ორშაბათი, მაისი 4, 2026
- Advertisement -
Google search engine

რა სარგებლობა მოაქვს ბალნეოლოგიურ კურორტებზე დასვენებას?

0
ნასაკირალი — სოფელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ძიმითის თემში. მდებარეობს მდინარეების სუფსისა და ბახვისწყლის შესარავთან, ზღვის დონიდან 105 მ., ოზურგეთიდან 8 კმ, ქვედა ძიმითიდან 3 კმ. ადგილობრივი მნიშვნელობი კურორტი.

ნასაკირალი ადგილობრივი მნიშვნელობის კურორტია მის ტერიტორიაზე არსებული მინერალური წყლების გამო. ტყის კორომში, სადაც გავრცლებულია რცხილა, წიფელი, წაბლი, თხმელა და სხვა, მოედინება გოგირდ-წყალბადის შემცველი ქლორიდულ ნატრიუმიანი წყლები. წყალი გამოიყენება წყლის აბაზანებისათვის (გულ-სისხლძარღვთა, საყრდენ-სამოძრაო აპარატის, პერიფერიული ნერვებისა და გინეკოლოგიური პროფილის დაავადებათა სამკურნალოდ), აგრეთვე სასმელად (კუჭის ქრონიკულ დაავადებათა სამკურნალოდ). სეზონი იწყება ივნისიდან.

ნასაკირალის იმ ტერიტორიებზე, რომელიც ისტორიულად ძიმითელ მემამულე მესუ გოგელიას ეკუთვნოდა გაშენდა ნასაკირალის სამკურნალო წყლების კურორტი. გადმოცემის თანახმად გლეხმა ნახა, რომ პირუტყვი ხარბას სვამდა მლაშე წყალს. მან წყალი გასასინჯად მიუტანა დვაბზუელ მღვდელ მჟავანაძეს, რომლმაც გაგზავნა წყალი შესაფასებლად ოდესის ლაბორატორიაში. კურორტის მოწყობა 1927-29 წლებში დაიწყო. 1970 წლისთვის კურორტი წელიწადში 3200 დამსვენებელს იღებდა.

ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: სუსტად სულფიდური, ქლორიდულ- ნატრიუმიანი მინერალური

სუბთერმული და ჰიპოთერმული წყლები, საერთო მინერალიზაციით 3,8 – 7,8 გ/დმ3;

მკურნალობის სახეობები: მინერალური წყლის აბაზანები და მიღება (დალევა).

სამკურნალო ჩვენებები: საყრდენ-მამოძრავებელი, პერიფერიული ნერვული სიტემისა და გინეკოლოგიური

პროფილის დაავადებები. კუჭის ქრონიკულ დაავადებებისას რეკომენდებულია წყლის სასმელად გამოყენება.

რა სარგებლობა მოაქვს ბალნეოლოგიურ კურორტებზე დასვენებას?

ბალნეოლოგიური კურორტის ძირითადი სამკურნალო ფაქტორია მინერალური წყაროს წყალი, რომელსაც სასმელად და აბაზანებისთვის იყენებენ. ნახშირმჟავა წყლის ცნობილი კურორტებია ბორჯომი, საირმე, ჯავა და სხვა. სასმელ მინერალურ წყალს იყენებენ საჭმლის მომნელებელი ორგანოების, ღვიძლის, თირკმელების და სხვა დაავადებათა სამკურნალოდ. აბაზანებით მკურნალობენ სახსრების, პერიფერიული ნერვული სისტემის, კანის, გინეკოლოგიურ დაავადებებს, აგრეთვე- გულ-სისხლძარღვთა სისტემის ზოგიერთ სნეულებას

საქართველოს რკინიგზა 29 და 30 დეკემბერს თბილისი-ფოთი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს

0
საქართველოს რკინიგზა 29 და 30 დეკემბერს თბილისი-ფოთი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს
#image_title

გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, საქართველოს რკინიგზა 29 და 30 დეკემბერს თბილისი-ფოთი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს.

მოძრაობის განრიგი იხილეთ ფოტოზე:

 

აჭარა სალაშქრო ფესტივალს ივლისის ბოლოს უმასპინძლებს

0
აჭარა - სალაშქრო ფესტივალი

პირველ სალაშქრო ფესტივალს აჭარა 23-28 ივლისს უმასპინძლებს. ფესტივალის მონაწილე 100-მდე მოლაშქრეს საშუალება ექნება აჭარის ალპურ ზონაში მდებარე 45 კილომეტრიანი მარშრუტი დალაშქროს.

„ზღვიდან მთამდე“ ასე ჰქვია ფესტივალს, რომლის სალაშქრო მარშრუტი ჩირუხის მთიდან დაიწყება და ალპურ ბოტანიკურ ბაღში დასრულდება. ფესტივალს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო მთიანი აჭარის ტურისტული მარშრუტების პოპულარიზაციისა და აჭარაში ლაშქრობის სტიმულირების მიზნით ატარებს.

ტურისტული ბილიკები მოიცავს ალპურ ზონას, ბუნებრივ და კულტურულ მემკვიდრეობას, ისეთს როგორიცაა შრატიანის და შუამთის ტბები, ხიხანის ციხე, ალპური ბაღი, მწვანე ტბა, ასევე სხვადასხვა შემეცნებით და ინტერაქტიურ აქტივობებს, კულინარიული მასტერკლასებსა და შეჯიბრებებს. ფესტივალის მონაწილეებს რეგისტრაციის გავლა პირველი ივლისიდან ფესტივალის გვერდზე https://infoajara.com/ka/hiking-festival შეუძლიათ. აქვეა განთავსებული ინფორმაცია პროგრამის და დასალაშქრი მარშრუტის შესახებ. სალაშქრო ფესტივალი აჭარაში პირველად ტარდება და მასში მონაწილეობა უფასოა.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

ზოდი – სამეფო სოფელი ჭიათურის მუნიციპალიტეტში

0
ზოდი – სამეფო სოფელი ჭიათურის მუნიციპალიტეტში
#image_title

ზოდი – სამეფო სოფელი

სოფელი ჭიათურის მუნიციპალიტეტში

ზოდი ზემო იმერეთის ერთ-ერთი ულამაზესი სოფელია, იგი მდებარეობს ჭიათურის პლატოზე. გადმოცემით, სოფელ ზოდის სახელწოდება წარმოდგება ამ ტერიტორიაზე ნაპოვნი ლითონისგან, ზოდისგან, რის შემდეგაც სოფელს დარქმევია „ზოდი”.

ზოდი ისტორიულ წყაროებში პირველად მოიხსენიება XV საუკუნეში. სოფელში არის მინერალური წყლები. აღსანიშნავია: კლდის წყალის, ნეკრესის, ჯრუჭულის, ხვედელიძეების კლდის მღვიმეები. ზოდის ტერიტორია მდიდარია უგემრიელესი წყაროებით, მათ შორის უმნიშვნელოვანესია სამკურნალო წყაროები. ზოდის აბანოს, რომელიც მდებარეობს მდ. ნეკრესას ხეობაში, მინიჭებული აქვს პროფილაქტიკური, გინეკოლოგიური, ნევროლოგიური სამკურნალო თვისებები. ასეთივე სამკურნალო წყალი გადმოედინება ქვედა ზოდის ტერიტორიაზე, გიორგაძეების უბნის ბოლოზე, რომელიც ცნობილი იყო “კოდისწყლის” სახელით. თანამედროვეების გადმოცემით, ხალხი სხვადასხვა რაიონიდან ჩამოდიოდა აღნიშნული წყაროს წყლის წასაღებად, რომელიც კუჭის წყლულის დაავადებას არჩენდა.

სოფლის ტერიტორიაზე მდებარეობს ყაველაშვილების ანუ ზედუბნის ციხის ნანგრევები, აქვე გვხვდება ძველი ეკლესიის ნანგრევები. სოფელში მდებარეობს გოგირდოვანი წყლის აბანო, რამდენიმე არქეოლოგიური ძეგლია აღმოჩენილი, რომელთა შორის აღსანიშნავია: სამგლე კლდე, სამელე კლდე და სამერცხლე კლდე.

უხუცესი ადამიანების გადმოცემით, სოფელ ზოდს „სამეფო სოფელს” უწოდებენ.

2025 წლის ზამთრის ოლიმპიური ფესტივალისთვის მზადება დაიწყო, რაც გულისხმობს თბილისში ყინულის სასახლის აშენებას და ბაკურიანში ბიათლონის და ქროს-ქანთრის თხილამურებით რბოლისთვის ინფრასტრუქტურის შექმნას

0

“წელს დავიწყეთ 2025 წლის ზამთრის ოლიმპიური ფესტივალისთვის მზადება ინფრასტრუქტურული კუთხით, რაც გულისხმობს თბილისში ყინულის სასახლის აშენებას და ბაკურიანში ბიათლონის და ქროს-ქანთრის თხილამურებით რბოლისთვის ინფრასტრუქტურის შექმნას“, – ამის შესახებ „დღის ქრონიკაში“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პროექტები ყველა შესაბამისი სტანდარტით წარიმართება, რაც ზამთრის ოლიმპიური სახეობებისთვის საერთაშორისო სტანდარტის შესაბამის ინფრასტრუქტურას შექმნის.

„წელს დავიწყეთ 2025 წლის ზამთრის ოლიმპიური ფესტივალისთვის მზადება ინფრასტრუქტურული კუთხით, რაც გულისხმობს თბილისში ყინულის სასახლის აშენებას და ბაკურიანში ბიათლონის და ქროს-ქანთრის თხილამურებით რბოლისთვის ინფრასტრუქტურის შექმნას. ბუნებრივია, ამ შემთხვევაშიც ყველა შესაბამისი სტანდარტით წარიმართება პროექტები, რაც ზამთრის ოლიმპიური სახეობებისთვის საერთაშორისო სტანდარტის შესაბამის ინფრასტრუქტურას შექმნის. ბუნებრივია, ამ მიმართულებითაც არსებულ წარმატებებს შეემატება სხვა ბევრი წარმატება და კიდევ უფრო მეტი ადამიანი ჩაერთვება სპორტის ამ სახეობებში“, – აღნიშნა ქარსელაძემ

დარიალის ხეობა – ხეობაში სოფელ გველეთთან არის ჩანჩქერები და ორი პატარა ტბა

0
დარიალის ხეობა - ხეობაში სოფელ გველეთთან არის ჩანჩქერები და ორი პატარა ტბა
#image_title

დარიალის ხეობა – მდინარე თერგის ხეობის მონაკვეთია ყაზბეგის მუნიციპალიტეტში. იწყება მდინარე ჩხერის შესართავთან (დაბა სტეფანწმინა) და მთავრდება ზემო ლარსთან (სიგრძე 11 კმ). ყველაზე ვიწრო და კლდოვანია მდინარეების ყაბახისა და ხდის შესართავებს შორის მდებარე ნაწილი. დარიალის ხეობაზე გადის საქართველოს სამხედრო გზა, ასევე გვხვდება ძველი საურმე გზის ფრაგმენტებიც (მდ. დევდორაკის შესართავთან). ხეობაში სოფელ გველეთთან არის ჩანჩქერები და ორი პატარა ტბა.

მონასტერში გახსნილია ბიბლიოთეკა, ყველის საწარმო და ღვინის უნიკალური მარანი.

მონასტერში ყოველდღიური მსახურება მიმდინარეობს და მისი კარი ყველა სტუმრისთვის ღიაა. კომპლექსის ეზოდან განსაცვიფრებელი ხედი მდინარესა და მის ხეობაზე, უზარმაზარ მთებზე იშლება.

„დარიალანი“ სპარსული სიტყვაა და ალანების (ოსების) კარს ნიშნავს. ქართველები მას „არაგვის კარად“ მოიხსენებენ, რადგან უწინ თერგი არაგვად იწოდებოდა. სხვა ხალხები დარიალს დარიელას, იბერიის კარს, კასპიის კარს, სარმატიის კარს, ხევის კარს და არაერთ სხვა სახელს უწოდებდნენ.

საყურადღებო ინფორმაცია – გზების დეპარტამენტი მძღოლებს აფრთხილებს

0
გზების დეპარტამენტი მძღოლებს აფრთხილებს
#image_title

ნინოწმინდა-სომხეთის რესპუბლიკის საზღვრის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი, შეზღუდული ხილვადობა) გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდის(სომხეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ90-კმ112 (ნინოწმინდა-სომხეთის რესპუბლიკის საზღვარი) მონაკვეთზე, შეზღუდულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

საავტომობილო გზის კმ1-კმ89 (ახალციხე-ნინოწმინდა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

საქპატენტი ადგილწარმოშობის დასახელება „მუკუზანის“ შესახებ სტატიას აქვეყნებს

0

გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების შესახებ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, საქპატენტი ადგილწარმოშობის დასახელება „მუკუზანის“ შესახებ სტატიას აქვეყნებს.

წაიკითხეთ სრულა

#datashvil  #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

“მაკოს საოჯახო სასტუმრო” იმერეთიდან

0
“მაკოს საოჯახო სასტუმრო” იმერეთიდან
#image_title

“მაკოს საოჯახო სასტუმრო” იმერეთიდან

“მაკოს საოჯახო სასტუმრო” იმერეთიდან – მოგვიყევით თქვენს შესახებ, რატომ დაინტერესდით ტურიზმით?

მე ვარ ქარსელაძე მაია. დავიბადე და გავიზარდე ქუთაისში, ქუთაისის ისტორიულ უბანში – უქიმერიონის გორაზე. დავამთავრე აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპული ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი, ფრანგული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით, შემდეგ მაგისტრატურაში მეორე უცხო ენად ვისწავლე იტალიური, რამაც გადამაწყვეტინა ემიგრაციაში ცხოვრება. რადგან იტალიურის მცოდნე ვიყავი ემიგრაციაში ყოფნის დროს, მოვხვდი ცნობილ ოჯახში ბავშვების აღმზრდელად და თითქმის 8 წელი ზამთარ–ზაფხულ მათთან ერთად ვატარებდი არდადეგებს იტალიის კუნძულებსა თუ ზამთრის კურორტებზე. თითქმის არ მეგულება დედამიწაზე მათთნაირი სტუმართმოყვარე ადამიანები.

წაიკითხეთ სრულა

 

ვარძია ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ისტორიული ძეგლი, კლდეში ნაკვეთი…

0

ვარძია ხომ არა მარტო მესხეთის, არამედ მთლიანად საქართველოს ისტორიის განუყოფელი ნაწილია.

ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ისტორიული ძეგლი.
კლდეში ნაკვეთი სამონასტრო ანსამბლი, XII-XIII საუკუნეების ქართული მხატვრული კულტურის ძეგლი. მდებარეობს ჯავახეთში, ასპინძის მუნიციპალიტეტში.
ვარძია სამონასტრო კომპლექსსაც მოიცავს. სახელი უკავშირდება თამარ მეფესა და მის მამას, გიორგი III–ს.
ლეგენდა “აქ ვარ ძიას” თანახმად, მეფე გიორგის პატარა თამარი სანადიროდ წაუყვანია. თამაშით გართული პატარა თამარი, კი გამოქვაბულებში დაკარგულა. როდესაც მეფე და მონადირეები ეძებდნენ და ეძახდნენ “სად ხარ თამარ?” პატარა თამარმა უპასუხა: “აქ ვარ ძია!.” როდესაც ქალაქის გამოკვეთა დაიწყეს, სწორედ ამ ფრაზის ფონზე დაერქვა ადგილს ვარძია.
ქალაქის სრული მშენებლობა დაახლოებით 50 წლის მანძილზე მიმდინარეობდა და ჯამში, 365 ოთახს მოიცავდა.
UNESCO–ს მიერ დაცული ძეგლი, აკვირვებს ქართველ თუ უცხოელ ვიზიტორებს.
შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.