შაბათი, სექტემბერი 27, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოება27-28 სექტემბერს, ბოტანიკურ ბაღში „პურის ფესტივალი - ქართული ხორბლის დღეები“ გაიმართება

27-28 სექტემბერს, ბოტანიკურ ბაღში „პურის ფესტივალი – ქართული ხორბლის დღეები“ გაიმართება

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით, 27 და 28 სექტემბერს „პურის ფესტივალი“ მეექვსედ გაიმართება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

წარმოდგენილი იქნება ბოტანიკური ბაღის ქართული მარცვლოვანი კულტურების კოლექცია და საქართველოში მოქმედი პურის მწარმოებელი კომპანიების სარეალიზაციო პროდუქცია. სპეციალურად გამოყოფილ სივრცეში პურის ცხობის მასტერკლასები ჩატარდება.

დამთვალიერებელი ორი დღის განმავლობაში იხილავს შემეცნებით ილუსტრაციას ხორბლის ქართული ენდემური სახეობების გავრცელების შესახებ.

ღონისძიებაზე დაგხვდებათ ქართული, ტრადიციული თემატური სამოსი, ასევე,ძველი ისტორიული ფოტოები, რომელზეც ასახულია პურთან დაკავშირებული საინტერესო ფაქტები.

„პურის ფესტივალზე“ დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება, დააგემოვნოს სხვადასხვა სახეობის ქართული პური, დაესწროს მესხური ქადების, ცომის მომზადებისა და თონეში პურის ცხობის მასტერკლასს და ჩაერთოს თემატურ გათამაშებებში.

ფესტივალს მუსიკალურად ბენდი გააფორმებს. ღონისძიება გაიხსნება სემინარით თემაზე – „ქართული ხორბლის კულტურა“.

„პურის ფესტივალი’’ 27 და 28 სექტემბერს,12:00 საათიდან დაიწყება და 18:00 საათამდე გაგრძელდება“, – აღნიშნულია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

author avatar
SheniDasvemeba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  შავი ზღვის წყლის ხარისხის შესახებ ახალი ინფორმაცია ვრცელდება
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები