იტალიელმა ასტროფოტოგრაფმა მარსელა პეისმა 10-წლიანი პროექტი შეაჯამა. მან ამ დროის განმავლობაში 48 სხვადასხვა ფერის სავსემთვარეობა დააფიქსირა. ნამუშევარი წლის ასტროფოტოგრაფიის დაჯილდოებაზეა ნომინირებული.
პეისი კარიერის ადრეულ წლებში დაწყებითი სკოლის მასწავლებელი იყო. მოგვიანებით ის ფოტოგრაფიით, უფრო ზუსტად კი – ასტრონომიითა და ასტროფოტოგრაფიით დაინტერესდა და გადაწყვიტა, მთვარის სურათების შეგროვება დაეწყო.
ფოტოები სხვადასხვა ქვეყანაში თუ კონტინენტზეა გადაღებული. როგორც თავად ამბობს, პროექტში ის დამოუკიდებლად იღებდა მონაწილეობას და ფოტოების შეგროვება “ერთი არაფრით გამორჩეული აპარატით შეძლო”. 10 წელი მან სხვადასხვა ფერის მთვარის ფოტოკოლაჟით შეაჯამა.
#drpkhakadze
იხილეთ ასევე
იმოგზაურეთ საქართველოში GTour-თან ერთად
საქართველო 7 დღეში — კლასიკური დიდი ტური€1,290 ერთ ადამიანზემესტია და უშგული — 3 დღე სვანეთში€850 ერთ ადამიანზებათუმი და აჭარის მთები — 2 დღე€420 ერთ ადამიანზემარტვილი, ოკაცე და პრომეთეს მღვიმე — ერთ დღეში ქუთაისიდან€150 ერთ ადამიანზე
ყველა ტური gtour.ge-ზე · დაჯავშნა WhatsApp-ით +995 577 416 314