თელავის აეროპორტის ახალი ტერმინალის პროექტირებაზე გამოცხადებული კონკურსი დასრულდა.
კონკურსში, რომელიც 13 კომპანია მონაწილეობდა შპს „ხმალაძე არქიტექტორებმა” გაიმარჯვა. ჟიურიმ საუკეთესო კონცეფტ-დიზაინის პროექტად არქიტექტორ გიორგი ხმალაძის ნამუშევარი დაასახელა.
თელავის აეროპორტის განვითარების პროექტი კომპლექსურია და ახალი სატერმინალე ინფრასტრუქტურის გარდა, არსებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სრულად განახლებას მოიცავს. ასაფრენ-დასაფრენი ზოლი 1,7 კმ-მდე დაგრძელდება, ასევე მოეწყობა თანამედროვე სანავიგაციო სისტემები და აშენდება ახალი სანავიგაციო კოშკურა.
აეროპორტების გაერთიანებამ გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება უკვე გააფორმა.
კონკურსის პირობების თანახმად, კონკურსანტს პროექტირების სფეროში სულ მცირე 3-წლიანი გამოცდილება უნდა ჰქონოდა. ასევე, აუცილებელია ფლობდეს 4500 მ2-ზე მეტი ფართის მქონე მრავალფუნქციური საზოგადოებრივი შენობის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების და მინიმუმ ერთი მრავალფუნქციური საზოგადოებრივი შენობის დაპროექტების გამოცდილებას.
ამ პირობებს სრულად აკმაყოფილებს გამარჯვებული კომპანია – „ხმალაძე არქიტექტორები”, რომელთაც კონკურსზე თელავის აეროპორტის კონცეპტუალური და სქემატური დიზაინი წარმოადგინეს, მათ შორის – შენობების ექსტერიერის დიზაინი სამი ხედით, შენობების სქემატური შიდა სივრცითი დაგეგმარება, შენობების ინტერიერის სქემატური დიზაინი და ლანდშაფტის რენდერები.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანება / United Airports of Georgia
სამოქალაქო ავიაციის სააგენტო GCAA

Sheni Network
სტატიის ციტირება
SheniDasvemeba.ge. ნახეთ, როგორი იქნება თელავის აეროპორტის ახალი ტერმინალი [Internet]. თბილისი: Shenidasveneba.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 9]. ხელმისაწვდომია: https://shenidasveneba.ge/%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%ae%e1%83%94%e1%83%97-%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%92%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%98%e1%83%a5%e1%83%9c%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%97%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%90/
shenidasveneba.ge




