პარასკევი, მაისი 2, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებაშავი ზღვის წყლის ხარისხი მთელ პერიმეტრზე ნორმის ფარგლებშია

შავი ზღვის წყლის ხარისხი მთელ პერიმეტრზე ნორმის ფარგლებშია

გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების მიხედვით, შავი ზღვის წყლის ხარისხი მთელ პერიმეტრზე ნორმის ფარგლებშია.

სააგენტო შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს განუწყვეტლივ, ყოველთვიურად, 12 წერტილში ატარებს.

კვლევებისას ისაზღვრება ჰიდრობიოლოგიური და ქიმიური პარამეტრები. შავი ზღვიდან აღებული სინჯები საანალიზოდ გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის აკრედიტებულ ლაბორატორიაში იგზავნება.

ლაბორატორია აღჭურვილია მაღალი სიზუსტის ანალიტიკური ხელსაწყოებით და სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებსა და სტანდარტებს.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

READ  ბათუმში „ზაფხულის ფესტივალზე“ ცნობილი ქართული ბენდები იმღერებენ
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები