შაბათი, აპრილი 19, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებანახეთ, როგორი იქნება თელავის აეროპორტის ახალი ტერმინალი

ნახეთ, როგორი იქნება თელავის აეროპორტის ახალი ტერმინალი

თელავის აეროპორტის ახალი ტერმინალის პროექტირებაზე გამოცხადებული კონკურსი დასრულდა.
კონკურსში, რომელიც 13 კომპანია მონაწილეობდა შპს „ხმალაძე არქიტექტორებმა” გაიმარჯვა. ჟიურიმ საუკეთესო კონცეფტ-დიზაინის პროექტად არქიტექტორ გიორგი ხმალაძის ნამუშევარი დაასახელა.
თელავის აეროპორტის განვითარების პროექტი კომპლექსურია და ახალი სატერმინალე ინფრასტრუქტურის გარდა, არსებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სრულად განახლებას მოიცავს. ასაფრენ-დასაფრენი ზოლი 1,7 კმ-მდე დაგრძელდება, ასევე მოეწყობა თანამედროვე სანავიგაციო სისტემები და აშენდება ახალი სანავიგაციო კოშკურა.
აეროპორტების გაერთიანებამ გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება უკვე გააფორმა.
კონკურსის პირობების თანახმად, კონკურსანტს პროექტირების სფეროში სულ მცირე 3-წლიანი გამოცდილება უნდა ჰქონოდა. ასევე, აუცილებელია ფლობდეს 4500 მ2-ზე მეტი ფართის მქონე მრავალფუნქციური საზოგადოებრივი შენობის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების და მინიმუმ ერთი მრავალფუნქციური საზოგადოებრივი შენობის დაპროექტების გამოცდილებას.
ამ პირობებს სრულად აკმაყოფილებს გამარჯვებული კომპანია – „ხმალაძე არქიტექტორები”, რომელთაც კონკურსზე თელავის აეროპორტის კონცეპტუალური და სქემატური დიზაინი წარმოადგინეს, მათ შორის – შენობების ექსტერიერის დიზაინი სამი ხედით, შენობების სქემატური შიდა სივრცითი დაგეგმარება, შენობების ინტერიერის სქემატური დიზაინი და ლანდშაფტის რენდერები.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანება / United Airports of Georgia
სამოქალაქო ავიაციის სააგენტო GCAA
READ  საქართველო-სომხეთის მატჩის გამო “დინამო არენას” მიმდებარე ქუჩებზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები