ნიკორწმინდის ტაძარი გაოცებთ თავისი უნიკალური ორნამენტებითა და ფრესკებით
ვიდეო – ამღა. არხოტი
ამღა. არხოტი
paata.ge photography



გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
ყულიშკარის წმინდა გიორგის სახელობის მონასტერი
ყულიშკარის წმინდა გიორგის სახელობის მონასტერი.
ყულიშკარი სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ოდიშის დაბლობზე, ზუგდიდიდან 10 კმ.
სოფლის ახლოს მდებარეობს გუმბათოვანი ეკლესია ეკლესია დაახლოებით XVIII საუკუნისაა. მასში ინახებოდა ადგილობრივი მოსახლეობის რწმენით სასწაულთმოქმედი ჯვარი. ჯვარი სვანეთიდან სამეგრელოში ჩაიტანა გლეხმა ეგნატე როგავამ, რომელიც გაექცა სვანეთის მთავარს, დადეშქელიანს და დასახლდა ყულიშკარში. როგავამ ააშენა პატარა ეკლესია და კოშკი.
გაატარე ზამთრის დღეები მყუდრო და სასიამივნო გარემოში, ბუნებასთან მაქსიმალურად ახლოს, ლაგოდეხის ულამაზეს ნაკრძალში!
Hotel Galileo lagodekhi- სასტუმრო გალილეო ლაგოდეხი


უკვე მეშვიდე წელია, ეროვნული ბოტანიკური ბაღი ყვავილების გამოფენას მასპინძლობს. ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როცა მთელი წლის განმავლობაში დიდი შრომითა და სიყვარულით შექმნილი ჯიშების მრავალფეროვნება ყველა დამთვალიერებლისთვის ხელმისაწვდომი ხდება. ბაღის ქრიზანთემების უნიკალურ კოლექციასთან ერთად,
საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით 1 და 2 ნოემბერს ტრადიციად ქცეული ღონისძიება – „ყვავილების გამოფენა“ დასრულდა. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი ავრცელებს.
შეკვეთილი საქართველოს გამორჩეული და ყველაზე პატარა კუთხის, გურიის უნიკალური კურორტია
შეკვეთილი საქართველოს გამორჩეული და ყველაზე პატარა კუთხის, გურიის უნიკალური კურორტია. შეკვეთილში არის გასართობი პარკი „ციცინათელა“, საკონცერტო დარბაზი “Black Sea Arena”, „მუსიკოსთა პარკი“, „მინიატურების პარკი“ და დენდროლოგიური პარკი.
შეკვეთილი საქართველოს გამორჩეული და ყველაზე პატარა კუთხის, გურიის უნიკალური კურორტია. შეკვეთილში არის „მუსიკოსთა პარკი.“
იგი მუდამ თავს იწონებს ზღვისა და ტყის არაჩვეულებრივი სინთეზით, სუბტროპიკული ჰავით და მაგნიტური ქვიშის სანაპიროებით.
კურორტი შეკვეთილი გურიაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, შავი ზღვის ნაპირას, ზღვის დონიდან 2 მეტრზე.
ლურჯი ზღვა, მზიანი სანაპირო და მწვანე ფიჭვნარი.
შეკვეთილში არის გასართობი პარკი „ციცინათელა“, საკონცერტო დარბაზი “Black Sea Arena”, „მუსიკოსთა პარკი“, „მინიატურების პარკი“ და დენდროლოგიური პარკი.
კურორტის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებია ზღვისპირა ნოტიო სუბტროპიკული ჰავა, ზღვის წყალი, მაგნიტური ქვიშა. შეკვეთილის მაგნიტური ქვიშა არაერთი დაავადების საპრევენციო საშუალებას წარმოადგენს.
შეკვეთილი სხვა ზღვისპირა კურორტებისგან განსხვავდება ფიჭვნარის კორომით. ფიჭვნარში ჰაერი ძალიან სტერილური, სურნელოვანი და სუფთაა, მდიდარია ოზონით. ოზონის მიღებისას კი ადამიანი სიძლიერესა და მოზღვავებულ ენერგიას გრძნობს. ფიჭვნარები დიდი ოდენობით გამოყოფენ ფიტონციდებს, რომლებიც კლავენ ან ზღუდავენ ბაქტერიებს. ფიჭვნარში სეირნობა განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვისაც სასუნთქი სისტემის დაავადება აწუხებს.
2025 წლის ყველაზე მონახულებად დაცულ ტერიტორიებს შორის წალკის კანიონი ერთ-ერთი ლიდერია – 90 000-მდე ვიზიტორს უმასპინძლა – სათავგადასავლო, ისე მშვიდი დასვენების მოყვარული ვიზიტორების ერთ-ერთი საყვარელი ადგილია
2025 წლის ყველაზე მონახულებად დაცულ ტერიტორიებს შორის წალკის კანიონი ერთ-ერთი ლიდერია. ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.





გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
გურგენიანის ჩანჩქერი 40 მეტრი სიმაღლისაა და ნამდვილად ულამაზეს სანახაობას გვთავაზობს
გურგენიანის (ნინოსხევის) ჩანჩქერი მდებარეობს ლაგოდეხის ეროვნულ პარკში ეროვნული პარკი დაარსდა 1912 წელს.
ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები ტურისტული აქტივობების ფართო არჩევანს გთავაზობთ, მათ შორის, სხვადასხვა ტიპის ლაშქრობებს ულამაზესი ჩანჩქერებისა თუ უძველესი ციხე-სიმაგრეების სანახავად. თუ თქვენ ხართ ამბიციური და სპორტული მოლაშქრე, აუცილებლად უნდა სცადოთ სამდღიანი ლაშქრობა შავი კლდეების ტბისკენ, რომლის ალპური ზონიდან კავკასიონის მთების ულამაზესი ხედი იშლება.
პარკში 40 მეტრიანი გურგენიანის ჩანჩქერი პარკის ერთ-ერთი ულამაზესი ღირსშესანიშნაობაა.
ხეობაში შევხვდებით უამრავ საინტერესო მცენარეს: ლაგოდეხის ნაღველას, ლაგოდეხის თეთრყვავილას, იულიას ფურუსულას, ჯონჯოლს, ლაფანს, წაბლს, ქართულ მუხას და სხვა. ასევე თუ გაგვიმართლებს შეიძლება შველს, ირემს ან გარეულ ღორსაც კი გადავეყაროთ. ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები ამ მხრივ ძალიან მდიდარია.
გურგენიანის ჩანჩქერი 40 მეტრი სიმაღლისაა და ნამდვილად ულამაზეს სანახაობას გვთავაზობს.











