„ოკაცეს კანიონი” 12 თებერვალს დროებით დაიკეტა. მიზეზი ის ტექნიკური სამუშაოებია, რომელიც პერიოდულობით უტარდება ობიექტის ინფრასტრუქტურას.
ამ კანიონშია გავლებული საქართველოში კლდეებზე გადმოკიდებული პირველი ბილიკი, რომელიც ექსტრემალური ტურიზმის მოყვარულებისთვისაა შექმნილი. დაახლოებით 2-3 საათის საფეხმავლო გზის ნაწილია დადიანების ისტორიული ტყე-პარკი და 780 მ სიგრძის კიდულ ბილიკი.
კანიონი დასავლეთ საქართველოში, ხონის მუნიციპალიტეტში სოფელ გორდის მიმდებარედ არის. აქ ტურისტები მთელი წლის განმავლობაში იყრიან თავს.
“ოკაცეს კანიონი” ყოველწლიურად ათასობით ვიზიტორს ემსახურება.
ოკაცეს — დეტალები
დაცული ტერიტორიების სააგენტომ კონტრაქტორი ტენდერით შეარჩია. ტექნიკურ სამუშაოებში სახელმწიფო უწყება 864 555 ლარს დახარჯავს. კონტრაქტის მიხედვით, 1 მაისს შპს “ტალერი 2021”-ს დაკვეთა შესრულებული უნდა ჰქონდეს.
საქართველოში პირველი კიდული ბილიკი ოკაცეს კანიონშია.
ექსტრემალური ტურების მოყვარულთათვის ოკაცეს კანიონზე კიდული ბილიკია მოწყობილი, რომლის გავლას დაახლოებით 2-3 საათი სჭირდება. საფეხმავლო მარშრუტი დადიანების ისტორიულ ტყე-პარკსა და 780 მ სიგრძის კიდულ ბილიკს გაივლის და პანორამული გადასახედით სრულდება, სადაც ვიზიტორებს იქვე დამონტაჟებული სმარტ-სელფის აპარატით სამახსოვრო ფოტოსურათის გადაღება შეუძლიათ.
ოკაცეს კანიონი ახლოს არის დასავლეთ საქართველოს ცენტრალურ ქალაქ – ქუთაისთან, ასევე კანიონში მოგზაურობა კარგი გადაწყვეტილებაა აჭარაში დასვენების დროსაც.
დამატებითი ინფორმაცია
#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba
იმოგზაურეთ საქართველოში GTour-თან ერთად
ყველა ტური gtour.ge-ზე · დაჯავშნა WhatsApp-ით +995 577 416 314

