#image_title

გერმანული მედიის წარმომადგენლები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ – როგორია ვიზიტების სტატისტიკა?

ირინა დათაშვილი
ავტორი
ირინა დათაშვილი - მთავარი რედაქტორი

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გერმანიიდან Archäologie in Deutschland-ისა და Frankfurter Allgemeine Zeitung-ის წარმომადგენლებს უმასპინძლა. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მედია ტურის მიზანია საქართველოს კულტურული ტურისტული პოტენციალისა და არქეოლოგიური მემკვიდრეობის პოპულარიზაცია გერმანიაში.

ტურის ფარგლებში გერმანული მედიის წარმომადგენლები ეწვივნენ საქართველოს ეროვნულ მუზეუმს, დმანისის მუზეუმ-ნაკრძალსა და ვანის არქეოლოგიურ მუზეუმს. გერმანელი ჟურნალისტები საქართველოს კულტურული ტურიზმის შესახებ სტატიებს მოამზადებენ.

მიმდინარე წლის 6 თვეში გერმანიიდან 32 392 საერთაშორისო ვიზიტორის ვიზიტი განხორციელდა, რაც წლის ჭრილში 4.2%-იანი ზრდაა. Top-15 ქვეყანას შორის ამ მაჩვენებლით გერმანია მეცამეტე ადგილზეა.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 6 თვეში საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტები წლიურად 4.6%-ით 2 810 524-მდე გაიზარდა. აქედან ტურისტული ვიზიტები 2 270 363 იყო, რაც წლიურად 7%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ერთდღიანი ვიზიტებში კი 4%-იანი კლებაა 540 161-ს შეადგენს.

მიმდინარე წლის ორ კვარტალში ტრადიციულად ყველაზე მეტი ვიზიტი რუსეთიდან შედგა. ჯამში ორ კვარტალში რუსეთიდან 581 099 ვიზიტი განხორციელდა, რაც 10%-იანი ზრდაა. მეორე ადგილზეა თურქეთი, საიდანაც კლება 14.5%-ია, საანგარიშო პერიოდში აქედან 533 614 ვიზიტი შედგა.

Top 15 ქვეყანა, საიდანაც 6 თვეში საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტი შედგა:

  • რუსეთი – 581 099 (ზრდა 10%);
  • თურქეთი – 533 614 (კლება 14.5%);
  • სომხეთი – 390 788 (ზრდა 0.8%);
  • ისრაელი – 171 294 (ზრდა 35.7%);
  • აზერბაიჯანი – 135 248 (ზრდა 36%);
  • ინდოეთი – 75 893 (ზრდა 31.4%);
  • ყაზახეთი – 62713 (კლება 10.8%);
  • ირანი – 57 292 (კლება 7.5%);
  • უკრაინა – 56 461 (ზრდა 9.9%);
  • ჩინეთი – 46 755 (ზრდა 42.3%);
  • ბელარუსი – 46 248 (ზრდა 5.9%);
  • პოლონეთი – 33 658 (ზრდა 21.9%);
  • გერმანია – 32 392 (ზრდა 4.2%);
  • უზბეკეთი – 29 376 (ზრდა 14.5%);
  • საუდის არაბეთი – 26 910 (ზრდა 20.8%);

როგორც სტატისტიკა აჩვენებს, ევროკავშირის ვერცერთი ქვეყანა ათეულში ვერ მოხვდა. 2025 წლის ორ კვარტალში ევროკავშირის ქვეყნებიდან (დიდი ბრიტანეთის ჩათვლით) თითქმის 202 ათასი ვიზიტი შედგა, შარშანდელთან შედარებით ზრდა 10.2%-ია.

READ  აჭარის პოპულარიზაცია საერთაშორისო გამოფენებზე გრძელდება

გერმანიიდან ვიზიტები რეკორდული პანდემიამდელ 2019 წელს იყო და 89 051-ს შეადგენდა, მას შემდეგ კი, მიუხედავად 2021 წლიდან ზრდისა, ამ მაჩვენებელს არ დაბრუნებია.

გერმანიიდან საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტები

გერმანული მედიის წარმომადგენლები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ - როგორია ვიზიტების სტატისტიკა?

სკანირება
QR კოდი
shenidasveneba.ge

სტატიის ციტირება

შენი დასვენება. (2025). გერმანული მედიის წარმომადგენლები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ – როგორია ვიზიტების სტატისტიკა?. 19 სექტემბერი, 2025. https://shenidasveneba.ge/გერმანული-მედიის-წარმომა/

სტატიის ციტირება
ირინა დათაშვილი. გერმანული მედიის წარმომადგენლები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ – როგორია ვიზიტების სტატისტიკა? [Internet]. თბილისი: Shenidasveneba.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 30]. ხელმისაწვდომია: https://shenidasveneba.ge/%e1%83%92%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%93%e1%83%98%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%ac%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%9b%e1%83%90/
shenidasveneba.ge
author avatar
ირინა დათაშვილი
მთავარი რედაქტორი — ტურიზმის სიახლეები და ინტერვიუები. აშუქებს ტურიზმის ინდუსტრიის ამბებს, სახელმწიფო პოლიტიკას, სტატისტიკასა და დარგის პროფესიონალებთან საუბრებს.

იმოგზაურეთ საქართველოში GTour-თან ერთად

ყველა ტური gtour.ge-ზე · დაჯავშნა WhatsApp-ით +995 577 416 314

READ  ვაშლოვანში შესვლისთანავე თქვენ თვალწინ გადაიშლება ულამაზესი სანახაობა და მიხვდებით, რომ  სრულიად სხვა, ახალ სამყაროში აღმოჩნდით
გაუზიარეთ ეს სტატია
მთავარი რედაქტორი
მიჰყევით:
მთავარი რედაქტორი — ტურიზმის სიახლეები და ინტერვიუები. აშუქებს ტურიზმის ინდუსტრიის ამბებს, სახელმწიფო პოლიტიკას, სტატისტიკასა და დარგის პროფესიონალებთან საუბრებს.
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი დასვენება · PHIG · Sheni Network