მუზეუმების პირველი მობილური აპლიკაცია შეიქმნა

პროფ. გიორგი ფხაკაძე

„თბილისის მუზეუმების გაერთიანება“ პირველია საქართველოში, რომელმაც სამუზეუმო აპლიკაცია დანერგა.

ეს არის ქართული სამუზეუმო სივრცის პირველი ორენოვანი მობილური აპლიკაცია, რომელიც ამავდროულად, გვთავაზობს დღის შთამაგონებელ ფრაზებს, მუზეუმების ისტორიებს, თამაშებსა და კალენდარული თარიღის მიხედვით გვახსენებს ღია კარის დღეების შესახებ.

„თბილისის მუზეუმების გაერთიანება მაქსიმალურად ცდილობს მოერგოს 21-ე საუკუნის სწრაფ ტემპს და ციფრულ სივრცეში შეძლოს სამუზეუმო კულტურის აქსელერაცია.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

თბილისის მუზეუმების გაერთიანება გახლავთ პირველი საქართველოში, რომელმაც დანერგა სამუზეუმო აპლიკაცია, რომელიც თავის მხრივ აერთიანებს ცხრა მუზეუმს, სადაც დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ მუზეუმებში მიმდინარე სიახლეებსა და ინფორმაციას იმ შემეცნებითი ღონისძიებების და პროგრამების შესახებ, რაც ამ მუზეუმებში ხორციელდება. დღესდღეობით თბილისის მუზეუმების გაერთიანება 28 სხვადასხვა შინაარსის საგანმანათლებლო პროგრამას ახორციელებს სკოლის მოსწავლეებისა და ნებისმიერ დაინტერესებულ პირთათვის, “ – განაცხადა “ქალების ნარატივში” „თბილისის მუზეუმების გაერთიანების“ გენერალურმა დირექტორმა, ნინი სანადირაძემ.

- Advertisement -
Ad imageAd image

მისი თქმით, ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, მუზეუმი იყოს კიდევ ერთი პასუხისმგებელი მოთამაშე თანამედროვე საზოგადოებაში არსებული პრობლემებისა.

„ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, მუზეუმი იყოს კიდევ ერთი პასუხისმგებელი მოთამაშე თანამედროვე საზოგადოებაში არსებული პრობლემებისა. 8 საგანმანათლებლო პროგრამა სწორედ ეკოლოგიასა და კლიმატის ცვლილებებს ეყრდნობა; გვაქვს მნიშვნელოვანი ამბავი, როგორიცაა მზის ენერგია და ბუნებრივი ენერგიების დანერგვა მუზეუმებში და ბიომდგრადი საღებავების გამოყენების გამოცდილება,“- აღნიშნა ნინი სანადირაძემ.

მუზეუმების — დეტალები

„თბილისის მუზეუმების გაერთიანების მობილური აპლიკაცია ქართული სამუზეუმო სივრცის პირველი მობილური აპლიკაციაა, რომელიც გარდა თბილისის მუზეუმების გაერთიანების მუზეუმების ისტორიებისა და საგანმანათლებლო პროგრამებისა, შემეცნებით კომპონენტსაც აერთიანებს და ახალ სამუზეუმო თამაშს სთავაზობს დაინტერესებულ აუდიტორიას.

თბილისის მუზეუმების გაერთიანების ორენოვანი მობილური აპლიკაცია ასევე დაინტერესებულ აუდიტორიას მიაწვდის ინფორმაციას საგანმანათლებელო პროგრამების თანმიმდევრობასა და მიმდინარე თუ დაგეგმილი ღონისძიების შესახებ.

თბილისის მუზეუმების გაერთიანება გარდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და სამუზეუმო ფონდების საგანმანათლებლო რესურსებად ტრანსფორმაციისა მიყვება გაერთიანებული ერების მდგრადი განვითარების მიზნებს და ამოცანებს და 2023 წლიდან ცდილობს სამუზეუმო სივრცეში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას, რისთვისაც არაერთი პროექტი განახორციელა პროგრამით „Museums in the Digital Age“, 2023 წლის ბოლოდან bp-ის მიერ დაფინანსებული პროექტის „მეტი ინოვაცია და საზოგადოებრივი ჩართულობა თბილისის მუზეუმების გაერთიანებაში“ – ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ – მემორიალურ მუზეუმში მზის პანელების სისტემა მოეწყო. ეს არის პირველი შემთხვევა ამიერკავკასიაში, როცა მუზეუმი ბუნებრივი ენერგიის წყაროზე გადავიდა, შეამცირა გარემოზე ნეგატიური ზეგავლენა და მზის ენერგიას მოიხმარს.

- Advertisement -
Ad imageAd image

სიახლე დაზოგავს მინიმუმ 30 000 კილოვატ ტრადიციულ ელექტროენერგიას, რაც საშუალებას მისცემს მუზეუმს დაზოგოს ელექტროენერგიის გადასახადი და 20 წლის განმავლობაში ხელს შეუწყობს დაახლოებით 150 ტონა CO2 ემისიის დაკავებას და გადაარჩენს 8000-მდე ხეს.

READ  ქართულ-ფრანგული მედიაჰოლდინგი “შენი პულსი” კონკურსს აცხადებს – გაეცანით დეტალებს აქ

თბილისის მუზეუმების გაერთიანების მობილური აპლიკაციის პრეზენტაციაზე ასევე წარდგენილი იქნება თბილისის მუზეუმების გაერთიანების 2024 წლის გეგმები და პროგრამის „Museums in the Digital Age“ სამომავლო აქტივობები“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

სკანირება
QR კოდი
shenidasveneba.ge

სტატიის ციტირება

შენი დასვენება. (2025). მუზეუმების პირველი მობილური აპლიკაცია შეიქმნა. 13 ოქტომბერი, 2025. https://shenidasveneba.ge/მუზეუმების-პირველი-მობილ/

სტატიის ციტირება
პროფ. გიორგი ფხაკაძე. მუზეუმების პირველი მობილური აპლიკაცია შეიქმნა [Internet]. თბილისი: Shenidasveneba.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 26]. ხელმისაწვდომია: https://shenidasveneba.ge/%e1%83%9b%e1%83%a3%e1%83%96%e1%83%94%e1%83%a3%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%9e%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%98%e1%83%9a/
shenidasveneba.ge
author avatar
პროფ. გიორგი ფხაკაძე
MD, MPH, PhD | საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესორი და ეპიდემიოლოგი | დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის ხელმძღვანელი | საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე | Georgian Medical Journal-ის მთავარი რედაქტორი | WHO-ს კონსულტანტი, ჯანდაცვა და მიგრაცია, ჟენევა | UEMS საზოგადოებრივი ჯანდაცვის სექციის მდივანი/ხაზინადარი | Accréditation Sans Frontières, პარიზი — დამფუძნებელი და პრეზიდენტი | COVID-19 პანდემიის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის მრჩეველი | 25+ ქვეყანაში გამოცდილება | ORCID: 0000-0001-7609-4515
გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
MD, MPH, PhD | საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესორი და ეპიდემიოლოგი | დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის ხელმძღვანელი | საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე | Georgian Medical Journal-ის მთავარი რედაქტორი | WHO-ს კონსულტანტი, ჯანდაცვა და მიგრაცია, ჟენევა | UEMS საზოგადოებრივი ჯანდაცვის სექციის მდივანი/ხაზინადარი | Accréditation Sans Frontières, პარიზი — დამფუძნებელი და პრეზიდენტი | COVID-19 პანდემიის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის მრჩეველი | 25+ ქვეყანაში გამოცდილება | ORCID: 0000-0001-7609-4515
© 2026 შენი დასვენება · PHIG · Sheni Network