მაჭახელას ეროვნული პარკი

გიორგი ბერიანიძე
ავტორი
გიორგი ბერიანიძე - ჟურნალისტი

მაჭახელას ეროვნული პარკი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. იგი ბათუმიდან 30 კმ-ითაა დაშორებული. მისი შექმნის მიზანს უნიკალური ბიოლოგიური და ლანდშაფტური ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება და კოლხური ტყეების ეკოსისტემის გრძელვადიანი დაცვა წარმოადგენს საქართველო-თურქეთის საზღვარზე. ადმინისტრაციული და ვიზიტორთა ცენტრები განლაგებულია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფ. აჭარისაღმართის ცენტრში.

პარკის ტერიტორიია წარმოადგენილია მდინარე მაჭახელას ფერდობებზე შეფენილი დაბურული ტყეებით, სადაც თითქმის მთლიანი ფართობი დაფარულია წაბლის, წიფლის, რცხილის და მურყნის ტყეებით. აქვე გვხვდება ისეთი რელიქტური და იშვიათი სახეობები, როგორიცაა კოლხური ბზა, წაბლი, კოლხური თხილი, ქართული კაკალი, უნგერის შქერი, უთხოვარი, თელა და სხვ. პარკში ფუნქციონირებს სამი, სამანქანოსთან ინტეგრირებული საფეხმავლო ბილიკი.

მაჭახელას — დეტალები

მაჭახელას ეროვნულ პარკში აქტიური ტურისტული სეზონი გრძელდება მაისიდან-ოქტომბრამდე

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

- Advertisement -
Ad imageAd image
READ  გურჯაანის ყველაწმინდა საქართველოში ერთადერთი ეკლესიაა, რომელსაც ორი ერთნაირი ზომის, რვაწახნაგა გუმბათი ადგას. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი VIII საუკუნის ძეგლია
გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი
მიჰყევით:
ჟურნალისტი — საქართველოს კუთხეები და მარშრუტები. წერს რეგიონებზე, ბუნების ძეგლებზე, სალაშქრო ბილიკებსა და მოგზაურობის პრაქტიკულ რჩევებზე.
კომენტარები ჯერ არ არის