გელათის სამონასტრო კომპლექსი გადახურვის სამუშაოების გამო, მომლოცველებისა და ვიზიტორებისთვის 2 ივლისიდან – 15 აგვისტომდე, დროებით დაიკეტება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
“გაცნობებთ, რომ გელათის სამონასტრო კომპლექსში, მთავარი ტაძრის ერთიანი/დროებითი გადახურვის სამუშაოები გადადის ფართომასშტაბიან და ძალზედ საპასუხისმგებლო სამუშაოების ფაზაში.
გელათის სამონასტრო კომპლექსის სანახავად მიმსვლელ ვიზიტორთა სიცოცხლის უსაფრთხოების დაცვისათვის და გერმანელი სპეციალისტების მოთხოვნით, რომელთაც უნდა განახორციელონ აღნიშნული სამუშაოები გადაწყდა, რომ 2 ივლისიდან – 15 აგვისტომდე, მომლოცველებისა და ვიზიტორებისთვის, დროებით დაიკეტოს გელათის სამონასტრო კომპლექსი.
გთხოვთ, გავითვალისწინოთ განცხადების შინაარსი და გაგებით მოვეკიდოთ მას”, – ნათქვამია განცხადებაში.
#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba
Sheni Network
სტატიის ციტირება
SheniDasvemeba.ge. გელათის სამონასტრო კომპლექსი მომლოცველებისა და ვიზიტორებისთვის დროებით დაიკეტება [Internet]. თბილისი: Shenidasveneba.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 5]. ხელმისაწვდომია: https://shenidasveneba.ge/%e1%83%92%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%90%e1%83%97%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%a2%e1%83%a0%e1%83%9d-%e1%83%99%e1%83%9d%e1%83%9b%e1%83%9e-2/
shenidasveneba.ge



