ზემელი, სა­ხე­ლი იქ მდგა­რი აფ­თი­ა­ქის მი­ხედ­ვით შე­ერ­ქვა – “ზემელის აფთიაქი!”

ანა დოლიძე
ავტორი
ანა დოლიძე - ჟურნალისტი

ზემელი — თბილისში რუსთაველის სახელობის მოედნის ერთ-ერთი კუთხის ადრინდელი სახელწოდება, შეერქვა აქ მდგარი აფთიაქის მიხედვით, რომელიც პროვიზორ-აფთიაქარ ევგენი ზემელს ეკუთვნოდა.

ზე­მე­ლი – თბი­ლის­ში რუს­თა­ვე­ლის სა­ხე­ლო­ბის მო­ედ­ნის ერთ-ერთი კუ­თხის ად­რინ­დე­ლი სა­ხელ­წო­დე­ბაა. სა­ხე­ლი იქ მდგა­რი აფ­თი­ა­ქის მი­ხედ­ვით შე­ერ­ქვა, რო­მე­ლიც პრო­ვი­ზორ-აფ­თი­ა­ქარ – ევ­გე­ნი ზე­მელს ეკუთ­ვნო­და. სარ­ე­კონ­სტრუქ­ციო სა­მუ­შა­ო­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, XX სა­უ­კუ­ნის 30-იან წლებ­ში აფ­თი­ა­ქი აი­ღეს. ამ­ჟა­მად მო­ედ­ნის მიმ­დე­ბა­რე უბანს არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რად მა­ინც ზე­მელს უწო­დე­ბენ.

სარეკონსტრუქციო სამუშაოებთან დაკავშირებით XX საუკუნის 30-იან წლებში აფთიაქი აიღეს.
ამჟამად მოედნის მიმდებარე უბანს არაფორმალურად ზემელს უწოდებენ.

1911-13 წლების თბილისის გზამკვლევში, არის ჩანაწერი:

- Advertisement -
Ad imageAd image

ზემელი — დეტალები

ევგენი ზემელის აფთიაქი: ოლგას ქუჩა, ვერის დაღმართთან! დაღლილი სულისა და სხეულის დასაამებლად, თბილისელებს თურმე, ერთი კარგი ადგილი ეგულებოდათ, სადაც წამალიც რიგდებოდა ( არცთუ იშვიათად, უფასოდ ) და კეთილი სიტყვაცო -დაწერს გიზო ნიშნიანიძე. ეს ადგილი, 1898 წელს, გერმანიიდან ჩამოსული და გათბილისელებული სულის კაცის, ევგენი ზემელის აფთიაქი ყოფილა. სხვათაშორის, ევგენი ზემელი პირველი ყოფილა, ვისაც თავის აფთიაქში ხილისა და მინერალური წყლების დასამზადებლად ექსპერიმენტები დაუწყია.

დაუწყია და ბოლომდეც მიუყვანია…

ხოდა, იყიდებოდა ზემელის აფთიაქში თბილისში დამზადებული სამკურნალო მინერალური წყლები: ვიში, მწარე უნგრული, ზელტერული სამკურნალო, ობერზალცბურნი, ემსკი … ზემელის აფთიაქის ულამაზესი არქიტექტურის, ოვალური ფორმის შენობა, ვერის დაღმართზე იყო წამოჭიმული. მერე აიღეს. 30-იან წლებში, რუსთაველის მოედნის გაფართოვებასთან დაკავშირებით დაანგრიეს, თავად ზემელის სახელი კი, დღემდე დარჩა..

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

READ  როგორ მოიქცეთ, თუ შემთხვევით მეტროს რელსებში ჩავარდით
გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი
მიჰყევით:
ჟურნალისტი — საზოგადოება და დასვენება. აშუქებს დასვენების კულტურას, ოჯახურ მოგზაურობას, ველნესსა და საზოგადოებრივ ამბებს, რომლებიც მოგზაურებს ეხება.
კომენტარები ჯერ არ არის