შაბათი, აპრილი 19, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაქართველოს კუთხეებიქუაქანცალია - სუბალპურ უტყეო ზონაში ამაღლებულ კვარცხლბეკზე „ზის“

ქუაქანცალია – სუბალპურ უტყეო ზონაში ამაღლებულ კვარცხლბეკზე „ზის“

ქუაქანცალია — კირქვული ლოდი წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ყვირას კირქვულ მასივზე მდინარე ინწრის სათავეებთან, ზღვის დონიდან 1800 მ სიმაღლეზე. თითქმის სუბალპურ უტყეო ზონაში ამაღლებულ კვარცხლბეკზე „ზის“.
მისი ზედაპირი წყალს გამოუხრავს. ზომები 1,8*2*1,6 მ-ს აღწევს და დაახლოებით 10-12 ტონას იწონის. ლოდი განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს იმით, რომ მის ერთ-ერთ წიბოზე ხელის ოდნავი დაწოლით ქვის ეს ვეება მასა ქანაობას იწყებს და კაკუნის ხმას გამოსცემს.
მას 4 საყრდენი წერტილი აქვს, რომელთაგან 1 ყოველთვის ჰაერშია, რაც ლოდის მოძრაობას იწვევს; ასეთი მოქანავე ლოდები მრავალ ქვეყანაში გვხვდება, მაგრამ მათი უმეტესობა მაგმურ ვულკანურ ქანებშია გამომუშავებული, ეს კი კირქვული ლოდია და კარსტულ მასივზე მდებარეობს. 
READ  135 წლის ვაზი წინანდალში, 4–5 ლიკოგრამიანი მტევნებით
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები