შაბათი, სექტემბერი 27, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებათბილისის ანძაზე ვიზიტორთა ცენტრისა და პანორამული რესტორნის მოწყობა 2027 წელს დასრულდება –...

თბილისის ანძაზე ვიზიტორთა ცენტრისა და პანორამული რესტორნის მოწყობა 2027 წელს დასრულდება – მერია

დედაქალაქის მერია უახლოეს წლებში ორ ახალ მიზიდულობს ცენტრს გააჩენს – თბილისის ანძაზე ვიზიტორთა ცენტრი და პანორამული რესტორანი, ხოლო ბეთანიაში სათხილამურო კურორტი მოეწყობა.

აღნიშნული პროექტების შესახებ საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია ვიცე-მერმა, გიორგი ტყემალაძემ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების პოლიტიკის პრეზენტაციაზე მიაწოდა.

“თბილისის ანძის განვითარების პროექტს ეკონომიკის სამინისტროსა და ბიზნესის ჩართულობით ვახორციელებთ, რისთვისაც მათ მადლობას ვუხდი. ვიზიტორთა ცენტრისა და პანორამული რესტორნის მოწყობის შემდეგ, ტურისტული მიზიდულობის კუთხით, ქალაქში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ობიექტი გვექნება. სამუშაოები 2027 წელს დასრულდება“, – განაცხადა ვიცე-მერმა.

რაც შეეხება ბეთანიის სათხილამურო კურორტს, გიორგი ტყემალაძის თქმით, პროექტი განხორციელდება „მთის კურორტების განვითარების კომპანიასთან“ თანამშრომლობით და 2027 წლის სექტემბერში დასრულდება.

“ბეთანიის სათხილამურო კურორტით ისარგებლებენ არა მხოლოდ ჩვენი თანამოქალაქეები, არამედ ტურისტები. კურორტი იქნება ოთხსეზონიანი. ინფრასტრუქტურას იმგვარად განვავითარებთ, რომ რაც შეიძლება ბევრი ადამიანი მოვიზიდოთ. ამ ეტაპზე, სათხილამურო ტრასის სიგრძე-500 მ-ია, თუმცა, უფრო გავაფართოვებთ. უხლოეს მომავალში დეტალური კონცეფცია გვექნება და უშუალოდ სამუშაოების განხორციელებას დავიწყებთ”, – აღნიშნა ვიცე-მერმა.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
SheniDasvemeba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  ბათუმი მეორე საერთაშორისო გასტრონომიულ ფორუმს „გასტრო ბათუმს“ უმასპინძლებს
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები