შაბათი, აპრილი 19, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაქართველოს კუთხეებიმაჭახელას ეროვნული პარკი

მაჭახელას ეროვნული პარკი

მაჭახელას ეროვნული პარკი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. იგი ბათუმიდან 30 კმ-ითაა დაშორებული. მისი შექმნის მიზანს უნიკალური ბიოლოგიური და ლანდშაფტური ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება და კოლხური ტყეების ეკოსისტემის გრძელვადიანი დაცვა წარმოადგენს საქართველო-თურქეთის საზღვარზე. ადმინისტრაციული და ვიზიტორთა ცენტრები განლაგებულია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფ. აჭარისაღმართის ცენტრში.

პარკის ტერიტორიია წარმოადგენილია მდინარე მაჭახელას ფერდობებზე შეფენილი დაბურული ტყეებით, სადაც თითქმის მთლიანი ფართობი დაფარულია წაბლის, წიფლის, რცხილის და მურყნის ტყეებით. აქვე გვხვდება ისეთი რელიქტური და იშვიათი სახეობები, როგორიცაა კოლხური ბზა, წაბლი, კოლხური თხილი, ქართული კაკალი, უნგერის შქერი, უთხოვარი, თელა და სხვ. პარკში ფუნქციონირებს სამი, სამანქანოსთან ინტეგრირებული საფეხმავლო ბილიკი.

მაჭახელას ეროვნულ პარკში აქტიური ტურისტული სეზონი გრძელდება მაისიდან-ოქტომბრამდე

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

READ  უნიკალური არქიტექტურისა და ისტორიის მატარებელი კულტურული ძეგლი უცხოელ ტურისტებში დიდი პოპულარობით სარგებლობს - კლდეში ნაკვეთი, ქალაქი უფლისციხე 
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები