სამშაბათი, ნოემბერი 26, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარისაქართველოს კუთხეებიხიხანის ციხე ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ციხეა აჭარაში

ხიხანის ციხე ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ციხეა აჭარაში

ხიხანის ციხე, ხირხათის ციხე (აბუსერისძეთა საგვარეულო ციხე) — შუა საუკუნეების ციხესიმაგრე აჭარაში, ხულოს მუნიციპალიტეტში, მდინარე სხალთის სათავეებში, მაღალ ციცაბო კლდის წვერზე.

ზღვის დონიდან 2236 მეტრზე მდებარე ხიხანის ციხე ერთ-ერთი ყველაზე კარგად შემონახული და რთულად მისასვლელი ციხე-სიმაგრეა აჭარაში, რის გამოც ის  მიმზიდველი ძირითადად მოლაშქრეებისთვისაა.

ხიხანის ციხის აშენების ზუსტი თარიღი უცნობია, თუმცა მეცნიერთა უმეტესობა ფიქრობს, რომ ის X-XIII საუკუნეებშია აშენებული. ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ ისტორიული დოკუმენტებში ხიხანის ციხის მშენებლობის დასრულებაში დიდი ადგილი უკავია აბუსერისძე ტბელის მეუღლეს ბაგულას, ასევე ხალხში არსებული ლეგენდები, რომლებიც ხიხანის ციხის აგებას თამარ მეფეს მიაწერენ. XI-XVI საუკუნეებში ხიხანის ციხე აჭარის ერისთავთერისთავ აბუსერისძეთა მთავარ რეზიდენცია იყო. შემდგომში მას ოსმალები დაეუფლნენ. 1815 წელს ხიხანის ციხეში იყო გამაგრებული ოსმალთა წინააღმდეგ მებრძოლი სელიმ ხიმშიაშვილი.

ციხესიმაგრეში შედის სხვადასხვა ნაგებობები: გალავანი, კოშკები, ეკლესია და სხვადასხვა დანიშნულების შენობათა ნაშთები.

ხიხანის ციხე ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ციხეა აჭარაში. მნიშვნელოვან სტრატეგიულ ადგილას იყო აშენებული, ქართველ დიდებულთა ერთ–ერთ თავშესაფარი იყო. როცა მტერი სძლევდა თბილისისა და გორის სიმაგრეებს, ისინი ამ ციხეს აფარებდნენ თავს.

XIII საუკუნის 30-იანი წლებისათვის ციხეში, ერისთავთ-ერისთავების აბუსერისა და ვარდანის დავალებით, მათმა ძმამ ტბელმა, ქვის წმ. გიორგის ეკლესია ააგო. ხიხანის ციხესა და თამარ მეფეს, უამრავი ლეგენდა აკავშირებს. ზოგჯერ ხიხანის ციხეს თამარის ციხესაც უწოდებენ.

ციხის ეტაპობრივ რეაბილიტაციას აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო 2012 წლიდან ახორციელებს.

ხიხანის ციხის ფართობი თითქმის ერთი ჰექტარამდეა. ციხესიმაგრის საამშენებლო წყობაში გამოირჩევა რამდენიმე ფენა: უძველესი – X-XI საუკუნეებისა, ახალი XVII-XIX საუკუნეებისა (ოსმალთა მფლობელობის ხანისა).

ხირხათში მრავალი ნაგებობის ნანგრევია მოღწეული, მათგან ზოგი ნაწილობრივ არის შემონახული, ზოგიერთი კი სრულიად გასწორებულია მიწასთან.

– ამჟამად ხირხათში ოთხი კოშკის ნაშთია შემონახული.

ლეგენდის მიხედვით, ხიხანის ციხე თავდაპირველად თითქოს ორ კლდეს შორის ყოფილა აგებული და მასზე საქარავნე გზა გადიოდა. საუკუნეების განმავლობაში კლდეები ნგრევის შედეგად ერთმანეთში არეულა და ასე ჩამოყალიბებულა არსიანის ქედი. აშენების დროისთვის ციხე-ქალაქს ,,ხიხათა” რქმევია.
,,მატიანე ქართლისაის” მიხედვით, ჯერ კიდევ XI საუკუნის შუა ხანებში ხიხათა ციხის მფლობელად იხსენიება აბუსერ I. აფხაზთა და ქართველთა მეფის ბაგრატ IV-ის გამეფებისას ბიზანტიელნი მოდგომიან ტაო-კლარჯეთს. ზედიზედ ნებდებოდნენ მესხნი აზნაურნი და ერისთავნი ბერძენთა პარკიმანოზს. მხოლოდ ეპისკოპოსებმა საბა მტბევარმა და ეზრა ანჩელმა და ერისთავმა აბუსერისძე ივანემ ,,ქმნეს დიდი ერთგულება ბაგრატ აფხაზთა მეფისათვის”, და ,,ვერა წარუღეს ქვეყანა მტერთა”. ერთგულებისა წილ აბუსერისძეთ ებოძათ ერისთავთ-ერისთავობა კლარჯეთისა და აჭარისა და გამგებლობა ციხეთა: არტანუჯისა, ხიხათა, ციხისჯვარისა და აწყვერისა.
ხიხანის ციხე სწორედ ივანე IV ტბელს აუშენებია. ის ერისთავი ყოფილა, ,,აბუსერი” მისი მეტსახელი იყო, რაც არაბულად ,,მამაც მამას” ნიშნავდა. ამიტომაც მისი შთამომავლობა შემდგომ აბუსერისძეებად იწოდებოდა. XI – XIII საუკუნეებში ხიხანი ერისთავთ-ერისთავების სარეზიდენციო ციხე-ქალაქს წარმოადგენდა. იგი მეტად მნიშვნელოვან სტრატეგიულ ადგილას მდებარეობდა და ქართველ დიდებულთა განსაკუთრებულ თავშესაფრად ითვლებოდა.
გადმოცემის მიხედვით, ციხე ვანის, იგივე იასაღის ქვით აუგიათ. პირველად კალატოზებს ხარ-კამეჩით დაუწყიათ სამშენებლო მასალების აზიდავა კლდეზე, მაგრამ შემდგომ სამეფო ჯარი ჩაუყენებიათ რამდენიმე კილომეტრის სიგრძეზე, ასე ხელიდან ხელში გადაცემით აუზიდიათ ქვები კლდის თავზე.
XIII საუკუნის დასაწყისში, ხიხათის ერისთავთ-ერისთავის ივანეს შვილს, წმ. ტბელ აბუსერიძეს აქ აუგია წმ. გიორგის ეკლესია. ეკლესიის აგების შესახებ საინტერესო წერილობითი ცნობების ავტორი თავად წმ. ტბელია. ,,მამულისა ჩვენისა კაცთა, წესისაებრ, დიდი ჭირი ნახეს, გარნა ბაკოელთა მეტისმეტად დიდი მოიჭირვეს”. მშენებლობის ინიციატორებიც სწორედ ბაკოელები ყოფილან ,,ვაზირობითა და შემოხვეწითა ხელვყავ ეკლესიისა მრავლითა სახელობითა აღშენება”. დარბაზული ტიპის ეკლესია აუგია კალატოზ ბოლოკ-ბასილს. დღეს მხოლოდ საძირკველი და კედლების მცირე ნაწილიღაა შემორჩენილი.
ხიხანის ციხეს მომდევნო საუკუნეებშიც არ დაუკარგავს თავისი მნიშვნელობა. 1815 წელს აქ გმირულად დაასრულა თავისი სიცოცლე სელიმ – ბეგ ხიმშიაშვილმა. 400 კაცით გამაგრდა მიუწვდომელ ციხეში და 15000 კაცისგან შემდგარმა მუჰამედ ფაშას ჯარმა 2 თვის განმავლობაში ციხეს ვერაფერი დააკლო. ციხე შიგნიდან გატყდა და ასე დაეცა. სელიმ-ბეგ ხიმშიაშვილს თავი მოკვეთეს. სიკვდილის წინ ეს სიტყვები უთქვამს – გურჯისტანი ოსმალოს სამუდამოდ არ შერჩებაო.
გადმოცემით, ხიხანის ციხეს ბევრი მიწისქვეშა საიდუმლო გზები და გვირაბები ჰქონია. აქაურ სოფლებში ხიხანთან აკავშირებენ თამარ მეფის სახელსაც.. ასევე, ამბობენ აქ მეფეთა განძთსაცავი იყოო.. თამარის საფლავიც შეიძლება აქ იყოსო… სხვა ისტორიული ძეგლების მსგავსად, ამ ციხესაც დაშლა-განადგურება ემუქრებოდა, თუმცა, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიერ ხორციელდება ხიხანის ციხის რესტავრაცია. სარესტავრაციო სამუშაოების პარალელურად წარმოებს არქეოლოგიური გათხრებიც. მკვლევართა მიერ აღმოჩენილია XI საუკუნის სასახლე, უძველესი ბუხარი, 28 ქვევრიანი ღვინის და 43 ქვევრიანი წყლის მარნები. ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, „ტკბილს მოიტანდნენ ბარიდან, ჩაასხამდნენ აქა და დადგების ღვინო კეთილი და გემოიანი“.

