მიხეილ ხერგიანის სახელობის სახლ-მუზეუმი – „კლდის ვეფხვი“
მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმი სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. მიხეილ ბესარიონის ძე ხერგიანი გახლავთ ქართველი ალპინისტი, სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი (1963), სსრკ საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი (1967), საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი.
იგი დაიბადა 1932 წლის 25 მარტს მესტიაში, დაამთავრა საქართველოს ფიზკულტურის ინსტიტუტი. ის არის ალპინიზმში სსრკ სამგზის, კლდეზე ცოცვაში პროფკავშირების საკავშირო შეჯიბრებისა და სსრკ ჩემპიონატების შვიდგზის ჩემპიონი. გამოირჩეოდა მთაზე ასვლისა და კლდეზე ცოცვის უბადლო ოსტატობით. ძალზე პოპულარული იყო როგორც საბჭოთა, ისე უცხოეთის მთასვლელთა შორის. დაიღუპა იტალიაში, მწვერვალ სუ-ალტოზე ასვლისას. ხერგიანის მთაში სამაშველო მუშაობის შედეგად გადარჩენილია მრავალი ადამიანი. მას დალაშქრული აქვს კავკასიონის, პამირის, ტიან-შანის, ალპების ურთულესი მწვერვალები. ინგლისში მას ”კლდის ვეფხვი” ვეფხვი უწოდეს და ეს სახელი სამუდამოდ შერჩა. მისი სახელი მიენიჭა მწვერვალებს კავკასიონსა და პამირ-ალაიში, თურქესტანის ქედზე, ვრაჩანის მასივის ერთ-ერთ ალპინისტურ მარშრუტს ბულგარეთში, კლდეს იაილის მასივზე ყირიმში, ახალგაზრდულ კლუბ “ბეთქილს”, საშუალო სკოლას და ერთ-ერთ ქუჩას მესტიაში, მცირე პლანეტას ასტეროიდების რგოლში მარსი-იუპიტერის ორბიტაზე. დაწესებულია მიხეილ ხერგიანის ყოველწლიური მემორიალი მეკლდეურობაში (1967), მესტიაში გახსნილია მემორიალური სახლ-მუზეუმი (1983). მიხეილ ხერგიანის კოშკიდან მესტიის შესანიშნავი ხედი იშლება.
მიხეილ ბესარიონის ძე ხერგიანი დაიბადა 1932 წლის 20 მარტს. მამა ალპინისტი იყო, რომელმაც 1937 წელს უშბა დაიპყრო. მამის გარდა, ალპინისტები იყვნენ მისი ბიძა და ბიძაშვილი. მიშა დადიოდა მთებში, ცოცავდა კლდეებზე და სამთო-სათხილამურო სპორტით იყო გატაცებული.
1969 წელს დაამთავრა საქართველოს ფიზკულტურის ინსტიტუტი. ალპინიზმში სსრკ სამგზის (1955, 1956, 1964) და კლდეზე ცოცვაში პროფკავშირების საკავშირო შეჯიბრებისა და სსრკ ჩემპიონატების შვიდგზის (1952, 1960, 1962, 1964, 1965 (აბსოლუტური), 1966, 1967) ჩემპიონი. გამოირჩეოდა მთაზე ასვლისა და კლდეზე ცოცვის უბადლო ოსტატობით. ძალზე პოპულარული იყო როგორც საბჭოთა, ისე უცხოეთის მთასვლელთა შორის.
მიხეილ ხერგიანი კლდეზე ცოცვაში სსრკ-ის ჩემპიონი შვიდჯერ გახდა. მან რთული კლდოვანი მარშრუტების სასწაული სისწრაფით გავლის უნარისათვის ინგლისელი მთამსვლელებისგან წოდება „კლდის ვეფხვი“ დაიმსახურა.
ხერგიანის მთაში სამაშველო მუშაობის შედეგად გადარჩენილია მრავალი ადამიანი. მისი სახელის უკვდავსაყოფად 1983 წელს მესტიაში გაიხსნა ხერგიანის მემორიალური მუზეუმი. 1976 წლიდან გაგრის მახლობლად ყოველწლიურად ტარდებოდა ხერგიანის მემორიალი (შეჯიბრება კლდეზე ცოცვაში). 1971 წელს კლდეზე ცოცვაში საკავშირო შეჯიბრებაზე დაწესდა ხერგიანის პრიზი. ხერგიანი დაჯილდოებულია „საპატიო ნიშნის“ ორდენით.
1969 წელს მიხეილ ხერგიანი ალპინისტთა ჯგუფთან ერთად იტალიურ ალპებში გაემგზავრა, მწვერვალებზე რამდენიმე ეფექტური დალაშქვრის მიზნით. ბოლო მარშრუტი იყო მთა სუალტოს 700-მეტრიანი კედელი, სადაც ხერგიანს რეკორდი უნდა დაემყარებინა. მასთან ერთად მოსკოველი ალპინისტი ვიაჩესლავ ონიშჩენკო იყო. პირველი ხერგიანი მიდიოდა. ერთ მომენტში ხერგიანი მოწყდა და დიდი ლოდების გროვასთან ერთად დაბლა ეცემოდა. ონიშჩენკო კლდის მეორე მხარეს იყო და მოწყვეტის მომენტი არ დაუნახავს. საშინელი ხმაურისა და ყვირილის ხმის გაგონებისას, მოემზადა იმისათვის, რომ თოკი მოწყდებოდა, მაგრამ მაშინვე იგრძნო, რომ თოკი დაჭიმული აღარ არის. თოკი ქვებმა გადაჭრეს, რომლებიც ხერგიანთან ერთად მოწყდა.
ხერგიანი 600 მეტრის სიმაღლიდან მოწყდა და ქვებზე დაეცა. ალპინისტის სხეული საშინლად დასახიჩრებული იყო. მიხეილის მამამ შვილის ამოცნობა მხოლოდ ქამრით შეძლო. ალპინისტი კი მხოლოდ 37 წლის იყო. სახლის ზედა ნაწილში, კლდის მსგავს კედელზე, ინახება ის ავბედითი თოკი, წითელი ფერის.
1969 წელს თურქესტანის ქედზე 4960 მ სიმაღლის მწერვალს მისი სახელი ეწოდა.
ხერგიანმა კულტურაშიც შესამჩნევი კვალი დატოვა. მასზე დაწერილია წიგნები, მოთხრობები, კომპოზიციები, იური ვიზბორმა და ევგენი ევტუშენკომ მას ლექსები მიუძღვნეს. ვლადიმირ ვისოცკიმ მიხეილ ხერგიანს მიუძღვნა შესანიშნავი სიმღერა К вершине.