სიტყვა სოლოლაკი,როგორც ამბობენ, არაბული სიტყვაა და ნიშნავს აკვედუკებს, არხებს. სხვადასხვა გადმოცემით, დღევანდელი ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის ნაწილის მოსარწყავად არაბთა ბატონობის ხანაში, სარწყავი არხები აუშენებიათ. ამარხებს „სუ-ლა–ლაჰს ეძახდნენ და, როგორც ჩანს, ეს სახელწოდება მის მკვებავ ნაკადულზე და შემდგომ მთაზეც გავრცელდა. უფრო გვიან კი ეს სახელწოდება მთის ძირას მოქცეულ ნაკვეთსაც დაარქვეს.


დღევანდელი სოლოლაკი ძველთაგანვე ბაღებითა და ბაღჩებით ყოფილა დაფარული.
ვახუშტი ბატონიშვილის მიერ შედგენილ თბილისის 1735 წლის გეგმაზე სოლოლაკში აღნიშნულია მეფის, დედოფლის, მამასახლისის, თბილელი ეპისკოპოსის ბაღები.

არქიტექტურის — დეტალები

მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან სოლოლაკში ბურჟუაზია დასახლდა და იქ არსებული არქიტექტურის თუ ცხოვრების სტილის გამო მოგზაურები მას ” კავკასიის პარიზად ” მოიხსენიებდნენ.


#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba
დამატებითი ინფორმაცია
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი დასვენება. (2025). არქიტექტურის თუ ცხოვრების სტილის გამო “კავკასიის პარიზად” მოიხსენიებდნენ – სოლოლაკი…. 22 სექტემბერი, 2025. https://shenidasveneba.ge/არქიტექტურის-თუ-ცხოვრე/
იმოგზაურეთ საქართველოში GTour-თან ერთად
ყველა ტური gtour.ge-ზე · დაჯავშნა WhatsApp-ით +995 577 416 314