ხიხანის ციხეზე ასასვლელი ბილიკის მოეწყო . ტურისტული ბილიკის დალაშქვრის გამარტივების მიზნით ციხეზე ასასვლელი ბილიკი გაფართოვდა, მოაჯირების მონტაჟი ჩატარდა და კიბეები მოეწყო. 

პროექტის განხორციელდების შედეგად, ხიხანის ციხე ჩირუხი – ხიხანი- გოდერძის მარკირებულ გარდამავალ ალპურ მარშრუტზე მთავარი დანიშნულების ადგილი გახდება, რაც მარშრუტის ხანგრძლივობას გაზრდის.  გარდა ამისა, შესაძლებელი იქნება ციხეზე კულტურულპორტული ღონისძიებების განხორციელება და უფრო მასშტაბური პრესინფო ტურების ორგანიზება.

ხიხანის ციხე ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ციხეა აჭარაშიხიხანის ციხე ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ციხეა აჭარაშიხიხანის ციხე ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ციხეა აჭარაშიხიხანის ციხე ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ციხეა აჭარაში

#datashvil  #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniDasvemeba.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
პირველი ფიტნეს აკადემია და ევროპული ფიტნეს აკადემია იყო მოწვეული Georgian Anti-Doping Agency კონფერენციაზე

პირველი ფიტნეს აკადემია და ევროპული ფიტნეს აკადემია იყო მოწვეული Georgian Anti-Doping Agency კონფერენციაზე

ნოემბერი 25, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

25 ნოემბერი 2024
როგორ შევქმნათ ინტერიერის საახალწლო გაფორმება საკუთარი ხელით

როგორ შევქმნათ ინტერიერის საახალწლო გაფორმება საკუთარი ხელით

ნოემბერი 25, 2024
გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

ნოემბერი 26, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ზღმარტლი – ცოტამ თუ იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ზღმარტლი – ცოტამ თუ იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ნოემბერი 25, 2024
5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

ნოემბერი 25, 2024
სად ვიმოგზაუროთ ზამთარში: საუკეთესო ადგილები დასვენებისთვის

სად ვიმოგზაუროთ ზამთარში: საუკეთესო ადგილები დასვენებისთვის

25 ნოემბერი 2024
ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ნოემბერი 25, 2024
ქართველი პენსიონერების აქტიურობა საზღვარგარეთ მოგზაურობისას გაიზარდა

ქართველი პენსიონერების აქტიურობა საზღვარგარეთ მოგზაურობისას გაიზარდა

ნოემბერი 25, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები