ხუთშაბათი, ოქტომბერი 30, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოება„მოგვმართეთ ცხელ ხაზზე“ - ბრაზილიაში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს

„მოგვმართეთ ცხელ ხაზზე“ – ბრაზილიაში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს

ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო დამატებითი სიფრთხილისკენ მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს. აღნიშნულის შესახებ საუბარია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„რიო დე ჟანეიროში სამართალდამცავი უწყებების მიერ განხორციელებული ფართომასშტაბიანი ოპერაციიდან გამომდინარე, ქალაქში შექმნილი რთული ვითარების გათვალისწინებით, (შეზღუდული გადაადგილება, ფრენების გრაფიკის ცვლილებები, თავშეყრის ადგილებისა და კულტურული ობიექტების დახურვა) ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო დამატებითი სიფრთხილისკენ მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს, რათა გათვალისწინებულ იქნეს სამართალდამცავი ორგანოების მიერ შტატში დადგენილი რეგულაციების სრული დაცვა!

საჭიროების შემთხვევაში და დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, მოგვმართეთ ცხელ ხაზზე: +55 61 3366 1101“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, რიო დე ჟანეიროში ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ პოლიციის მიერ ჩატარებული მასშტაბური სპეცოპერაციის დროს, სულ მცირე, 60 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, ოთხი პოლიციელია. ბრაზილიის მთავრობის განცხადებით, დაკავებულია, სულ მცირე, 56 ადამიანი.

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
SheniDasvemeba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  გიორგის საოჯახო მარნის ისტორია ჯერ კიდევ მისი დაბადებისას დაიწყო
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები