თბილისში ახალი საერთაშორისო აეროპორტი აშენდება.
ახალი მეგაპროექტის განხორციელების შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა.
მთავრობის მეთაურმა ასევე დაავალა ეკონომიკის სამინისტროს გერმანიაში საფეხბურთო მატჩებზე დასასწრებად დამატებითი პირდაპირი ავიარეისებისა და ბილეთებზე ფიქსირებული, დაბალი ტარიფის უზრუნველყოფა.
ამასთან, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება განახლებადი ენერგიის რესურსების ოპტიმალურად ათვისების ხელშესაწყობად.
გარდა ამისა, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ყველა ფიზიკურ პირს, მათ შორის, ინდივიდუალურ მეწარმეებს სრულად ჩამოეწერებათ 2021 წლის პირველ იანვრამდე წარმოშობილი და გადაუხდელი აღიარებული საგადასახადო დავალიანება, მათზე დარიცხული საურავების ჩათვლით. კანონპროექტის მიღების შემდეგ, 145 ათას ფიზიკურ პირს სრულად ჩამოეწერება ჯამში 590 მილიონი ლარის ოდენობის საგადასახადო დავალიანება.
პრემიერ-მინისტრი ასევე გამოეხმაურა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ხელახლა ინიციირებას და აღნიშნა, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში გამჭვირვალობას ალტერნატივა არა აქვს. ირაკლი კობახიძის შეფასებით, კანონპროექტი თავიდან ბოლომდე გამართულია და ის არასამთავრობო ორგანიზაციებისა და შესაბამისი მედიასაშუალებების ფინანსების წლიურ დეკლარირებას ითვალისწინებს.
ვრცლად იხილეთ: https://www.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=596…
#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba
იხილეთ ასევე
იმოგზაურეთ საქართველოში GTour-თან ერთად
მესტია და უშგული — 3 დღე სვანეთში€850 ერთ ადამიანზებათუმი და აჭარის მთები — 2 დღე€420 ერთ ადამიანზემარტვილი, ოკაცე და პრომეთეს მღვიმე — ერთ დღეში ქუთაისიდან€150 ერთ ადამიანზერაჭა — ხვანჭკარა და მთის ტბები (2 დღე)€450 ერთ ადამიანზე
ყველა ტური gtour.ge-ზე · დაჯავშნა WhatsApp-ით +995 577 416 314