შვეიცარიაში აფხაზი საზოგადო მოღვაწეების ცხოვრების ამსახველი ფილმის გადაღება გრძელდება

პროფ. გიორგი ფხაკაძე

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად, შვეიცარიაში, ქალაქ ლოზანაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა, სადაც აფხაზეთის მთავრობის ინიციირებული პროექტის ფარგლებში, ფილმის ,,ცნობილი აფხაზების უცნობი ამბები“ გადაღება გრძელდება.

ემიგრაციაში მოღვაწე ცნობილი აფხაზების შესახებ ფილმის გადაღება საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მხარდაჭერით ევროპის რამდენიმე ქვეყანაში მიმდინარეობს და მისი პრეზენტაცია წლის ბოლოს იგეგმება.

ღონისძიების ფარგლებში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები პრილის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებს შეხვდნენ და პრილის სასაფლაოზე პატივი მიაგეს გასული საუკუნის აფხაზური ემიგრაციის ცნობილი წარმომადგენლის ზურაბ ჩხოტუას ხსოვნას.

იქვე დაკრძალულია ცნობილი დიპლომატის ნიკი (ნიკოლოზ) ჩხოტუას ბიცოლა, ჩხოტუების საგვარეულოს ერთ-ერთი ცნობილი წარმომადგენლის ჯოტო ემუხვარის მეუღლე – ვერონიკა ჰარისი-ემუხვარი, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის ქართული ემიგრაციის მხარდაჭერაში.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლისა და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის პროექტის ფარგლებში განხორციელდა, რომელიც მიზნად ისახავს ემიგრაციაში წასული აფხაზური წარმოშობის ცნობილი მოღვაწეების საარქივო მასალების მოძიებასა და მათ საქართველოში დაბრუნებას.

სკანირება
QR კოდი
shenidasveneba.ge

სტატიის ციტირება

შენი დასვენება. (2025). შვეიცარიაში აფხაზი საზოგადო მოღვაწეების ცხოვრების ამსახველი ფილმის გადაღება გრძელდება. 20 სექტემბერი, 2025. https://shenidasveneba.ge/შვეიცარიაში-აფხაზი-საზოგ/

სტატიის ციტირება
პროფ. გიორგი ფხაკაძე. შვეიცარიაში აფხაზი საზოგადო მოღვაწეების ცხოვრების ამსახველი ფილმის გადაღება გრძელდება [Internet]. თბილისი: Shenidasveneba.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 30]. ხელმისაწვდომია: https://shenidasveneba.ge/%e1%83%a8%e1%83%95%e1%83%94%e1%83%98%e1%83%aa%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%90%e1%83%a8%e1%83%98-%e1%83%90%e1%83%a4%e1%83%ae%e1%83%90%e1%83%96%e1%83%98-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%96%e1%83%9d%e1%83%92/
shenidasveneba.ge
author avatar
პროფ. გიორგი ფხაკაძე
MD, MPH, PhD | საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესორი და ეპიდემიოლოგი | დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის ხელმძღვანელი | საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე | Georgian Medical Journal-ის მთავარი რედაქტორი | WHO-ს კონსულტანტი, ჯანდაცვა და მიგრაცია, ჟენევა | UEMS საზოგადოებრივი ჯანდაცვის სექციის მდივანი/ხაზინადარი | Accréditation Sans Frontières, პარიზი — დამფუძნებელი და პრეზიდენტი | COVID-19 პანდემიის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის მრჩეველი | 25+ ქვეყანაში გამოცდილება | ORCID: 0000-0001-7609-4515
READ  ბაკურციხე-წნორის მაგისტრალური გზა გაიხსნა
გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
MD, MPH, PhD | საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესორი და ეპიდემიოლოგი | დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის ხელმძღვანელი | საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე | Georgian Medical Journal-ის მთავარი რედაქტორი | WHO-ს კონსულტანტი, ჯანდაცვა და მიგრაცია, ჟენევა | UEMS საზოგადოებრივი ჯანდაცვის სექციის მდივანი/ხაზინადარი | Accréditation Sans Frontières, პარიზი — დამფუძნებელი და პრეზიდენტი | COVID-19 პანდემიის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის მრჩეველი | 25+ ქვეყანაში გამოცდილება | ORCID: 0000-0001-7609-4515
© 2026 შენი დასვენება · PHIG · Sheni Network