
ფასადს დღემდე ამშვენებს მოქანდაკე თოფურიძის 4 ქანდაკება: მუშა, კოლმეურნე და “ფიზკულტურელი” ქალ- ვაჟი. ფურცელაძის ქუჩიდან კი მიქატაძის ალპინისტის ფიგურა.

#datashvil  #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

author avatar
SheniDasvemeba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  თბილისში, შესაძლოა, ახალი საბაგიროები აშენდეს
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები