პარასკევი, აგვისტო 15, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაქართველოს კუთხეებიკანიონში არსებულ ციცაბო ფერდობებზე შეფენილი მცენარეულობა, თვალწარმტაცი ჩანჩქერები, სრულიად განსხვავებულ მიკროლანდშაფტს ქმნის

კანიონში არსებულ ციცაბო ფერდობებზე შეფენილი მცენარეულობა, თვალწარმტაცი ჩანჩქერები, სრულიად განსხვავებულ მიკროლანდშაფტს ქმნის

წალკის კანიონი, ბუნების ძეგლი წარმოადგენს მდ. ქციის (ხრამის) მიერ დაშბაშის ლავურ მაღლობზე,  ვულკანოგენურ ქანებში ჩაჭრილ კალაპოტში გამომუშავებულ იშვიათი და ბიომრავლფეროვნებით გამორჩეულ კანიონისებურ ხეობას.

კანიონის ირგვლივ არსებული ეკოსისტემებს არ ახასიათებს მრავალფეროვანი მცენარეული საფარი, კანიონში არსებულ ციცაბო ფერდობებზე შეფენილი მცენარეულობა, თვალწარმტაცი ჩანჩქერები, სრულიად განსხვავებულ მიკროლანდშაფტს ქმნის მისთვის დამახასიათებელი მიკრო კლიმატით, თავისებური ფაუნით და ა.შ. წალკის კანიონზე ხორციელდება  ყველაზე მრავალფეროვანი ტურისტული სივრცის მოწყობა, რომელსაც კომპანი „კასს ლენდი“ უზრუნველყოფს.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს www.kassland.com ატრაქცია  ბაიკ-ლაინი –  120 ლარი საქანელა 1 ადამიანი –  80 ლარი საქანელა 3 ადამიანი –  150 ლარი ბილეთის შეძენისას გაითვალისწინეთ!

წალკის კანიონის ბუნების ძეგლის ბილიკზე გასავლელად ვიზიტორის სიმაღლე უნდა აღემატებოდეს 1.20 მ-ს.

ვიზიტორთა უსაფრთხოების მიზნით, წალკის კანიონის ბილიკი დაკეტილია წვიმის, ძლიერი ნისლისა და თოვლის დროს. კანიონში ჩასასვლელი ბილიკის სიგრძე შეადგენს 1.8 კმ ბილეთი დაბრუნებას არ ექვემდებარება ღამისთევა: ღამის თევა შესაძლებელია კომპლექსის ტერიტორიაზე არსებულ სასტუმროს ტიპის ვილებში (თითოეულ მათგანში შესაძლებელია მაქსიმუმ 5 პერსონის განთავსება).

წყარო: 

author avatar
SheniDasvemeba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  ყაზბეგის ეროვნულ პარკში აუცილებლად უნდა მოინახულოთ...
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები