ბათუმის დელფინარიუმი – ზღვისპირა ქალაქ ბათუმში
ბათუმის დელფინარიუმში თქვენ ნახავთ დელფინების საოცარ წარმოდგენას. ბათუმის დელფინარიუმი მსოფლიოს უდიდეს დელფინარიუმებს განეკუთვნებოდა.
დელფინების შოუ ორენოვანია – ქართულ და ინგლისურ სანახაობაში დელფინები მაყურებლის პოზიტიური განწყობის შექმნაზე ზრუნავენ. დელფინებთან ინტერაქტივის ხანგრძლივობა 15 წუთია.
ბათუმის დელფინარიუმი ზამთრის სეზონშიც აქტიურად მართავს წარმოდგენებს.
ბათუმში სტუმრობისას აუცილებლად უნდა მოინახულოთ დელფინარიუმი, ვიზიტორების ერთ-ერთი საყვარელი ადგილი, სადაც მუდამ ხალხმრავლობა და ჟრიამულია. აქ შეგიძლიათ ნახოთ დელფინების საოცარ წარმოდგენა. თქვენი განწყობის შექმნაზე იზრუნებენ კაკო, მონიკა, ზორო, მაია, ბელუჩი, ნინი, ციცი და მისი ქალიშვილი ოლიმპია. ისინი წარმოგიდგენენ 30-მდე საინტერესო ნომერს, ცეკვას, რგოლებითა და ბურთებით თამაშს, კუდზე ბალანსს და მრავალ შთამბეჭდავ ნომერს.
დელფინარიუმი წარმოადგენს თანამედროვე დიზაინის შენობას, რომელიც ზღვის ცხოველების ხელოვნურ პირობებში შენახვის ყველა უახლეს მოთხოვნას ითვალისწინებს. ბათუმის აკვარიუმი 1966 წლის 20 აგვისტოს გაიხსნა. 1990-იანი წლების დასაწყისში ქვეყანაში შექმნილი რთული პოლიტიკურ-ეკონომიკური ვითარების გამო ობიექტმა ფუნქციონირება შეწყვიტა. 20 წლიანი პაუზის შემდეგ, 2011 წლის 6 მაისს ქალაქის მერიის ინიციატივითა კვლავ გაიხსნა და იქცა ბათუმის სავიზიტო ბარათად.
დელფინარიუმის ამფითეატრი 4 სექტორისაგან შედგება და 887 მაყურებელზეა გათვლილი. ინფრასტრუქტურაში შედის სპეციალური საჭიროების მქონე პირთა მომსახურება პანდუსითა და ლიფტებით.
იხილეთ ასევე
- 2025 წლის ყველაზე მონახულებად დაცულ ტერიტორიებს შორის წალკის კანიონი ერთ-ერთი ლიდერია – 90 000-მდე ვიზიტორს უმასპინძლა – სათავგადასავლო, ისე მშვიდი დასვენების მოყვარული ვიზიტორების ერთ-ერთი საყვარელი ადგილია
- გილოცავთ – ბათუმმა კიდევ ერთი ტურიზმის “ოსკარი” მოიპოვა
- ბათუმის დელფინარიუმში სელაპი და დელფინი დაიბადნენ
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი დასვენება. (2026). ბათუმის დელფინარიუმი – ვიზიტორების ერთ-ერთი საყვარელი ადგილი. 24 აგვისტო, 2026. https://shenidasveneba.ge/ბათუმის-დელფინარიუმი-ვი/
იმოგზაურეთ საქართველოში GTour-თან ერთად
ყველა ტური gtour.ge-ზე · დაჯავშნა WhatsApp-ით +995 577 416 314
