პარასკევი, აგვისტო 15, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაქართველოს კუთხეებინავენახევის მღვიმე განსხვავებული და ლამაზი...

ნავენახევის მღვიმე განსხვავებული და ლამაზი…

იმერეთის მხარე განსაკუთრებით მდიდარია უნიკალური მღვიმოვანი კომპლექსებით. მათ შორის ერთ-რთი გამორჩეულია ნავენახევის მღვიმე, რომელიც თერჯოლის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნავენახევთან მდებარეობს.

ნავენახევის მღვიმე განსხვავებული და ლამაზი ფორმის სტალაგმიტებით, სტალაგნატებითა და სტალაქტიტებით გამორჩეული 250 მეტრის სიგრძის ორსართულიანი და 4 დარბაზიანი მღვიმეა. ის შესასვლელიდან 30-ე მეტრზე ორად იყოფა. მეორე სართული პატარა საფეხურებით დაკავშირებულია დარბაზთან. მღვიმეს გასასვლელი არ აქვს, ამოკეტილია სტალაგნატით, რომლის სისქე 7 მეტრია.

ნავენახევის მღვიმის მიმდებარე ტერიტორიაზე მოწყობილია ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა, საგანმანათლებლო და სათამაშო მოედნები. 

მღვიმეში ოჯახთან ერთად მოგზაურობა შესანიშნავი იდეაა. ასე რომ, ესტუმრეთ თერჯოლას და აღმოაჩინეთ ნავენახევის მღვიმე!

author avatar
SheniDasvemeba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  ანაკლია ერთ-ერთი მიმზიდველი ადგილია - ანაკლია-განმუხურში განსაკუთრებით სუფთა ზღვა და წმინდა სილის პლაჟია
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები