რაჭა, ჩემო სიყვარულო

გიორგი ბერიანიძე
ავტორი
გიორგი ბერიანიძე - ჟურნალისტი
რაჭა საქართველოს გამორჩეული კუთხეა.

რაჭა-ლეჩხუმი ცნობილია ბუნების მრავალფეროვნებით, ალპური ტყეებით, ტბებით,  კულტურული ძეგლებით, სიმწვანით და ისტორიული საინტერესო ადგილებით. 

წყარო უცხოელი მოგზაურებისთვის: რაჭა G Tour-ზე.

რაჭის დათოვლილი მწვერვალებისა და მთაგრეხილების, თეთრქაფმოგდებული მდინარეებისა და უფსკრულზე გადაკიდებული ჩანჩქერების, უღელტეხილებისა და ალპური საძოვრების დანახვაზე, შეუძლებელია, ჟრუანტელმა არ დაგიაროს. თუმცა რაჭა-ლეჩხუმი მხოლოდ გეოგრაფიული მდებარეობითა და უმშვენიერესი ხედებით როდი გამოირჩევა – მისი მცენარეთა და ცხოველთა სამყაროც საოცრად მდიდარი და მრავალფეროვანია.

რაჭა — დეტალები

რაჭა-ლეჩხუმი სხვა რეგიონებისგან გამოირჩევა ვენახების სიმცირითა და იშვიათი ჯიშის ყურძნით. აქ გავრცელებულია: ალექსანდროული, მუჯურეთული, ცოლიკოური, წულუკიძის თეთრა, ძელშავი, უსახელოური და ორბელური. რაჭის ზონა მოიცავს ამბროლაურის რაიონის დიდ ნაწილს, სადაც ვენახები გაშენებულია მდინარე რიონის ხეობაში, და ქვემო რაჭის ყველაზე მნიშვნელოვან ხვანჭკარის მიკროზონას. ლეჩხუმის მევენახეობის მხარის ძირითადი მიკროზონებია: ცაგერი, ორბელი, ალპანა-ტვიში, ზუბი-ოყურეში. ყველაზე სახელგანთქმული ღვინოები ამ რეგიონიდან არის უსახელოური და ადგილწარმოშობის ღვინოები _ ხვანჭკარა და ტვიში. ტვიშის მიკრორაიონული კლიმატი განაპირობებს იმერული ვაზის ჯიშის, ცოლიკოურის ყურძენში მაღალ შაქარმჟავიანობას და სწორედ ამ მიკროზონის ცოლიკოურისგან მზადდება თეთრი ბუნებრივად ნახევრად ტკბილი ღვინო “ტვიში”. აღსანიშნავია ასევე ორბელის ოჯალეში, რომელიც თავისი ამპელოგრაფიული მახასიათებლებითა და ღვინის ხასიათით განსხვავდება სამეგრელოს ოჯალეშისგან.

- Advertisement -
Ad imageAd image

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

READ  თბილისი თურქეთის დედაქალაქს პირდაპირი ავიამიმოსვლით დაუკავშირდება
გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი
მიჰყევით:
ჟურნალისტი — საქართველოს კუთხეები და მარშრუტები. წერს რეგიონებზე, ბუნების ძეგლებზე, სალაშქრო ბილიკებსა და მოგზაურობის პრაქტიკულ რჩევებზე.
კომენტარები ჯერ არ არის