#image_title

თბილისის ანძაზე ვიზიტორთა ცენტრისა და პანორამული რესტორნის მოწყობა 2027 წელს დასრულდება – მერია

პროფ. გიორგი ფხაკაძე

დედაქალაქის მერია უახლოეს წლებში ორ ახალ მიზიდულობს ცენტრს გააჩენს – თბილისის ანძაზე ვიზიტორთა ცენტრი და პანორამული რესტორანი, ხოლო ბეთანიაში სათხილამურო კურორტი მოეწყობა.

აღნიშნული პროექტების შესახებ საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია ვიცე-მერმა, გიორგი ტყემალაძემ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების პოლიტიკის პრეზენტაციაზე მიაწოდა.

“თბილისის ანძის განვითარების პროექტს ეკონომიკის სამინისტროსა და ბიზნესის ჩართულობით ვახორციელებთ, რისთვისაც მათ მადლობას ვუხდი. ვიზიტორთა ცენტრისა და პანორამული რესტორნის მოწყობის შემდეგ, ტურისტული მიზიდულობის კუთხით, ქალაქში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ობიექტი გვექნება. სამუშაოები 2027 წელს დასრულდება“, – განაცხადა ვიცე-მერმა.

რაც შეეხება ბეთანიის სათხილამურო კურორტს, გიორგი ტყემალაძის თქმით, პროექტი განხორციელდება „მთის კურორტების განვითარების კომპანიასთან“ თანამშრომლობით და 2027 წლის სექტემბერში დასრულდება.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

“ბეთანიის სათხილამურო კურორტით ისარგებლებენ არა მხოლოდ ჩვენი თანამოქალაქეები, არამედ ტურისტები. კურორტი იქნება ოთხსეზონიანი. ინფრასტრუქტურას იმგვარად განვავითარებთ, რომ რაც შეიძლება ბევრი ადამიანი მოვიზიდოთ. ამ ეტაპზე, სათხილამურო ტრასის სიგრძე-500 მ-ია, თუმცა, უფრო გავაფართოვებთ. უხლოეს მომავალში დეტალური კონცეფცია გვექნება და უშუალოდ სამუშაოების განხორციელებას დავიწყებთ”, – აღნიშნა ვიცე-მერმა.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB

Android: https://play.google.com/store/apps/details…

Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.
#შენიექიმი #sheniekimi #
გიორგიფხაკაძე #ჯანმრთელობა #აქხარისხია #drpkhakadze
სკანირება
QR კოდი
shenidasveneba.ge

სტატიის ციტირება

შენი დასვენება. (2025). თბილისის ანძაზე ვიზიტორთა ცენტრისა და პანორამული რესტორნის მოწყობა 2027 წელს დასრულდება – მერია. 25 სექტემბერი, 2025. https://shenidasveneba.ge/თბილისის-ანძაზე-ვიზიტორთ/

READ  NASA-ს ხომალდმა „ჯუნომ“ იუპიტერის ვულკანურ მთვარე იოს საოცრად დეტალური ფოტოები გადაუღო
სტატიის ციტირება
პროფ. გიორგი ფხაკაძე. თბილისის ანძაზე ვიზიტორთა ცენტრისა და პანორამული რესტორნის მოწყობა 2027 წელს დასრულდება – მერია [Internet]. თბილისი: Shenidasveneba.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 26]. ხელმისაწვდომია: https://shenidasveneba.ge/%e1%83%97%e1%83%91%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%ab%e1%83%90%e1%83%96%e1%83%94-%e1%83%95%e1%83%98%e1%83%96%e1%83%98%e1%83%a2%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%97/
shenidasveneba.ge
author avatar
პროფ. გიორგი ფხაკაძე
MD, MPH, PhD | საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესორი და ეპიდემიოლოგი | დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის ხელმძღვანელი | საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე | Georgian Medical Journal-ის მთავარი რედაქტორი | WHO-ს კონსულტანტი, ჯანდაცვა და მიგრაცია, ჟენევა | UEMS საზოგადოებრივი ჯანდაცვის სექციის მდივანი/ხაზინადარი | Accréditation Sans Frontières, პარიზი — დამფუძნებელი და პრეზიდენტი | COVID-19 პანდემიის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის მრჩეველი | 25+ ქვეყანაში გამოცდილება | ORCID: 0000-0001-7609-4515
გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
MD, MPH, PhD | საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესორი და ეპიდემიოლოგი | დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის ხელმძღვანელი | საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე | Georgian Medical Journal-ის მთავარი რედაქტორი | WHO-ს კონსულტანტი, ჯანდაცვა და მიგრაცია, ჟენევა | UEMS საზოგადოებრივი ჯანდაცვის სექციის მდივანი/ხაზინადარი | Accréditation Sans Frontières, პარიზი — დამფუძნებელი და პრეზიდენტი | COVID-19 პანდემიის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის მრჩეველი | 25+ ქვეყანაში გამოცდილება | ORCID: 0000-0001-7609-4515
© 2026 შენი დასვენება · PHIG · Sheni Network