გამოფენა „ბენქსი: ლეგენდის დაბადება“ 4 დღით გაგრძელდება

თაკო ჯანელიძე
ავტორი
თაკო ჯანელიძე - ჟურნალისტი

ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის მე-5 დაბადების დღესთან დაკავშირებით გამართული საერთაშორისო გამოფენა „ბენქსი: ლეგენდის დაბადება“ სტივ ლაზარიდისის კურატორობით ოფიციალურად 14 თებერვლის ნაცვლად 18 თებერვალს დაიხურება. პროექტის მხარდამჭერია SOLO X და Visa.

გამოფენის მიმართ საზოგადოების დიდი ინტერესის გამო, ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის გუნდის გადაწყვეტილებით, 15 თებერვლიდან 18 თებერვლის ჩათვლით საქართველოს მოქალაქეებისთვის გამოფენაზე შესვლა თავისუფალი იქნება.

მასშტაბური გამოფენა ოთხი თვის განმავლობაში მასპინძლობდა დამთვალიერებელს და ის 40 000-მდე ვიზიტორმა იხილა. მუზეუმმა მომხმარებელს არაერთი აქცია შესთავაზა, რომლის ფარგლებშიც, მოსწავლეებისთვის, სტუდენტებისთვის, პენსიონერებისა და სხვადასხვა ჯგუფის წევრებისთვის  გამოფენაზე შესვლა თავისუფალი იყო. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია გამოფენის კურატორის, ბენქსის ფოტოგრაფის და საქმიანი პარტნიორის, სტივ ლაზარიდისის ექსკლუზიური ფოტო და ვიდეომასალა, ამასთან, ბენქსის ორიგინალი ნამუშევრები ბრიტანელი ლორდის – ედვარდ ჩერჩილის კერძო კოლექციიდან. ასევე, ექსპონატებს შორისაა სხვადასხვა მასალით შესრულებული ნამუშევრები: სკულპტურა, ტილო, ავთენტური ქუჩის ჟალუზი და სხვა.

ერთ-ერთ დარბაზში ბენქსის ორიგინალებთან ერთად წარმოდგენილია ქართველი ქუჩის ხელოვანების მიერ მუზეუმის კედელზე შესრულებული ნამუშევრებიც.  ქართველი სტრიტ არტისტების მიერ მოხატული კედლის გამოფენის კურატორია ელენე კაპანაძე. მონაწილე არტისტები არიან გაგოშა, მიშიკო სულაკაური, სემიჩკა, კოსკა, Sick’nTired.

- Advertisement -
Ad imageAd image

გამოფენა — დეტალები

მუზეუმი მუშაობს ყოველ დღე, 10 : 00 – 21 : 00, ორშაბათის გარდა.

მისამართი: რუსთაველის გამზირი #7.

გამოფენის მხარდამჭერები არიან:  SOLO X, Visa. პარტნიორები: HUGE TV, კაპაროლი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.

„15-18 თებერვალს საქართველოს მოქალაქეებისთვის შესვლა თავისუფალი იქნება“

დამატებითი ინფორმაცია

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

- Advertisement -
Ad imageAd image

იმოგზაურეთ საქართველოში GTour-თან ერთად

ყველა ტური gtour.ge-ზე · დაჯავშნა WhatsApp-ით +995 577 416 314

READ  „ეს გვაძლევს საშუალებას ქვეყანამ რაც შეიძლება მეტი ტურისტი მიიღოს - დაინტერესებულები არიან საქართველოში ქორწილების გადახდით. ასევე დიდი დაინტერესებაა საქმიანი ტურიზმის მიმართულებით“-ანა გვაზავა
გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი
მიჰყევით:
ჟურნალისტი — კულტურა, ისტორია და მუზეუმები. აშუქებს კულტურულ მემკვიდრეობას, ფესტივალებს, გამოფენებსა და იმ ადგილებს, სადაც საქართველოს ისტორია ცოცხლდება.