პროექტის „ფილმი – ცნობილი აფხაზების უცნობი სახეები“ მეორე ნაწილის განხორციელება დაიწყო

პროფ. გიორგი ფხაკაძე

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლობით პროექტის „ფილმი – ცნობილი აფხაზების უცნობი სახეები“ მეორე ნაწილის განხორციელება დაიწყო.

პროექტის ფარგლებში, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრმა გიორგი გაბედავამ საფრანგეთის რესპუბლიკაში, საქართველოს საელჩოში სამუშაო შეხვედრები გამართა საქართველოს სრულუფლებიან დესპან ეკატერინე კოკაიასთან.

შეხვედრები ასევე გაიმართა ლეგენდარულ ფრანგ მსახიობ ფანი არდანთან, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის აკაკი ჩხენკელის შვილიშვილ თამარ ჩხენკელთან და საფრანგეთის ეროვნულ ბიბლიოთეკის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორ ჰერვე გოსტოდ-არტურთან. პროექტის პირველ ეტაპზე მოხდა საარქივო მასალებისა და ფოტო დოკუმენტაციის მოძიება და განხორციელდა ვიდეოგადაღებები ესპანეთსა და საფრანგეთში. გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან. პროექტის მეორე ნაწილის ფარგლებში, მიმდინარეობს სამუშაო შეხვედრები საფრანგეთის რესპუბლიკაში, რომელიც გულისხმობს არსებულ სხვადასხვა თემატურ არქივებთან, მუზეუმებსა ბიბლიოთეკებთან და ალექსანდრე შერვაშიძესთან დაკავშირებულ პიროვნებებთან შეხვედრებს, მასალების, ვიდეოკადრებისა და ინტერვიუს გადაღება-ჩაწერას.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის მიერ, უკვე მესამე წელია აქტიურად ხდება ემიგრაციაში გადახვეწილი აფხაზი საზოგადო მოღვაწეების მიერ შექმნილი ფასდაუდებელი ნამუშევრების მოძიება, დაარქივება და ქართველი და აფხაზი საზოგადოებისთვის გაცნობა.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

სკანირება
QR კოდი
shenidasveneba.ge

სტატიის ციტირება

READ  27 სექტემბერს, პირველად, საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღეს უმასპინძლებს

შენი დასვენება. (2025). პროექტის „ფილმი – ცნობილი აფხაზების უცნობი სახეები“ მეორე ნაწილის განხორციელება დაიწყო. 21 ოქტომბერი, 2025. https://shenidasveneba.ge/პროექტის-ფილმი-ცნობილი/

სტატიის ციტირება
პროფ. გიორგი ფხაკაძე. პროექტის „ფილმი – ცნობილი აფხაზების უცნობი სახეები“ მეორე ნაწილის განხორციელება დაიწყო [Internet]. თბილისი: Shenidasveneba.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 30]. ხელმისაწვდომია: https://shenidasveneba.ge/%e1%83%9e%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%94%e1%83%a5%e1%83%a2%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a4%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%9b%e1%83%98-%e1%83%aa%e1%83%9c%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98/
shenidasveneba.ge
author avatar
პროფ. გიორგი ფხაკაძე
MD, MPH, PhD | საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესორი და ეპიდემიოლოგი | დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის ხელმძღვანელი | საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე | Georgian Medical Journal-ის მთავარი რედაქტორი | WHO-ს კონსულტანტი, ჯანდაცვა და მიგრაცია, ჟენევა | UEMS საზოგადოებრივი ჯანდაცვის სექციის მდივანი/ხაზინადარი | Accréditation Sans Frontières, პარიზი — დამფუძნებელი და პრეზიდენტი | COVID-19 პანდემიის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის მრჩეველი | 25+ ქვეყანაში გამოცდილება | ORCID: 0000-0001-7609-4515
გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:

© 2026 შენი დასვენება · PHIG · Sheni Network