#image_title

იმოგზაურე შვეიცარიიდან საქართველოს მიმართულებით უფრო მარტივად EasyJet-ით

პროფ. გიორგი ფხაკაძე

ევროპული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია EasyJet  ჟენევასა და თბილისს შორის პირდაპირ ავიამიმოსვლას იწყებს . ახალი მარშრუტი მნიშვნელოვნად ამარტივებს საქართველოს მიმართულებით მგზავრობას შვეიცარიიდან და ზრდის ინტერესს ქვეყნის ტურისტული პოტენციალის მიმართ.

შვეიცარიულ ონლაინ-გამოცემა Pichon Voyageur-ი სტატიას აქვეყნებს, სადაც საქართველოს ტურისტული და კულტურული მიმზიდველობა განსაკუთრებულად არის გამოკვეთილი. გამოცემის ჟურნალისტმა საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრესტურის ფარგლებში იმოგზაურა.

სტატიაში საქართველო წარმოდგენილია როგორც „ევროპასა და აზიას შორის მდებარე ქვეყანა, რომელიც მოგზაურობას სთავაზობს სულის სიმშვიდით, სიდინჯით და არაჩვეულებრივი პეიზაჟებით“. ავტორი აქცენტს აკეთებს როგორც თბილისზე, ისე საქართველოს სხვადასხვა კუთხეზე, ღვინის კულტურასა და ნაკლებად ათვისებულ ტურისტულ მიმართულებებზე.

სტატიის ავტორი მოუწოდებს მკითხველს „გეგმებისგან დამოუკიდებელი აღმოჩენებისკენ“, საქართველოში მოგზაურობა კი წარმოდგენილია არა როგორც სწრაფი ტურისტული ვიზიტი, არამედ გამოცდილების ხანგრძლივი პროცესი.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

„საქართველოში დრო უნდა დაუშვა ნელა იაროს – სპონტანურობა აქ საუკეთესო მეგზურია და გზა არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე დანიშნულება. ეს ქვეყანა ტურისტს არა გეგმებით, არამედ გზადაგზა აღმოჩენებით იზიდავს.“ – აღნიშნულია სტატიაში.

თბილისი – ძველი და ახალი ქალაქის სინთეზი – გამოცემის თანახმად, თბილისის ძველი უბნები, აბანოთუბანი, ნარიყალას ციხე და საბაგირო იმ გამოცდილებათა ნაწილია, რომლებიც საერთაშორისო ტურისტებისთვის უკვე ცნობადია. ავტორი ასევე უსვამს ხაზს ქალაქის თანამედროვე ურბანულ ცხოვრებას და მისი კულტურული მრავალფეროვნებას.

სტატიაში გამორჩეულად არის აღნიშნული ქართული ღვინის ტრადიცია, რომელიც „მხოლოდ სასმელი კი არა, ეროვნული იდენტობის ნაწილია“. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მთიან რეგიონებს, ბუნებრივ პარკებსა და სოფლების ავთენტურ გარემოს.

Pichon Voyageur არის შვეიცარიაში დაფუძნებული ფრანგულენოვანი ტურისტული ონლაინ-გამოცემა, რომელიც აქვეყნებს ანალიტიკურ და საინფორმაციო  მასალებს მოგზაურობის თემაზე.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

Contents
READ  წაიკითხეთ ინფორმაცია - რატომ არის სასარგებლო ფეიხოა და რა ასაკიდან მივცეთ ბავშვს
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB

Android: https://play.google.com/store/apps/details…

Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.
#შენიექიმი #sheniekimi #
გიორგიფხაკაძე #ჯანმრთელობა #აქხარისხია #drpkhakadze
სკანირება
QR კოდი
shenidasveneba.ge

სტატიის ციტირება

შენი დასვენება. (2025). იმოგზაურე შვეიცარიიდან საქართველოს მიმართულებით უფრო მარტივად EasyJet-ით. 21 ოქტომბერი, 2025. https://shenidasveneba.ge/იმოგზაურე-შვეიცარიიდან-ს/

სტატიის ციტირება
პროფ. გიორგი ფხაკაძე. იმოგზაურე შვეიცარიიდან საქართველოს მიმართულებით უფრო მარტივად EasyJet-ით [Internet]. თბილისი: Shenidasveneba.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 30]. ხელმისაწვდომია: https://shenidasveneba.ge/%e1%83%98%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%92%e1%83%96%e1%83%90%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%94-%e1%83%a8%e1%83%95%e1%83%94%e1%83%98%e1%83%aa%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%98%e1%83%93%e1%83%90%e1%83%9c-%e1%83%a1/
shenidasveneba.ge
author avatar
პროფ. გიორგი ფხაკაძე
MD, MPH, PhD | საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესორი და ეპიდემიოლოგი | დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის ხელმძღვანელი | საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე | Georgian Medical Journal-ის მთავარი რედაქტორი | WHO-ს კონსულტანტი, ჯანდაცვა და მიგრაცია, ჟენევა | UEMS საზოგადოებრივი ჯანდაცვის სექციის მდივანი/ხაზინადარი | Accréditation Sans Frontières, პარიზი — დამფუძნებელი და პრეზიდენტი | COVID-19 პანდემიის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის მრჩეველი | 25+ ქვეყანაში გამოცდილება | ORCID: 0000-0001-7609-4515
გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
MD, MPH, PhD | საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესორი და ეპიდემიოლოგი | დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის ხელმძღვანელი | საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე | Georgian Medical Journal-ის მთავარი რედაქტორი | WHO-ს კონსულტანტი, ჯანდაცვა და მიგრაცია, ჟენევა | UEMS საზოგადოებრივი ჯანდაცვის სექციის მდივანი/ხაზინადარი | Accréditation Sans Frontières, პარიზი — დამფუძნებელი და პრეზიდენტი | COVID-19 პანდემიის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის მრჩეველი | 25+ ქვეყანაში გამოცდილება | ORCID: 0000-0001-7609-4515
© 2026 შენი დასვენება · PHIG · Sheni Network