აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმი – ძირითადი მიზნები და აქტივობები:

პროფ. გიორგი ფხაკაძე
მუზეუმის ისტორია

აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმი – ისტორიული მუზეუმი.

აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმი დაარსდა 1908 წელს – მასწავლებელთა ჯგუფის ინიციატივითა და ბათუმის საზოგადო მოღვაწეთა თაოსნობით როგორც სასკოლო მუზეუმი. 1908 წელს 19 მარტს 28 ხმოსნის მონაწილეობით გამართულ სხდომაზე საქალაქო საბჭომ მოიწონა თავისი გამგეობისა და საფინანსო კომისიის ერთობლივი დასკვნა პუშკინის სახელობის საქალაქო სასწავლებელთან საბავშვო მუზეუმის გახსნის შესახებ, რაც მალე კიდეც შეასრულეს.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

მუზეუმი მდებარეობდა ვოზნესენსკისა და ოლღას (ამჟამად მელიქიშვილისა და ვახტანგ გორგასალის ქუჩების კუთხე) ქუჩების კუთხეში. მუზეუმის გამგედ 1908 წლის 1 ოქტომბრიდან დაინიშნა პუშკინის სახელობის საქალაქო სასწავლებლის ხელგარჯილობის მასწავლებელი ნიკოლოზ გომანი.

1910 წლის 9 მაისიდან გაფართოების გამო გადაიტანეს საქალაქო საბჭოს შენობის პირველ სართულზე და ერთი ოთახი დაუთმეს. 1912 წლის 15 ოქტომბერს საქალაქო საბჭოს დადგენილებით იგი გადააკეთეს საქალაქო მუზეუმად. 1924 წლამდე მუზეუმი შერეული ტიპისა იყო, ხოლო 1925 წლიდან გადააკეთეს აჭარის მხარეთმცოდნეობის მუზეუმად. იმავე წელს გადაიტანეს ყოფილ სამხედრო ტაძარში, სადაც იყო 1930 წლამდე. სინესტის გამო ამ ტაძარში ბევრი ექსპონატი გაფუჭდა, ამიტომ 1930 წლის 25 იანვრიდან მუზეუმი ხაზინის შენობაში მოათავსეს.

ნიკოლოზ გომანის შემდეგ 1938 წლის თებერვლიდან და 1989 წლის მაისამდე მუზეუმის დირექტორი იყო გამოჩენილი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე ხარიტონ ახვლედიანი. მის სახელთანაა დაკავშირებული მუზეუმის, როგორც სამხარეთმცოდნეო სამეცნიერო-საგანმანათლებლო დაწესებულების განვითარება-განმტკიცება.

1957 წელს მუზეუმის ძველ შენობაზე დაშენდა მე-2 სართული.აჭარის მუზეუმი ერთ-ერთი უძველესი სამეცნიერო-საგანმანათლებლო დაწესებულებაა საქართველოში. აქ დაცულია 180 000-მდე ექსპონატი: უნიკალური ნივთები, კოლექციები, ფოტოები, ხელოვნების ნიმუშები,ხელნაწერთა ფონდში დაცულია 2 000-ზე მეტი იშვიათი ხელნაწერი ქართულ, რუსულ, სომხურ, არაბულ, თურქულ, სპარსულ და სხვა ენებზე, მუზეუმის ბიბლიოთეკაში ინახება 63 000 წიგნი სხვადასხვა ენაზე. მათ შორის ბევრი ბიბლიოგრაფიული იშვიათობაა.

აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში 2015 წელს ჩატარდა სრული რეაბილიტაცია. მუზეუმის ეზოში აშენდა ახალი, სამსართულიანი კორპუსი-ბუნების, ისტორიის, სამეცნიერო-საგანმანათლებლო განყოფილების თანამშრომელთათვის და მხატვრული ტილოების საცავი.

READ  დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი

მუზეუმის საექსპოზიციო ფართი გაიზარდა 40 კვ.მ-ით, ინტერიერის შესაბამისი დიზაინით გამოცალკევდა განსაკუთრებული ექსპონატის სტატუსით ანტიკური კრატერი.მუზეუმის ექსპოზიცია კონცეპტუალურად განახლებულია. ბუნების განყოფილებაში წარმოდგენილია აჭარის გეოლოგიური წარსული, ფლორა, ფაუნა; ისტორიის განყოფილება აჩვენებს მხარის ისტორიულ წარსულს, ეთნოგრაფიულ განსხვავებულობას.

აჭარის — დეტალები

საგამოფენო დარბაზში ექსპონირებულია ხელოვნების ნიმუშები, მხატვრული ტილოები, სკულპტურები,სამკაულები და ანტიკვარული ნივთები.კეთილმოწყობილია მუზეუმის ეზო, სადაც განთავსებულია ვეშაპის ჩონჩხი, აჭარაში პირველი ტრაქტორი, მატერიალური კულტურის ძეგლების ორნამენტიანი ფრაგმენტები ძველი წარწერებით.

მუზეუმის ძირითადი მიზნები და აქტივობები:
• კულტურულ–საგანმანათლებლო და სამეცნიერო–კვლევითი საქმიანობის წარმართვა თანამედროვე მოთხოვნათა შესაბამისად.
* საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება.
• ეროვნული საგანძურის მოძიება, მეცნიერული შესწავლა, რეგისტრაცია, დაცვა, ექსპონირება.
• სამუზეუმო კოლექციების ოპტიმიზაცია, რესტავრაცია, პოპულარიზაცია.
• ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით ექსპოზიციების განახლება.
• ბეჭდვითი პროდუქციის გამოცემა.
• ვიზიტორთა მომსახურება. 

მუზეუმი დაარსდა 1908 წელს. მასწავლებელთა ჯგუფის ინიციატივითა და ბათუმის საზოგადო მოღვაწეთა თაოსნობით როგორც სასკოლო მუზეუმი. 1908 წელს 19 მარტს 28 ხმოსნის მონაწილეობით გამართულ სხდომაზე საქალაქო საბჭომ მოიწონა თავისი გამგეობისა და საფინანსო კომისიის ერთობლივი დასკვნა პუშკინის სახელობის საქალაქო სასწავლებელთან საბავშვო მუზეუმის გახსნის შესახებ, რაც მალე შეასრულეს კიდეც.
ნიკოლოზ გომონის შემდეგ მუზეუმის დირექტორი იყო მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, ხარიტონ ახვლედიანი. მის სახელთანაა დაკავშირებული მუზეუმის, როგორც სამხარეთმცოდნეო სამეცნიერო-საგანმანათლებლო დაწესებულების განვითარება-განმტკიცება.
მუზეუმში დაცულია 180 000 მეტი სხვადასხვა სახის ექსპონატი ასევე ხელნაწერთა ფონდში დაცულია 2000-ზე მეტი იშვიათი ხელნაწერი ქართულ, რუსულ, სომხურ, არაბულ, თურქულ, სპარსულ და სხვა ენებზე, ხარიტონ ახვლედიანის სამეცნიერო ბიბლიოთეკა 1937 წელს დაარსდა და მასში ინახება 63000 ბეჭდური წიგნი და ჟურნალი სხვადასხვა ენებზე, მათ შორის, ბევრი ბიბლიოგრაფიული იშვიათობაა.

მუზეუმის მუშაობის განრიგი: ყოველდღე, 10.00 – 18.00.
მუზეუმში შესასვლელი ბილეთის ფასი: სტანდარტული – 6 ლარი
საექსკურსიო ინდივიდუალური – 15 ლარი
საექსკურსიო ჯგუფური (6 დან – 30 მდე ვიზიტორი) – 10 ლარი

READ  ადგილები, რომელსაც ყველაზე მეტი სტუმარი ჰყავდა - საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე რეკორდული - 1 214 653 ვიზიტორი დაფიქსირდა

აუდიო (ქართულენოვანი / ინგლისურენოვანი / რუსულენოვანი) QR გიდი
გიდები (ქართულენოვანი / ინლისურენოვანი / რუსულენოვანი)

უფასო ვიზიტი: 6 წლამდე ასაკის ბავშვები; საქართველოს და უცხოეთის მუზეუმების თანამშრომლები, ICOM-ის წევრები (შესაბამისი დოკუმენტის და ID ბარათის წარდგენით); სპეციალური საჭიროების მქონე პირები (შესაბამისი დოკუმენტის წარდგენით); იძულებით გადაადგილებული პირები.

- Advertisement -
Ad imageAd image

მუზეუმის შენობის სტატუსი: კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლი.

მუზეუმის მისამართი: ბათუმი, ხარიტონ ახვლედიანის ქ. 4

მუზეუმის ექსპონატების რაოდენობა: 180 000

დამატებითი ინფორმაცია

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

სკანირება
QR კოდი
shenidasveneba.ge

სტატიის ციტირება

შენი დასვენება. (2026). აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმი – ძირითადი მიზნები და აქტივობები:. 14 თებერვალი, 2026. https://shenidasveneba.ge/აჭარის-ხარიტონ-ახვლედიან/

სტატიის ციტირება
პროფ. გიორგი ფხაკაძე. აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმი – ძირითადი მიზნები და აქტივობები: [Internet]. თბილისი: Shenidasveneba.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 26]. ხელმისაწვდომია: https://shenidasveneba.ge/%e1%83%90%e1%83%ad%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%ae%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%a2%e1%83%9d%e1%83%9c-%e1%83%90%e1%83%ae%e1%83%95%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%93%e1%83%98%e1%83%90%e1%83%9c/
shenidasveneba.ge
author avatar
პროფ. გიორგი ფხაკაძე
MD, MPH, PhD | საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესორი და ეპიდემიოლოგი | დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის ხელმძღვანელი | საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე | Georgian Medical Journal-ის მთავარი რედაქტორი | WHO-ს კონსულტანტი, ჯანდაცვა და მიგრაცია, ჟენევა | UEMS საზოგადოებრივი ჯანდაცვის სექციის მდივანი/ხაზინადარი | Accréditation Sans Frontières, პარიზი — დამფუძნებელი და პრეზიდენტი | COVID-19 პანდემიის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის მრჩეველი | 25+ ქვეყანაში გამოცდილება | ORCID: 0000-0001-7609-4515

იმოგზაურეთ საქართველოში GTour-თან ერთად

ყველა ტური gtour.ge-ზე · დაჯავშნა WhatsApp-ით +995 577 416 314

READ  სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი - დაცულია უნიკალური არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული მასალა და ძველი ქართული ხელნაწერების მდიდარი კოლექცია
გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
MD, MPH, PhD | საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესორი და ეპიდემიოლოგი | დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის ხელმძღვანელი | საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე | Georgian Medical Journal-ის მთავარი რედაქტორი | WHO-ს კონსულტანტი, ჯანდაცვა და მიგრაცია, ჟენევა | UEMS საზოგადოებრივი ჯანდაცვის სექციის მდივანი/ხაზინადარი | Accréditation Sans Frontières, პარიზი — დამფუძნებელი და პრეზიდენტი | COVID-19 პანდემიის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის მრჩეველი | 25+ ქვეყანაში გამოცდილება | ORCID: 0000-0001-7609-4515
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი დასვენება · PHIG · Sheni Network