მეტეხის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი

გიორგი ბერიანიძე
ავტორი
გიორგი ბერიანიძე - ჟურნალისტი
  • მეტეხის ღვთისმშობლის  ტაძრის  კომპლექსი
  • კვირაცხოვლის ეკლესია
  • ამაღლების ეკლესია
  • წმ. თევდორეს ეკლესია

მეტეხი – სოფელი კასპის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მტკვრის მარჯვენა ნაპირზე. საკრებულოს ცენტრი (სოფელი: ბარნაბიანთკარი). ზღვის დონიდან 560 მეტრი, კასპიდან 10 კილომეტრში.

მეტეხის ტერიტორიაზე აღმოჩენილია  სამაროვნები, ყორღანები  და ნამოსახლარები, ადრეული ბრინჯაოს ხანიდან მოყოლებული  ძვ წ- აღ -ის  მე -10 საუკუნით დამთავრებული..

სოფელში რამდენიმე ეკლესიაა:

სოფელში, გაშლილ ტაფობზე, დგას ხუროთმოძღვრული კომპლექსი, რომელშიც შედის XIII საუკუნის  გუმბათოვანი ეკლესია, გვიანდელ შუა საუკუნოვანი სამრეკლო და კოშკებჩამონგრეული გალავანი.

- Advertisement -
Ad imageAd image

ღვთისმშობლის ეკლესია XIII საუკუნით თარიღდება, გალავანი და კოშკები გვიანი შუასაუკუნეებისაა, სამრეკლო კი XIX საუკუნეშია აგებული. ნაგებობები რამდენჯერმეა შეკეთებული. გვიან შუასაუკუნეებშია აღდგენილი ტაძრის გუმბათი, კამარები, კედლების ზედა მონაკვეთები და ორნამენტული სამკაულები.

28 აგვისტოს მართლმადიდებელი ეკლესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს.

მეტეხის — დეტალები

ფოტო: badri vadachkoria

ქრისტიანულ სამყაროში, ყოვლადწმიდა სამების შემდეგ, ღვთისმშობელი მარიამი იდიდება. უდიდეს ათორმეტ დღესასწაულთაგან სამი – ღვთისმშობლის შობა, მიძინება და ყოვლადწმიდა მარიამის ტაძრად მიყვანება უშუალოდ ღვთისმშობელს უკავშირდება.

- Advertisement -
Ad imageAd image

გუგულაანთ უბანში, სოფლის აღმოსავლეთით სასაფლაოზე მდებარეობს გვიანდელი ფეოდალური ხანის მცირე ზომის ეკლესია – ამაღლების ეკლესია.

სოფლის დასავლეთით, მაღალ გორაკზე მდებარეობს გვიანდელი ფეოდალური ხანის წმ.თევდორეს ეკლესია

სოფლის დასავლეთით სასაფლაოზე  მდებარეობს კვირაცხოვლის მცირე ზომის ეკლესია.

 

#datashvil  #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

READ  დედა მარიამის მონასტერი (პანაგია სუმელა) - იქ დაცულია სასწაულმოქმედი ხატი, რომელიც როგორც გადმოცემებიდან ვიგებთ ლუკა მახარებელს უნდა დაეწერა
გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი
მიჰყევით:
ჟურნალისტი — საქართველოს კუთხეები და მარშრუტები. წერს რეგიონებზე, ბუნების ძეგლებზე, სალაშქრო ბილიკებსა და მოგზაურობის პრაქტიკულ რჩევებზე.