პარასკევი, აგვისტო 15, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებასაქართველოს დაცული ტერიტორიების ცნობადობა იზრდება

საქართველოს დაცული ტერიტორიების ცნობადობა იზრდება

მიმდინარე პერიოდში, პოპულარულ სოციალურ ქსელებსა და სატელევიზიო არხებზე მნიშვნელოვნად გაიზარდა საქართველოს ეროვნული პარკების შესახებ სხვადასხვა სტატიის და პუბლიკაციის რაოდენობა ჩინეთის ბაზარზე. საქართველოს დაცული ტერიტორიების შესახებ ვრცელი სტატია ასევე დაიბეჭდა ჟურნალში, რომელიც Eastern China Airlines-ის ბორტზე განთავსდა. აღნიშნული ავიახაზებით ყოველწლიურად 100 მლნ-ზე მეტი მგზავრი სარგებლობს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნული პარკების მიმართ გაზრდილი ინტერესი ჩინეთის ბაზარზე, 2024 წლის სექტემბერში, დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ, ჩინეთის ტურისტული სააგენტოებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის ორგანიზებული ხუთდღიანი მედიატურის შედეგია. ასევე, გასულ წელს დაცული ტერიტორიების სააგენტომ ორჯერ მიიღო მონაწილეობა ჩინეთის ტურისტულ გამოფენაში, რაც დადებითად აისახება დაცული ტერიტორიების პოპულარიზაციასა და ცნობადობის ზრდაზე.

ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთ მთავარ სამიზნე ბაზარს წარმოადგენს, საიდანაც ტურისტების რაოდენობა, რომლებიც დაცულ ტერიტორიებს სტუმრობენ, მუდმივად მზარდია.

author avatar
SheniDasvemeba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  გორის გვირაბში 27-28 თებერვალს ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა დაწესდება
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები